x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512524
5 "ცხელი" ფილმი, რომელსაც მოზარდები მშობლებისგან ფარულად უყურებდნენ

image


პირველი ვიდეომაგნიტოფონების პერიოდში ეს ფილმები ერთგვარ სიახლეს წარმოადგენდა. ეს ისტორიები მაყურებელს ძლიერი ემოციის განცდას სთავაზობდნენ, რაც მშობლებს შვილებისგან მათ ანტრესოლებზე დამალვას აიძულებდა.



"ლედი ჩატერლეის საყვარელი", 1981 წელი


image


ფილმს საფუძვლად ბრიტანელი მწერლის დ.ჰ.ლოურენსის სკანდალური რომანი "ლედი ჩატერლეის საყვარელი" დაედო, რომელშიც კლასიკური სასიყვარულო სამკუთხედია აღბეჭდილი: ახალგაზრდა, ლამაზი ცოლი, შეზღუდული შესძლებლობების მქონე - ქმარი და მამულის მომვლელი პირქუში მეტყევე. ფილმის გმირი ბრძოლაში დაიჭრება და ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვება. ის ვეღარ ასრულებს ქმრის მოვალეობას, ამიტომ თავის ახალგაზრდა და ლამაზ ცოლს საყვარელის გაჩენის უფლებას აძლევს.





"9½ კვირა", 1986 წელი


image


ეს კინოკლასიკა აღწერს, თუ როგორ ითრევს გამოცდილი მაცდუნებელი თავშეკავებულ ელისაბედს სახიფათო თამაშში. ისინი ერთად ატარებენ 9½ კვირას, რომლის დროსაც თავიანთი ფანტაზიებისა და ვნებების საზღვრებს იკვლევენ. ეროტიკული დრამა სწორედ თავისი პროვოკაციულობითა და კიმ ბესინჯერისა და მიკი რურკის შესანიშნავი სამსახიობო თამაშის წყალობით გახდა საკულტო.




"ველური ორქიდეა", 1989 წელი


image


ემილი ბრაზილიაში, იურიდიულ ფირმაში სამუშაოდ ჩადის, სადაც მიმზიდველ და მდიდარ კაცს - ვილერს ხვდება. მათ შორის ჩნდება იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ პროფესიული ურთიერთობა. ორივე მათგანს ერთმანეთის ისეთ დონეზე ესმის, რაც სამუშაოს ფარგლებს სცილდება, შედეგად ორივე ცდუნების მორევში იძირება, რაც მათ ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის.





"შხამიანი სურო", 1992 წელი


image


მდიდარი ოჯახის შვილი, სახელად სილვია მეგობრობას თანაკლასელ აივითან იწყებს, რომელსაც სახლში ეპატიჟება. აივი, როგორც შხამიანი სურო ისე აღწევს სილვიას ოჯახში და ყველა ბარიერს შლის, რათა ოჯახის უფროსის საფულემდე მიაღწიოს და სახლის პატრონი გახდეს.




"სხეული, როგორც სამხილი, 1993 წელი


image


ფილმი მოგვითხრობს ქალის სასამართლო პროცესზე, რომელიც მისი მდიდარი საყვარლის მკვლელობაშია ბრალდებული. სასამართლო სხდომა რთულ ფსიქოლოგიურ ბრძოლად იქცევა, სადაც ბრალდება ცდილობს თავისი დაამტკიცოს, ადვოკატები კი მისი ბრალეულობის უარყოფას ცდილობენ.









0
340
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
340