x
მეტი
  • 15.11.2024
  • სტატია:138255
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511968
ქართული რომანტიზმის საფუძვლები

რომანტიზმი მე - 18-19 საუკუნეების მიჯნაზე ჩამოყალიბდა, როგორც საერთო ევროპული მოვლენა ან შეიძლება ვთქვათ, როგორც რეაქცია იმ პერიოდში არსებულ რეალობაზე. ცნობილია, რომ რომანტიზმი საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს აღმოცენდა და მოიცვა ისეთი დარგები, როგორიცაა ლიტერატურა, მხატვრობა, მუსიკა და ა.შ. რომანტიკულმა ლიტერატურამ წარმოშვა მთელი რიგი საოცარი მწერლებისა, მაგალითად: ძმები ფრიდრიხ და ავგუსტ შლეგელები, ძმები გრიმები, ჯორჯ ბაირონი, შელი, მადამ დე-სტალი, (რომელსაც წილად ხვდა საფრანგეთში რომანტიზმის გავრცელება) შატობრიანი, ვიქტორ ჰიუგო, იტალიაში ჯაკომო ლეოპარდი, პოლონეთში ადამ მიცკევიჩი და ა.შ ძალიან ბევრი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ. ის ყველა ქვეყანაში თავისებური სახით გამოვლინდა, თუმცა მოტივი და ეროვნული საფუძვლები ასე თუ ისე საერთო იყო. რომანტიზმის არსის გაგება დიდ დაკვირვებასა და გაანალიზებას მოითხოვს. ამ საინტერესო მიმდინარეობის შესახებ არაერთი შეხედულება არსებობს, თუ რამ განაპირობა მისი განვითარების თავისებურებები, რა იყო ის მთავარი იდეა რითიც საზრდოობდა რომანტიზმი, რა პრინციპების დაცვას გულისხმობდა და ზოგადად რას ემსახურებოდა ის. ევროპული და ქართული რომანტიზმის ეროვნული საფუძვლები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, თუმცა დაკვირვებისას აშკარაა განმასხვავებელი ნიშანი, რაც ჩემი აზრით საწყის ეტაპზე შეიმჩნევა. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოში უფრო მწვავე და აქტუალური იყო ეროვნული პრობლემა, ეროვნული თვითმყოფადობის არსი და მასთან დაკავშირებული არაერთი სირთულე, მაშინ, როცა ევროპაში უფრო პიროვნული პრობლემაა წინა პლანზე წამოწეული. ქართული რომანტიზმის, რომელიც გარკვეულწილად ევროპული ტრადიციებით საზრდოობდა, განმასხვავებელი ნიშანი მკაფიო იყო. საქართველოში არსებული ვითარება და ის პროცესები რომლებიც მე-19 საუკუნეში მიმდინარეობდა, რა თქმა უნდა, დიდ კვალს ტოვებდა, როგორც საქართველოსა და მის მოსახლეობაზე, ასევე შემოქმედებით პროცესზე, განსაკუთრებით კი ლიტერატურაზე. საქართველოში რომანტიზმის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანმა პოლიტიკურმა ფაქტორებმა განაპირობეს, ყოველ შემთხვევაში დიდი ბიძგი მისცეს მას. 1801 წელს რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება და რუსეთის გუბერნიად გადაქცევა ძალიან მძიმედ აისახა საქართველოს ყოფაზე, რაც ფაქტობრივად ყველა სფეროში გამოვლინდა. პირველ რიგში სწორედ მძიმე პოლიტიკური და სოციალური ფონი განაპირობებდა იმ მთავარი მოტივების და საფუძვლების ჩამოყალიბებას, რაც შემდგომ სრულყოფილად გამოიხატა ქართველი რომანტიკოსების შემოქმედებაში. მათი დამოკიდებულება აწმყოს მიმართ კარგად ჩანს მათსავე პოეზიაში, თუ როგორი უბედურია დღევანდელი ყოფა, მომავალი კი ხშირად ბურუსითაა დაფარული, უიმედოდ არიან და არ იციან რა იქნება მომავალში, თუმცა ნიკოლოზ ბარათაშვილი კვლავ იტოვებს იმედს: "რომ გათენდება დილა მზიანი და ყოველს ბინდსა ის განანათლებს" - შემოღამება მთაწმინდაზედ. ქართული ეროვნული მოძრაობისთვის ბიძგის მიმცემი იყო ირგვლივ შექმნილი ვითარება, პირველ რიგში ვგულისხმობ დეკაბრისტულ პროტესტს რუსეთში და პოლონეთის აჯანყებას. ამ დროისთვის რუსეთიდან საქართველოში უკვე დაბრუნებული იყვნენ სოლომონ დოდაშვილი, ვახტანგ ორბელიანი, ელიზბარ ერისთავი და სხვები, რომლებიც საერთო იდეის გარშემო ერთიანდებოდნენ და უპირისპირდებოდნენ იმ სისტემას რომელიც ძირს უთხრიდა ქვეყნის ეროვნულ თავისუფლებას. 1830 წლის პოლონეთის აჯანყება ქართველი თავად-აზნაურებისთვის დიდი სტიმული იყო. მოგვიანებით 1832 წლის აჯანყება, რომელსაც დიდი სიახლე უნდა შეეტანა არსებულ რეალობაში, კრახით დასრულდა. ეს მოვლენა ნათლად აისახა რომანტიკოსთა შემოქმედებაში, რამაც კიდევ უფრო დიდი უიმედობის განცდა შეუქმნა მათ... აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ევროპაში ეს პროცესები არ მიმდინარეობდა ისეთ მძიმე პირობებში, როგორც საქართველოში. ერთ-ერთი მარტივი და მნიშვნელოვანი მაგალითია ის რომ ევროპელ რომანტიკოსებს შეეძლოთ დაებეჭდათ წიგნები და საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ თავიანთი შეხედულებები. ასევე გამოეყენებინათ პროკლამაციები თუ სხვა საშუალებები, მაშინ როცა საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობდა პრესა, შეუძლებელი იყო წიგნის დაბეჭდვა და საზოგადოებამდე მიტანა. ამის დადასტურებაა ის ფატქი, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილს თავის სიცოცხლეში მისი არცერთი დაბეჭდილი ლექსი არ უნახავს. ცნობილია, რომ ზოგჯერ კერძო წერილებში ჩაურთავდა ხოლმე თავის ლექსებს და ასე უგზავნიდა ბიძას - გრიგოლ ორბელიანს. მოკლედ მინდა ვთქვა იმის შესახებ, რომ "რომანტიკოსები" ჩემი საყვარელი თემა იყო მე-11 კლასში. სწორედ იმ პერიოდში გავეცანი ქართველი რომანტიკოსების შემოქმედებას და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. მახსოვს, რომ პირველი შედარებით ვრცელი ლექსი რომელიც ზეპირად ვისწავლე იყო ალექსანდრე ჭავჭავაძის "გოგჩა". საქართველოში თავად ალექსანდრე ჭავჭავაძე იყო პირველი რომანტიკოსი მწერალი, შესაბამისად, მისი პოეზიისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ასევე მინდა ვთქვა ნიკოლოზ ბარათაშვილზე, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება სხვა რომანტიკოსებისგან და ის უბრალოდ შეუდარებელია. "მერანის" სწავლის დროს ყოველთვის ვხედავდი გერმანელი რომანტიკოსი მწერლის - კასპარ დავიდ ფრიდრიხის ერთ-ერთ ნახატს "მოგზაური ღრუბელთა ზღვაზე". კასპარ დავიდისთვის დამახასიათებელი იყო პეიზაჟების ხატვა ჰორიზონტის ხაზის გარეშე, რაც დაკვირვებისას ერთგვარი უსასრულობის განცდას ქმნის. ასევე ამით მხატვარი გვიჩვენებდა, რომ სამყაროს არ აქვს საზღვარი. ( მართალია ასეთი რამ მხოლოდ ზოგიერთ ნამუშევარში გვხვდება, თუმცა ძალიან საინტერესოა ). "მერანის" ერთ-ერთ სტრიქონში კი ვკითხულობთ: "გასწი მერანო შენს ჭენებას არ აქვს სამზღვარი"... რაც შეეხება გრიგოლ ორბელიანის შემოქმედებას ნამდვილად რთულია გამოარჩიო რომელიმე ლექსი, თუმცა სკოლის პერიოდიდან ყველაზე მეტად რატომღაც "საღამო გამოსალმებისა" მომწონდა და დამამახსოვრდა. ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ცნობილი ქართველი რომანტიკოსები, როგორებიც არიან ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი და ნიკოლოზ ბარათაშვილი თავიანთ შემოქმედებაში არა პიროვნულს არამედ ეროვნულ, ხშირად კი ზოგადსაკაცობრიო თემებსაც ეხებიან, რაც ნათლად ჩანს მათ შემოქმედებაში. ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ქრისტიანობამ დიდი როლი ითამაშა რომანტიზმის მიმდინარეობის ჩამოყალიბებაში და სწორედ ის შეგვიძლია მივიჩნიოთ საწყისად. ყველაფერ ამას ვხედავთ ევროპულ არქიტექტურაში, მწერლობასა და მხატვრობაში.

image


7
160
2-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ბოლქვაძე.
გიორგი ბოლქვაძე.
160
  
არ იფიქროთ რო ეგრე ვიწრო ჭრილში ვიხილავდე ამ ამბავს,მამის ცოდვების მოკითხვა შვილისთვის არ შეიძლება,თუმცა ჩვენში ამბობენ,ბაბუიის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოკვეთა კბილიო. თან შეთქმულებას აწყობ და გვერდზე გყავს მოღალატენი ან მოტრფიალენი იყვნენ მისი,ასე შეიძლება? უაზროდ ამბიციური ერი ვართ,დოდაშვილს ეგონა წარსულზე გატირებული ხალხით გადააბრუნებდა იმპერიას,ქაქუცას ეგონა მოღალატეების წრეში დაამარცხებდა საბჭოეთს და ძიძიგურს ეგონა,თუ საქართველოში რკინიგზას გადაკეტავდა,დაამშევდა რუსეთს. ასეთი ხალხი ვართ,ამბიცია დიდი გვაქვს,მარა გაქანება ვერ გვიქაჩავს და კი ვართ ასე პირდაფჩენილები,ხან ევროპას,ხან ამერიკას და ხან რუსეთს ვემათხოვრებით,ახლა ჩინეთს. ჩემი აზრით,ერთადერთი დიდი საზოგადო მოღვაწე გვყავდა,რომლის ნაწერებიც მართლა საამაყოა,სხვა დანარჩენები ამბიციური ხალხი იყვნენ. შოთა რუსთაველი იყო ის ერთი,მსოფლიოც აღიარებს ამას. ეპოქა იყო ესეთი,ძლიერი ქვეყანა,ძლიერი ადამიანებით იყო სავსე,ამიტომაც ასწლოვანი ძლიერების პროდუქტი იყო რუსთაველი. ხსენებული რომანტიკოსები,თეგდალეულებიც,ცისფერყანწელებიც და თვით გალაქტიონიც,მონური ქვეყნის შვილები იყვნენ და შესაბამისი გაქანებით. დიდი ალბათობით,ბევრი არ დამეთანხმება,თუმცა რას ვიზავთ
ხოდა,გამოვლინდა მოღალატე,თუ რამე ეწერა ისეთი ტრაქტატის საიდუმლო მუხლებში,გვყავს უკვე კონკრეტული ფიგურანტი. არ მგონია რო დედოფლები და მეფეები ვინმეს ეგრე უბრალოდ "წყალობდნენ",თუ სარგებელს არ ნახულობენ. აქვე ერთი კითხვაც,ერეკლესთვის ჭკუის სწავლებას და ლექციების კითხვას,რატომ არ დაწერა ამაზე? პირველი რომანტიკოსი გვყოლია მოღალატის შვილი,თან სკოლის პროგრამაშიც ისწავლება და ამ ყველაფრის გათვალისწინებით,რა გაქანება უნდა გვქონდეს ერსს? ორი კითხვა გამოვიდა,მარა საინტერესო იქნება თქვენი აზრის მოსმენა ამასთან დაკავშირებით
10 ივნისი, 15:20
მოტრფიალე არა, უბრალოდ ერთ დროს დაინტერესებული ვიყავი და ვეცნობოდი ქართველი რომანტიკოსების შემოქმედებას. დედოფლის სიყვარულზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა ცნობილი ფაქტია, რომ გარსევან ჭავჭავაძე მეფის კარზე დიდი პატივისცმით და რეპუტაციით სარგებლობდა, ამის ერთ-ერთი დადასტურება იყოს ის რომ, იმპერატრიცა ეკატერნე II-ემ მონათლა მისი ვაჟი ალექსანდრე.
ეგ თქვენი ნება და გადაწყვეტილებაა. ჩემი გადასახედიდან,საზოგაოდებრივი ცხოვრება უკვე პოლიტიკაა,მით უფრო საქართველოში. ხაზი გავუსვი ამ ყველაფერს და იმას რო ლევანა ბერძენიშვილის გაქანება ქონდა ბარათაშვილს. პროცესების შეფასებას ვგულისხმობ.

რახან რომანტიზმის მოტრფიალე და მოყვარული ხართ,ერთი კითხვას დაგისვავთ და თუ შეგიძლიათ მიპასუხეთ. როგორც ვიცით,ალექსანდრე ჭავჭავაძის მამა გახლდათ გარესევან ჭავჭავაძე,ერეკლე მეორის დროს საგარეო საქმეების მწარომებელი და გეორგიოვსკის ტრაქტატის ერთერთი ხელმომწერი. ამბობენ,გარსევანი ისე ვარებია დედოფალ ელიზაბეტს რო შვილი მოუნათლაო,ხოდა მაინტერესებს თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ,რუსეთის იმპერატრიცას ნათლული იყო ალექსანდრე?
10 ივნისი, 13:46
მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. ერთია პოლიტიკა და მეორეა ხელოვნება, ლიტერატურა, პოეზია... ქართული რომანტიზმის წარმომადგენლებმა საკმაოდ საინტერესო და მდიდარი ხელოვნება შექმნეს . მათ თავიანთ ნაწარმოებებში, პოეზიაში სრულიად ახალი სტანდარტები დაამკვიდრეს. სრულიად ახლებურად იქნა გააზრებული და გადმოცემული მთელი რიგი მოტივები, რაც იმდროინდელ საქართველოში არსებობდა. თუ რატომ გამოვლინდა რომანტიზმი საქართველოში იმ ფორმით რა ფორმითაც გამოვლინდა, რა თქმა უნდა, ამას მთელი რიგი პროცესები, მათ შორის გეოპოლიტიკური პროცესები განსაზღვრავდა. ქართველ რომანტიკოსებს მე მაინც მათი ნაწარმოებების მიხედვით ვახასიათებ და არა პოლიტიკური ქმედებების , მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პროცესებით ბევრი რამ იყო განპირობებული და ამ თემაზე საუბარი მხოლოდ საქართველოს მძიმე ისტორიაზე საუბარია. ერთი რამ კი ფაქტია, ხშირად საქართველო მთელი თავისი ისტორიის მანძილზე დიდი იმპერიების გეოპოლიტიკური დაპირისპირებების ეპიცენტრში იყო, რა დროსაც უმნიშვნელოვანესი იყო და არის სწორი და პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა ეროვნული ინტერესების დასაცავად, სახელმწიფოს დამოუკიდებლობის და თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად.
ახლა,რატომ არ იყო მათი გაქანება და აზროვნება სათანადო,სტატიაშიც არის ნახსენები 1832 წლის შეთქმულება,მისი ავტორი და ბარათაშვილის აღმზრდელი დოდაშვილი. იმ პერიოდში,რუსეთის იმპერია იყო სიძლიერის ზენიტში,ნაპოლეონი დამარცხებული ყავდათ და ყველაზე ძლიერი თუ არა,ერთერთი ძლიერი იმპერია იყო. ამ "გენიოსმა" ხალხმა იფიქრა რო შეთქმულების მოწყობა და გათავისუფლება შესაძლებელი იყო,თუმცა კომპრემეტირებული იქნა შეთქმულება და შეთქმულები დასჯილი. რა თქმა უნდა,ქვეყნის სიყვარულში და პატრიოტიზმში ეჭვის შეტანა არ შეიძლება,თუმცა აქ აზროვნებაზე და გაქანებაზეა საუბარი. მსგავსი ფაქტები არაერთი იყო ჩვენს ისტორიაში,როცა რეალობის აღქმის პრობლემა იყო და არასწორი აბიჯები იდგმებოდა.მაგალითად,ეგეთი უაზრობა იყო 1924 წლის აჯანყებაც,როცა სსრკდან გათავისუფლება მოინდომეს და რუსების გაყრა,თუმცა ისიც კომპროეტირებული იყო და აჯანყებულები დასჯილნი. არც ქაქუჩას ვაჟკაცობაში ეპარება ვინმეს ეჭვი და არც მიხა ხელაშვილის,თუმცა რეალობის შეფასების პრობლემა იყო. ზოგადად,ქართველები ემოციურობით ვამაყობთ ხოლმე,მარა ეგ საამაყო არ არის,ეგ არის გაუნათლებლობის მანიშნებელი. როცა შანსი მოგვეცა და მართლა შეიძლებოდა რუსეთისგან თავის დაღწევა(1991-2001),მაშინ ერთმანეთს წავეკიდეთ და ვხოცეთ ერთმანეთი ანუ ქართველებს რეალობის აღქმის უნარი დაქვეითებული გვაქვს სამწუხაროდ. ახლაც ეგრეა,რუსეთი ომშია ჩართული და ჩვენთვის არ სცალია,ამერიკაში კრიზისია და გვაქვს შანსი თავის დავაღწიოთ ამ ორ იმპერიას და ისევ ერთმანეთში დაპირისპირება მიდის,რაც 30 წლის ამბების გამეორებაა. ეს იმის ბრალია რო ჩვენში ყველაფერს კრიტიკული აზროვნების გარეშე ვსწავლობთ და ფანტაზიებში ვცხოვრობთ. როგორც კი,წავიკითხე "ბედი ქართლისა",მაშინვე მივხვდი რო ბარათაშვილის მთლად ვერ იყო საღად,თუმცა საქართველოში გაღმერთებული გვყავს. ილია ჭავჭავაძემ რატომ არ მოაწყო შეთქმულება? იმიტო ხო არა რო რეალობის აღქმა შეეძლო? ან ერეკლემ რატომ გადაწყვიტა ის რაც გადაწყვიტა? იმიტო ხო არა რო სხვა გზა არ იყო დარჩენილი? დღეს აკრიტიკებენ ამ კაცს და ამბობენ,თურმე რუსებთან დაპირისპირების შეეშინდა და დაუწვა რუსებს,შემოუშვა ისინი საქართველოში. წარმოგიდგენიათ,კაცმა 60 წელი იქნია ხმალი და მშიშრობას წამებს ლევანა ბერ
რომანტიკოსებზე რა მოგახსენოთ,თავისი გადასახედიდან უყურებდნენ ყველაფერს,არ ყოფნიდათ გაქანება და უიმედობაში იყვნენ. თუნდაც ბარათაშვილი ბედი ქართლისა რად ღირს,სადაც თავის გადასახედიდან აფასებს მოვლენებს,რაც აღრევას იწვევს დღეს. იმ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ერეკლემ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო,თუმცა აკრიტიკებს თავის პაპას ნიკოლოზი. ბარათაშვილის ან მისი თანამედროვეების გაქანება ისეთი არ იყო რო შეეფასებინათ ერეკლეს მოტივაცია გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ბოდიალობენ რაღაცას თავისი აზროვნებით.
0 1 7