x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ჩემმა ქმარმა დაბადების დღეზე ბურკა მაჩუქა, და მივხვდი - რომ ეს დასასრული იყო": როგორ წარიმართა "ნარჩიტას" ცხოვრება
image


აიდან შენერის მშობლები საკმაოდ თავისუფლებისმოყვარე ბუნებით გამოირჩეოდნენ და ცეკვით გატაცებულ ქალიშვილს ყველანარად ხელს უწყობდნენ და ამხნევებდნენ. აბა, ტყუილად ხომ არ იყო ის ალაჰის მიერ ასეთი სილამაზითა და ნიჭით დაჯილდოვებული. მათ თავად წაიყვანეს გოგონა თეატრალურ სტუდიაში, შემდეგ კი სამოდელო კურსებზეც შეიყვანეს. როდესაც აიდანი 18 წლის შესრულდა, ის "მის თურქეთის" კონკურსის ორგანიზატორებმა შენიშნეს და მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს. ერთი მეორეზე ლამაზი მეტოქის დანახვისას, აიდანი დეპრესიაში ჩავარდა: "რა უბრალო ვარ ამ გრძელფეხება ირმებთან შედარებით!" - არ ასვენებდა გოგონას ფიქრები.


image


და რა ბედნიერი იყო, როცა გამარჯვებულის გვირგვინი ერგო! საპრიზო ადგილმა მას ჯადოსნურის გზით გზა გაუხსნა კინოსა და მოდის სამყაროში. აიდანმა მალევე მიიღო სატელევიზიო შოუებსა და მოდების ჩვენებებში მონაწილეობის მისაღებად ათობით მოწვევა, თუმცა მან კინო აირჩია.


image


ორი წლის შემდეგ დამწყებმა მსახიობმა 28 წლის თურქეთის ნაკრების ფეხბურთელი აიხან აქბინი გაიცნო. ორივეს ერთმანეთი პირველივე წამებიდან შეუყვარდა. წყვილი გაცნობიდან სამი თვის შემდეგ დაქორწინდა. აიდანი ეიფორიაში იყო, და თავიდან ყურადღებას არ აქცევდა ქმრის განუწყვეტლივ ბურტყუნს: "ნამდვილი მუსლიმი ქალი დიასახლისი უნდა იყოს, და მთელი თავისი დრო ქმარსა და სახლში მყუდროების შექმნას უნდა მოახმაროს". "არამც და არამც, - არაუშავს, დროთა განმავლობაში შეეგუები საყვარელო. რა დიასახლისი? ამისთვის მთელი ჩემი ბავშვობა კი არ ვავითარებდი ჩემში ნიჭს. მე პოდიუმებსა და კინოში ბრწყინვალე მომავალი მელის..." - ფიქრობდა თავისთვის მომავალი "ნარჩიტა".


image


მალე შენერმა სერიალში "ნარჩიტა" ფერიდეს როლი მიიღო, რომელიც თურქეთში საკულტოდ ქცეულ ამავე სახელწოდების რომანზე იყო დაფუძნებული. აიდანი ვერ იჯერებდა, რომ საოცნებო როლზე სწორედ ის იქნა არჩეული. მინისერიალში ის თითქოს საკუთარ თავს – თანასწორუფლებიან კაცზე მეოცნებე თავისუფლებისმოყვარე მეამბოხე გოგონას თამაშობდა, რომელიც ყოველგვარ ცრურწმენას ეწინააღმდეგება. გადაღებები ექვს თვეზე მეტხანს გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში მსახიობი თავის ეკრანულ შეყვარებულს, 24 წლის მსახიობ კენან კალავს დაუმეგობრდა, რომელიც კიამრანის როლს ასრულებდა, და ოჯახში უთახმოებაც დაიწყო. ქმარმა ეჭვიანობისგან თავი მთლიანად დაკარგა. გადასაღებ მოედანზე ის როგორც ქორი ცოლს თავზე ისე წაადგებოდა და მის ეკრანულ პარტნიორთან ჩხუბს იწყებდა. მამაკაცებს ძლივს აშველებდნენ. სწორედ ამ დროს განიცადა აიდანმა პირველი იმედგაცრუებაც: "და მაინც რა შეშლილია აიხანი, თითქმის უკონტროლო", -სიმწრით ფიქრობდა ფერიდე.



image


ფილმის პრემიერამ, 1986 წლის გაზაფხულზე, მთელი თურქეთი შეძრა. მინისერიალი 112 ქვეყანამ იყიდა, თურქი ლამაზმანი კი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სექს-სიმბოლოდ აღიარეს. აი, მაშინ კი ცოლის მიმართ გამოჩენილი მსოფლიო ყურადღების გამო აიხანი სულ გაგიჟდა. ის ცოლს ისტერიკესებსა და სკანდალებს უწყობდა. არც მის თაყვანისმცელებს ინდობდა და ნაჩუქარ ყვავილებს სულ ფეხქვეშ გააფთრებული თელავდა. საჩუქრებს წვავდა, წერილებს ერთი მეორის მიყოლებით ანადგურებდა. ჟურნალისტებს ინტერვიუებს უშლიდა.. "თავი დაანებე უღირს პროფესიას, გეუბნები! და დარჩი სახლში!"- უმეორებდა ცოლს განუწყვეტლივ აიხანი. აიდანი ქმარს ეწინააღმდეგებოდა და მას თანაგრძნობისკენ მოუწოდებდა. აიდანი ვერ ხვდებოდა რატომ იყო შეუძლებელი ოჯახისა და შემოქმედების ერთმანეთთან შეთავსება. "და საერთოდაც... რატომ უნდა ვუღალატო ჩემს თავს?! მე თანაბარი ურთიერთობების მომხრე ვარ!"- უმეორებდა თავს უკვე ყველასთვის საყვარელი "ნარჩიტა".


image


მიუხედავად ოჯახური უთანხმოებისა ორივე მათგანი ერთმანეთის სიყვარულს მაინც განაგრძობდა და დაშორებაზე არც კი ფიქრობდა, ხოლო როცა გაიგეს, რომ მალე მშობლები გახდებოდნენ, ორივე უბედნიერესი იყო, განსაკუთრებით კი აიხანი. "საბოლოოდ ცოლი დედა და დიასახლისი გახდება. როგორც უნდა იყოს!"- ფიქრობდა მსახიობის მეუღლე. ორსულობის მეოთხე თვეს აიდანმა მორიგ ფილმში მონაწილეობაზე თანხმობა განაცახად, თუმცა მალევე თავისი დაუდევრობის გამო ინანა. გადასაღებ მოედანზე ის ცუდად დაეცა და კინაღამ ბავშვი დაკარგა. მან ქმრის გაბრაზება გამართლებულად ჩათვალა, და ქალიშვილის დაბადებამდე ორივე მათგანი თავს შეძლებისდაგავრად აკონტროლებდა.


image


1989 წლის ზამთარში წყვილს ქალიშვილი ეჯემი შეეძინა. წელიწადნახევრის განმავლობაში "ნარჩიტა" ქმრისთვის წვნიანებს ამზადებდა და ბავშვს სიამოვნებით უვლიდა. აიხანი მოდუნდა და თავს ოჯახურ გარემოში უკვე მშვიდად გრძნობდა, როდესაც აიდანი მორიგ პროექტში "სტამბულის ორ სახეში" მონაწილეობას დათანხმდა. ფეხბურთელი ისე ხმამაღლა ღრიალებდა, რომ ცა ირყეოდა. სწორედ მაშინ დაფიქრდა პირველად აიდანი განქორწინებაზე, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ფიქრობდა - რომ ქმარი გაუგებდა. მისი ბოლო იმედი მაშინ მოკვდა როდესაც 1991 წლის გაზაფხულზე, თავისივე დაბადების დღეზე საყვარელმა მას საჩუქარი გადასცა: "ქმარმა ბურკა მისახოვრა, და იქ მივხვდი - რომ ეს დასასრულია! ვიჯექი და ვფიქრობდი: არ მინდა, უნდა დავამთავრო, რადგან აიხანი საბოლოოდ გამტეხს!".


image


"ნარჩიტამ" ნაჩქარევად შეაგროვა თავისი ნივთები და მეორე დღესვე ქალიშვილთან ერთად მშობლების სახლში გადავიდა. მან განქორწინება მოითხოვა. ქმარს მისი უკან დაბრუნება აღარ უცდია. მას უყვარდა აიდანი, თუმცა გამუდმებული ბრძოლით უკვე ისიც დაღლილი იყო, და რაც მთავარია, - მიხვდა, რომ მეამბოხეს ვეღარ შეცვლიდა.


image


ის მხოლოდ 28 წლის იყო, როცა თავისუფლება მოიპოვა, თუმცა უკვე მაშინ იცოდა, რომ ის აღარასოდეს გათხოვდებოდა მიუხედავად იმისა, რომ მას ხელის თხოვნის არაერთი მსურველი ჰყავდა. საინტერესოა, რომ მგზნებარე რომანებით გატაცებული მსახიობის ყოფილი ქმარიც ასევე აღარ დაქორწინებულა. უწინდებური ვნებები წარსულს ჩაბარდა. ახლა ყოფილი მეუღლეები თბილ ურთიერთობას ინარჩუნებენ. აიდანს 1 მარტს 61 წელი შეუსრულდა. "მე თავისუფალი და ბედნიერი ვარ, რადგან ვაკეთებ იმას, რაც მინდა. არასოდეს მინანია, როგორ წარიმართა ჩემი მშვენიერი ცხოვრება"- აცხადებს ულამაზესი აიდან შენერი.







0
776
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
776