x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„კისერიც უტეხიათ, სულ “ანაფორებით” და კოჭებამდე შავი კაბებით უვლიათ არჩევნებამდე“, – გია ხუხაშვილი
image

.

ექსპერტი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანამოაზრე გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე წერს:

.


პოლიტიკური ფრონტის ხაზის დასავლეთსა და რუსეთს შორის არჩევანზე გატარება სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ხელისუფლებას.

ამიტომ ისტერიულად შემოაქვს კანონ-პროექტები, რომლებიც ეფესბე-ს ჯურღმულებში შექმნილი ურა-პატრიოტული, ფსევდო-რელიგიური და “მამა მამაა, დედა დედაა” პათოსით არის გაჟღენთილი.

,

პარტიებო, მედიებო, მოქალაქეებო, ნუ აყვებით ამ თამაშს, მყარად გეჭიროთ ფრონტის ხაზი.

.
კისერიც უტეხიათ, სულ “ანაფორებით” და კოჭებამდე შავი კაბებით უვლიათ არჩევნებამდე… ეს მათი პრობლემაა…

მთავარი არჩევანია ევროპასა და რუსეთს, წარსულსა და მომავალს, ფერად, განათლებულ, თავისუფალ ახალგაზრდობასა და ღიპიან, გაუნათლებელ, საშოვარზე გამოსულ მედროვეებს, პატრიოტიზმსა და ურა-პატრიოტიზმს, რწმენასა და ფარისევლობას, წყლის ჭავლზე მოხტუნავე ვაჟკაცურ ღირსებასა და სპეც-რაზმს ამოფარებულ სიმხდალეს შორის.

.

სულ ყირაზე რომ დადგნენ, ოქტომბრამდე ამ ქვეყანას მაინც ვერ დაანგრევენ, მერე კი ყველა ეს ისტერიულად მიღებული კანონი იქნება გაუქმებული და მათი შემოქმედი სათანადოდ დასჯილი… - წერს ხუხაშვილი.

0
304
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
304
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0