x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვიღაც კაცი გამომელაპარაკა, ავტობუსიდან ჩამოვყევი და შევყევი..."- ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ევროპული საქართველოს" წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში აბიტურიენტობის პერიოდის ერთ სახალისო ისტორიას იხსენებს და აღწერს თუ როგორ აღმოჩდა ავტობუსში შემთხვევით გაცნობილი "პატიოსანი" კაცი, რომელმაც მას კინოსტუდიაში ფოტოები გადაუღო ცნობილი კინორეჟისორი გიორგი ოვაშვილი.


"რადგან აბიტურიენტობის წლები გავიხსენე, ერთი სასაცილო ამბავიც გამახსენდა.


ავტობუსში ვიღაც ახალგაზრდა კაცი გამომელაპარაკა რამდენჯერმე. რეჟისორი ვარ და ფილმში პერსონაჟად მინდიხარო.

მომეჩვენა, რომ პატიოსანი კაცი იყო, ავტობუსიდან ჩამოვყევი და კინოსტუდიაში შევყევი, უკან რაღაც ბარაკებივით იყო და ფოტოსესია იქ მქონდა. სესიის დროსაც ძალიან დელიკატურად იქცეოდა.

რამდენიმე დღეში მივათრიე სახლში ჩემი ლამაზი ფოტოები და მოვყევი ამბავი - არ ვიცი, ფილმის დრო თუ მექნება, რადგან უნისთვის ვემზადები მეთქი ... ძაან საქმიანად.

ჩემი საქმიანი საუბარი შემაწყვეტინა დედაჩემის კივილმა!

კიოდა ფსიქოპატებზე, მანიაკებზე, მეგონა გაფატრულს მხედავს ... აღარ გაბედოოოოო

ნუ კაი, ისედაც არ ვიყავი ჩამოყალიბებული რომ ფილმში თამაში მინდოდა, კი არა ცეკვისთვის არ მრჩებოდა დრო, არადა ძაან მიყვარდა და აღარ ვაყვირე დედაჩემი (ჩემს ცოლს ნუ აბრაზებო, მამაჩემიც მომადგა).

ხოდა გავიდა დრო, და დედაჩემის მიერ ფსიქოპატად შერაცხული კაცი გიორგი ოვაშვილი აღმოჩნდა ♥️

ხშირად ვახსენებ ხოლმე ახლა, იმ ფოტოებს რომ ესიყვარულება."- ვკითხულობთ თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტში.

0
499
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
499