x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ცოტა ხანში ვნახავთ ........"- რა ინფორმაციას ავრცელებს თამარ ჩერგოლეიშვილი

image



"ევროპული საქართველოს" ერთ - ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და წერს:


"ცოტა ხანში ოპო ოლიგარქიას ვნახავთ მოქმედებაში.

ოპო "ღარიბაშვილი" წავა და ოპო "კობახიძე" მოვა.


ვინც ამ სამარცხვინო წესრიგს არ ავიწროვებს და ლეგიტიმაციას უკეთებს, ოლიგარქიის ოლიგარქიით ჩასანაცვლებლად, უბრალოდ ძალაუფლებისთვის და გამდიდრებისთვის იბრძვის და სტატუს კვოსთან წააგებს.


პ.ს. ცხადია, ისედაც - ქართველი ხალხი ოპო ღორებზე უკეთესს იმსახურებს.


პ.პ.ს. რამდენი მარიონეტიც არ უნდა გამოცვალოს და მიიწებოს ალიექსპრესის ოლიგარქმა, ნაცების რეპუტაციას ვერ უშველის იმიტომ რომ თვითონაა უდიდესი კომპრომატი (ბიძინამაც იცის, და გამოიყენებს)."- წერს "ტაბულას" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში.


როგორც ცოტა ხნის წინ, გახდა ცნობილი პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იქნება. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო. მისივე თქმით, მას სურვილი აქვს პარტიაში პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ დარჩეს და ამას ყრილობას შესთავაზებს.






0
213
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
213