საქართველო "ბავშვებს გაეშვით თქვე ნაძირლებო, თქვე კაენის შთამომავლებო"-გიორგი გამსახურდია 9 ივნისი, 14:23 ![]() შეგახსენებთ, რომ ტვ პირველზე ნოდარ მელაძის შაბათის შოუში გაჟღერდა ასეთი ინფორმაცია, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის უფროსი შვილი ნიკოლოზ ღარიბაშვილი ამერიკიდან საქართველოში დაბრუნდა იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებზე სანქციები დაწესდა. ამ ფაქტს მალვე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე, ნანუკა თამაზაშვილი. როგორც ნანუკა თამაზაშვილი წერს, მათი შვილი ნიკოლოზ ღარიბაშვილი თბილისში 3 კვირის წინ, ზაფხულის არდადეგებზე ჩამოვიდა.
„ვუყურე მორიგ “ექსკლუზიურ სკანდალს” ნიკოს საზაფხულო არდადეგებზე თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.
თქვენი ინფორმაციისთვის მოკლედ დავწერ:
ნიკომ წარჩინებით დაამთავრა პირველი წელი და დაახლოებით 3 კვირის წინ დაბრუნდა თბილისში, ვინაიდან დაეწყო ზაფხულის არდადეგები, სულ ეს არის! ყველას ვუსურვებ შვილების ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს!“, - წერს ნანუკა თამაზაშვილი.
400 3-ს მოსწონს
|