მხატვრობა ქალების პატარა სიხარულები გაბრიელ პენაკიოლის ილუსტრაციებში 7 ივნისი, 17:05 ილუსტრატორი, 3D გრაფიკოსი და ანიმატორი გაბრიელ პენაკიოლი ცნობილია, პირველ რიგში, ანიმაციაში თავისი ნამუშევრებით. მიღებული აქვს მონაწილეობა ისეთი ფილმების შექმნაში, როგორიცაა „კუნგ-ფუ პანდა“, „როგორ მოვარჯულოთ დრაკონი“ და სხვა ჰიტები. მხატვარი Dreamworks-ში 15 წელი მუშაობდა და ახლა აგრძელებს მოღვაწეობას თავის სფეროში. გაბრიელი ნაკლებად ცნობილია, როგორც ილუსტრატორი და კომიქსების შემქმნელი, არადა მისი ნიჭის ეს მხარე არანაკლებ საყურადღებოა (ფრთხილად! შიშველი ნატურა).
გაბრიელ პენაკიოლი ცხოვრობს და მუშაობს ლოს-ანჯელესში. სწორედ აქ მდებარეობს ანიმაციური სტუდიები, რომლებთანაც ის თანამშრომლობს. დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ანიმატორია აშშ-ში, შესაძლოა მსოფლიოშიც. კინომდე პენაკიოლიმ სახელი გაითქვა, როგორც მხატვარმა-ილუსტრატორმა და კომიქსების მწერალმა. მაღალი დატვირთვის მიუხედავად თავის პროფესიას არ ივიწყებს და ხანდახან ხატავს. პენაკიოლი ქმნის პერსონაჟებს კომპიუტერული თამაშებისა და კომიქსებისთვის. გარდა ამისა, ხატავს „სულისთვის“ და თავის ნამუშევრებს სოციალურ ქსელებში აზიარებს. მხატვრის შემოქმედების ორი ძირითადი სფეროა ქალები და სამეცნიერო ფანტასტიკა. ხშირად მათ აერთიანებს და იღებს საინტერესო ნამუშევრებს, რომლებიც დამუხტულია სექსუალურობით. მხატვარი თავის ილუსტრაციებს ქმნის ციფრული გრაფიკის შესაძლებლობების გამოყენებით. მისი ტილო არის გრაფიკული პლანშეტი. ოსტატს აქვს თავისი, კარგად ცნობადი სტილი, ამიტომ მისი ნამუშევრები ძნელია აგვერიოს სხვა მხატვრების ილუსტრაციებში. ასევე დაგაინტერესებთ: სინაზე და სიმშვიდე მხატვრის აიდემირ საიდოვის ნახატებში ბერძენი მხატვრის სურათები, რომლებიც ჭეშმარიტი სიყვარულის სილამაზეს გვიჩვენებს ესპანელი მხატვრის 15 რომანტიკული ნახატი, რომელიც ინტიმის მოპარულ მომენტებს ხატავს საოცნებო გოგონები სკანდალურად ცნობილი ფოტოგრაფის დევიდ ჰამილტონის ობიექტივში იაოიაო მა ვან ასის ილუსტრაციები, როგორც რეალობისგან თავის დაღწევის საშუალება მის ხელში მარმარილო ცოცხლდება, რის გამოც ახალგაზრდა იტალიელს მეტსახელად მიქელანჯელო შეარქვეს ზღაპრული და მისტიკური გამოსახულებები სინა დომკეს ფოტოებში მხატვარი ილუსტრაციებში ასახავს საყვარელ ცოლთან ერთად გატარებულ ყოველდღიურობას 14 თბილი ილუსტრაცია, როგორ გამოიყურება სიყვარული, როცა არავინ გიყურებთ 25 გულწრფელი კომიქსი, რომელიც ახალგაზრდა დედების რეალურ ცხოვრებას გვიჩვენებს 485 1-ს მოსწონს |