სხვა ფოტოები, რომლებსაც ახსნა ვერ მოუძებნეს 2024, 6 ივნისი, 11:56 ![]() ეს ქალი ეკლესიაში იჯდა და ლოცულობდა, როცა ვიღაცამ ფოტო გადაუღო. ფიქრებში იყო ჩაძირული და ვერც კი ამჩნევდა, რომ მის უკან ვიღაც იჯდა. მხოლოდ მაშინ, როცა ფოტო გამჟღავნდა, მაშინ გამოჩნდა მის უკან აჩრდილისებრი ფიგურა. ეკლესიაში მღვდელს სურათი რომ აჩვენეს, კიდევ უფრო დაიბნენ. მღვდელმა მათ უთხრა, რომ ეს იყო მკურნალის აჩრდილი, რომელიც როგორც ცნობილი გახდა, ხშირად სტუმრობდა ეკლესიას. ![]() ყოველგვარი კონტექსტის გარეშე, როგორც ჩანს, შედარებით ნორმალური გამოსახულებაა ქალისა და ვიღაცის, ვინც შემთხვევით მოხვდა კადრში. ფოტოს გადაღების დროს ქალი 13 წლის დაქვრივებული იყო, ხოლო გამჟღავნების შემდეგ მის უკან მდგარი ფიგურა მისი გარდაცვლილი ქმარი აღმოჩნდა. თითქოს მას სურდაა იქ ყოფნით, დარწმუნებულიყო რომ ის კარგად არის და დაცულია. ![]() იმისდა მიუხედავად, თუ როგორ მოხვდა მანქანა იქ, მას სურს, გვჯეროდეს, რომ რაიმე კავშირი აქვს ამ უცნაურ ამბავთან. ![]() 1967 წელს ფალკონის ტბაზე უცხოპლანეტელებთან შეხვედრის შემდეგ მიხალაკს ეს უცნაური ნიშნები გაუჩნდა მუცელზე. როდესაც იგი საავადმყოფოში გასინჯეს, ექიმები მიხვდნენ, რომ ეს იყო თავისებური სქემით გაკეთებული დამწვრობა, მაგრამ არავინ იცოდა როგორ, რატომ და რას მიანიშნებდა ეს დამწვრობა.თუმცა მაინც უნდა აღინიშნოს არც ეს არის უცხოპანეტელებთან შეხვედრის "მყარი მტკიცებულება" ![]() თითი, თითქოსდა 1985 წელს აღმოაჩინეს და მისი სიგრძე იყო 38 სმ.თუ მხოლოდ თითი არის ამხელა სიგრძის, მაშინ ადამიანი, რომელსაც ის ეკუთვნოდა, მინიმუმ 3, 5 მ სიმაღლის უნდა ყოფილიყო; გჯერათ, რომ გიგანტები ზღაპრების მიღმაც არსებობდნენ? ![]() კოსმონავტი კოსმოსური ხომალდისკენ მიმავალ გზაზე დაიკარგა თუ ვინმე ეხუმრა ამ ბავშვს? გოგონას ფოტო მამამ გადაუღო და დარწმუნებული იყო, რომ გარშემო არავინ იყო თუმცა, როდესაც ფირი გაამჟღავნა შენიშნა, რომ მის უკან ვიღაც კოსმოსური მოგზაური იდგა. სურათი ცნობილი გახდა, როგორც Solway Firth -ის ასტრონავტი. ![]() ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ ის არის მოჩვენება, რომელიც შუქურაზე ცხოვრობს. ![]() ასევე აცვია პრინტიანი მაისური, რომელიც მოდაში მხოლოდ წლების შემდეგ შემოვა. ზოგი ფიქრობს, რომ ეს არის "დროში მოგზაური" რომელიც სამხრეთ ფორქსის ხიდის გახსნას ესწრება გოლდ ბრიჯში, ბრიტანეთის კოლუმბიაში. მის გვერდით მამაკაცი იმ დროის ტიპიურ კამერას იყენებს. ხოლო მის გარშემო მყოფი ადამიანები ამ უცნაურ მამაკაცს თითქოს ყურადღებას არც აქცევენ. ![]() 290 3-ს მოსწონს
|