x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რა ეკრძალებოდათ და რისი უფლება მიიღეს ქალებმა ბოლო 100 წლის განმავლობაში
image

მსოფლიოში დღესაც არის ქვეყნები, სადაც მაგალითად ქალებს აკრძალული აქვთ ხმის მიცემა, გაყრა ან ავტომობილის მართვა.მიუხედავად ამისა, მათ ბრძოლას ძლიერ სქესთან თანასწორი უფლებებისთვის უშედეგოდ არ ჩაუვლია.


მოდით გავიხსენოთ რა ჰქონდათ აკრძალული და რისი უფლების მოპოვება შეძლეს ქალებმა ბოლო 100 წლის განმავლობაში.



1)ხმის მიცემის უფლება-1917 წლისთვის თითზე ჩამოსათვლელი იყო ქვეყნები, სადაც ქალს შეეძლო არჩევნებში მიეღო მონაწილეობა და ხმა მიეცა.პირველი ქვეყანა პლანეტაზე გახდა ახალი ზელანდია, რომელმაც უფლება მისცა ქალებს არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა.ეს მოხდა 1893 წელს.



სუფრაჟისტების დიდი ბრძოლამ, დემონსტრაციებმა და შიმშილობის გამოცხადებამ თავისი შედეგი გამოიღო.1918 წელს ბრიტანეთმა მოაწერა ხელი აქტს, სადაც 30 წელს გადაცილებულ გათხოვილ ქალებს ხმის მიცემის უფლება ეძლეოდათ.აშშ-მ ანალოგიური კანონი 1920 წელს მიიღო.


image


2)უფლება დაიტოვო საკუთარი გვარი გათხოვების შემდეგ-საუკუნეების განმავლობაში მინიშნებაც არ ყოფილა იმის შესახებ, რომ ქალს შეეძლო საკუთარ გვარზე დარჩენილიყო, ოჯახის უფროსი მამაკცია და ე.ი. ქალსაც ქმრის გვარი უნდა მიეღო.

პირველად ვისაც თავში აზრად მოუვიდა საკუთარ გვარზე დარჩენილიყო ამერიკელი ლუსი სტოუნი გახლდათ.იგი 1855 წელს გათხოვდა და გადაწყვიტა საკუთარ გვარზე დარჩენილიყო.


საბჭოთა კავშირში 1926 წელს მიიღეს ოჯახური კოდექსი, რის მიხედვითაც ქალს უფლება ჰქონდა შეენარჩუნებინა ქალიშვილობის გვარი.

image


3)უფლება ეასპარეზათ ოლიმპიურ თამაშებზე-ათენში გამართულ პირველ ოლიმპიურ თამაშებზე 1896 წელს ქალებს მხოლოდ ტრიბუნიდან შეეძლოთ ასპარეზობისთვის თვალი ედევნებინათ.თუმცა სულ მალე, უკვე პარიზში გამართულ ოლიმპიადაზე 6 ქალმა ჩოგბურთში, ხოლო 8 ქალმა გოლფის შეჯიბრში მიიღო მონაწილობა.12 წლის შემდეგ სტოკჰოლმის ოლიმპიადაზე პირველად გამოჩნდნენ მოცურავე ქალები.

image


4)მოწევის უფლება-1908 წელს გაზეთმა The New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ეწერა, რომ ქალაქის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ქალებს ეკრძალებოდათ მოწევა საზოგადოებრივ ადგილებში.კანონის დამრღვევი ჯარიმით ისჯებოდა.თუმცა ამ აკრძალვას მალე მასიური პროტესტი მოჰყვა და ქალაქის მერმა მალევე გააუქმა კანონი

image


5) შარვალის ჩაცმის უფლება-გაგიკვირდებათ და ოფიციალურად შარვლის ჩაცმის ნება ფრანგმა ქალებმა მხოლოდ 2013 წლის 1 თებერვალს მიიღეს.მანამდე მოქმედებდა ჯერ კიდევ 200 წლის წინანდელი, 1800 წელს მიღებულ კანონი, რის მიხედვითაც ქალი, რომელიც მოისურვებდა მამაკაცურად ჩაცმას უნდა მისულიყო ჟანდარმერიის განყოფილებაში და აეღო ნებართვა.


პირველად პირველი მსოფლიო ომის დროს მოირგეს ქალებმა შარვლები, ომში წასული ქმრების ადგილი საამქროებში და ქარხნებში ქალებმა დაიკავეს, ხოლო ამ დროს ყველაზე პრაქტიკული შარვლის ჩაცმა იყო.


20-იან წლებში კოკო შანელმა კაბა-შარვლები დაამკვიდრა, რაც ნამდვილად რევოლუციური იყო.თუმცა ქალები გასული საუკუნის 50-იან წლებამდე შარვლის ჩაცმას მაინც ერიდებოდნენ.


მასიურად ქალებმა შარვალი მხოლოდ 60-იან წლებში მოირგეს, ლეგენდარულ ფრანგ მოდელიორის ანდრე კურეჟის წყალობით, რომელსაც შარვლების გარდა, მინი ქვედაბოლოები, ჩექმა "გოუ-გოუ" და "გუგლი" სათვალეები აჩუქა მსოფლიოს.

image


6)გაყრა-მაგალითად ისეთ თანამედროვე ქვეყანაში, როგორიც მალტაა სულ ახლახან დაერთოთ გაყრის ნება ქალებს, მაგალითად ბრაზილიაში მხოლოდ 1977 წელს მიიღეს ქალებმა გაყრის უფლება.ზოგიერთ ქვეყნაში დღესაც აკრძალული აქვს ქალებს გაყრა.


image

7)ბანკში პირადი ანგარიში-60-იან წლებში ამერიკელ ქალებს მხოლოდ ქმრის ნებართვის შემთხვევაში ეძლეოდათ უფლება გაეხსნათ ბანკში საკუთარი ანგარიში.დიდი ბრიტანეთში მხოლოდ 1975 წელს მიიღეს ქალებმა უფლება საკუთარ სახელზე გაეხსნათ ანგარიში.

image

8)არმია და პოლიცია-მრავალი საუკუნეების განმავლობაში პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო ქალი ჯარში ან პოლიციაში და დღევანდელ დღემდეც კი საკამათო საგანია.პირველი ყველაზე ცნობილი მეომარი ქალი მარია ბოჩკარევა გახდა, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის დროს ქალთა ბატალიონი შექმნა.


მასობრივად ჯარში და პოლიციაში ქალების მიღება გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო.

image

9)ქალი მღვდელი-დღესდღეობით კვლავ გადაუწყვეტელი პრობლემაა, ბევრისთვის გაუგებარია, რატომ არ შეიძლება იყოს ქალი რელიგიური წინამძღოლი.თუმცა რამოდენიმე რელიგიური კონფესია უკვე მიესალმება ქალ-მღვდლთმსახურებს.

image


10)სახელმწიფო მოხელე-პირველი ქალი დეპუტატი ბრიტანეთის პარლამენტმა 1919 წელს აირჩია.ხოლო პირველი ქალი თანამდებობის პირად 1924 წელს დანიშნეს.ნინა ბანგი დანიის განათლების მინისტრი გახდა.

image

0
48
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0