სხვა "ამერიკული სანქციები ქართულ კინოში"-ბაკურ სვანიძე 8 ივნისი, 9:55
ჟურნალისტი და ბლოგერი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში სატირის და იუმორის გამოყენებით ეხმაურება აშშ მიერ გარკვეულ პირთა მიმართ დაწესებულ სანქციებს და წერს:
"ამერიკული ს ა ნ ქ ც ი ე ბ ი ქართულ კ ი ნ ო შ ი, ზოგიერთი ცნობილი ნაწყვეტი ფილმებიდან:- "რ ე კ ო რ დ ი" - ჯოტია, ჩემი გულისათვის დაგასანქცირეს ხომ? - ეხ! დასანქცირებული არ ვიყო... - რას იზამდი? - ჩამოვიდოდი! ❤ "ქ ვ ე ვ რ ი" - ახლა, თქვენ რო დამასანქცირეთ რა, შაეშინდებოდა აემ ქვევრსა და ყელი გაუგანიერდებოდა თუ რა? - ხედამ, უმფროსო?! ამერიკას მასხრად იგდებს! - შენ მოხვალ ჩემთან ორშაბათს... თუმცა როგორღა მოხვალ?-დასანქცირებული ხარ!.. ჰო, მოხვალ მექსიკით! ❤ "რ ა ჭ ა, ჩემო სიყვარულო" - ვალიკო, დაიმახსოვრე, ხიდზე გამოივლის ზაური დარინასთან ერთად, შენ გაკრავ მხარს, ზაური დაგასანქცირებს და დარინასაც შეუყვარდება! - კი, მაგრამ, მე თუ არ დამასანქცირეთ, არ შეუყვარდება? - ვალიკო, რა იყო, მეგობრის გულისთვის რაღაც სანქციები ვეღარ აგიტანია? - არა, მეგობრის გუსლითვის ემბარგოსაც აიტანს კაცი... ❤ "ჭ რ ი ჭ ი ნ ა" - რა მოხდა ჭრიჭინა, დაასანქცირეს ვინმე? - ჰო... დაასანქცირეს... - ვინ დაასანქცირეს, ბებია ეფროსინე? - არა... -ბებია ელპიტე? - ჰო, ბებია ელპიტე, ბებია ელპიტე... ... - სად არის ჩვენი გმირი ქალი ჭრიჭინა? - მარინე ბიჭიკოსთან ერთად მანქანში ჩაჯდა და სოფელში წავიდა... - კი მაგრამ, რატომ? - დაასანქცირეს ბებია ელპიტე! ... - ნუ გეშინია, გიორგი, არავინ დაუსანქცირებიათ, ყველა კარგადაა... - ყმაწვილო! რას ნიშნავს ყოველივე ეს?! - გთხოვთ მაპატიოთ, მეც მწარედ მომატყუეს! - ბიძია კირილე, არავინ დაუსანქცირებიათ და შენ რაღა გატირებს? - რა ვიცი ბიძიკო, ყველა ტიროდა და მეც ავტირდი... ❤ "უძინართა მ ზ ე" - თქვენ ვინ დაასანქცირეთ, თქვე გარეწრებო? რა ვქნა ახლა მე? ან გაგეფრთხილებინეთ, ან სადმე სიტყვით გამოსულიყავით, ან რეზოლუცია მაინც მიგეღოთ... - ჰმ! რა გიჭირავს ხელში? - ჩემი პირადი საქმეა... - მერე ჩაიხედე შიგ! მანდ, აი მანდ, 10 გაფრთხილება, 15 ევროპარლამენტის რეზოლუცია და 12 სიტყვით გამოსვლაა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში! აღარ იყო მეტი ადგილი ბატონო, აღარ იყო! - არა უშავს, ცოტა ხანში ნახავთ თქვენ ვის მოექეცით ასე! ❤ "დ ა თ ა თუთაშხია" - მურდუხაი ბატონო, ასი თუმანი მჭირია ცოტა ხნით, თუ ვიქენით ორივე ცოცხალი, კი დაგიბრუნებ, იცი შენ ეს... თუ შენ დაგასანქცირეს, აგერ ჯენზი-ისააკს დავუბრუნებ მაგ ფულს და თუ მე დამასანქცირეს, მოგჭამა ჭირი მაგ ფულებმა... ასეა ეს... ❤" . 128 5-ს მოსწონს
|