სადა აბე, ყოფილი იაპონელი გეიშა, ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მან 1936 წელს საყვარელი კიჩიზო იშიდა ხალათის ქამრით დაახრჩო და სასქესო ორგანო მოკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ იგი გაასამართლეს და ციხეში მხოლოდ ექვსი წელი გაატარა, მისი ამბავი იაპონელი კინორეჟისორებისა და საზოგადოების აღფრთოვანების საგანი გახდა და მის ცხოვრებაზე რამდენიმე ფილმი და წიგნი გადაიღეს.
სადას არ უყვარდა სკოლა: დილიდან საღამომდე უნდა ესწავლა ცეკვა, მხატვრობა, მუსიკა და იკებანას ხელოვნება. გოგონამ გეიშას ცხოვრება სულ სხვანაირად წარმოიდგინა - მამაკაცები ასრულებენ მის სურვილებს, ის კი მათ სიამოვნებას ანიჭებს. მალე სადა სკოლიდან გაიქცა და ბორდელში აღმოჩნდა. მას იქ სკანდალური რეპუტაცია ჰქონდა...
ის უხეშად ეპყრობოდა კლიენტებს და მათ ფულს იპარავდა. მაგრამ გაუმართლა - გაიცნო კინოსუკე კასაჰარა, რომელმაც საყვარლად აქცია. მაგრამ აბეს არ სურდა უბრალო საყვარლობას რომ დაჯერებოდა; შედეგი პროგნოზირებადი იყო: მამაკაცი მას დაშორდა და ქალს ახალი საყვარლის ძებნა მოუწია.
სადა მიმტანად მუშაობდა, როდესაც გაიცნო პროფესორი და ბანკირი გორო ომია. იგი აღმერთებდა ქალს : მან გადაუხადა სიფილისის მკურნალობის ხარჯები ძვირადღირებულ კურორტზე და შესთავაზა ფული საკუთარი კაფეს გასახსნელად. სადას მოეწონა საკუთარი ბიზნესის ფლობის იდეა და დასაქმდა სტაჟიორად იოშიდა-იას რესტორანში, რომელსაც კიჩიზო იშიდეს ეკუთვნოდა. ზედმეტია იმის თქმა, რომ მათ გააჩაღეს რომანი.
მათი პირველი პაემანი ოთხი დღე გაგრძელდა. სასტუმროს ოთახში მთელი დღეები სიყვარულით იყვნენ დაკავებული მაშინაც კი, როცა მოახლეები ოთახის დასალაგებლად შედიოდნენ. მხოლოდ ერთი პატარა ნიუანსი არსებობდა: მამაკაცი უკვე დაქორწინებული იყო.
სადამ განქორწინება მოსთხოვა, აწყობდა სკანდალებს და ერთხელ დანითაც კი დაემუქრა...მაგრამ ამან მხოლოდ უფრო მეტად აღაგზნო ორივე. მას შემდეგ წყვილმა დაიწყო BDSM პრაქტიკის ექსპერიმენტები. უფრო ინტენსიური ორგაზმის მისაღწევად ისინი ერთმანეთზე ასფიქსიას იყენებდნენ.
და ერთ დღეს სადა ძალიან შორს წავიდა: მან საყვარელს კისრიდან სახვევი მოხსნა. მამაკაცი ძლიერი ტკივილის გამო ჩიოდა. მიიღო 30-მდე სედატიური ტაბლეტი და ნახევრად გონებადაკარგულმა სთხოვა გოგონას ძილში დახრჩობა. აბემ მისი თხოვნა შეასრულა და კიჩიზო მოკლა.
სადა რამდენიმე საათის განმავლობაში იწვა გვამის გვერდით. შემდეგ სასქესო ორგანო და სათესლე ჯირკვლები მოკვეთა, ჩანთაში ჩადო, ფურცლებზე სისხლით „სადა და კიტი ერთად“ დაწერა, მისივე საცვალი ჩაიცვა და წავიდა. უნდოდა თვითმკვლელობა, მაგრამ ვერ მოახერხა - პოლიციამ იპოვა.
სადამ სასამართლო პროცესზე განაცხადა: მან მოკლა ისიდი, რათა სხვა ქალს ვეღარ შეხებოდა. უმცირესი და თვალწარმტაცი დეტალებით მან აღწერა, როგორ უყვარდა კიჩიზო და რის გაკეთებას ცდილობდა უკვე მოჭრილი სასქესო ორგანოთი.
სადა დაჟინებით ითხოვდა სიკვდილით დასჯას, მაგრამ (რატომღაც!) მას მხოლოდ ექვსი წელი მიუსაჯეს. იგი ადრე, ოთხი წლის შემდეგ გაათავისუფლეს და პირველი რაც გააკეთა, ის იყო, ახალი, მდიდარი საყვარელი იპოვა. მაგრამ მათი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა, როგორც კი მამაკაცმა გაიგო, მისი ისტორიის შესახებ, მაშინვე დაშორდა.
სადე-აბეზე დაიწერა წიგნები და გადაიღეს ფილმები. მან სადას ერთ-ერთი წიგნის ავტორს ცილისწამებისთვის უჩივლა კიდეც, შემდეგ კი თავად დაწერა რომანი „ისიდეს“ „სიყვარულის“ შესახებ. სადა 70-იან წლებში გარდაიცვალა. უკანასკნელი წლები კი მოხუცდა თავშესაფარში გაატარა.