x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სტალინი: "ვიცოდი, რომ ომი დაიწყებოდა, მაგრამ"...
image


ეს ფოტო, სავარაუდოდ, ომის დაწყების პირველ დღეს არის გადაღებული. სტალინმა გერმანიის თავდასხმის შესახებ შეიტყო და კრემლში, საგანგებო შეხვედრის მოლოდინში, ნერვიულად ეწევა. "ფოტოზე ჩანს, თუ როგორი მოღუშულია ბელადი და მას სიმწრის ცრემლი სდის თვალებიდან" – ასეთ კომენტარს უკეთებდა, ქვემოთ მოცემულ ფოტოს დასავლეთის პრესა.

ეს სიმართლე იყო, თუ არა – რთული სათქმელია. სტალინი, პირად საუბრებში, ემოციებს მართლაც არ იკავებდა. თუმცა, საჯაროდ, ყოველთვის მშვიდი და აუღელვებელი იყო. იმ დღეს კი, შესაძლოა, მან ემოციების შეკავება ვერ შეძლო, რადგან გერმანიის თავდასხმა, მართლაც მოულოდნელი და მუხანათური იყო.


image


მაგრამ, მოულოდნელი, – მხოლოდ დროის თვალსაზრისით, რადგან საბჭოთა ქვეყნის ლიდერს ესმოდა, რომ ომი გარდაუვალი იყო და მისთვის ემზადებოდა. ბელადის გარდაცვალების შემდეგ, ნ. ხრუშჩოვი ამბობდა, რომ "სტალინი არაერთხელ გააფრთხილეს, გერმანიის მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, კერძოდ, ამის შესახებ, ჩერჩილმა უთხრა, მაგრამ მან გაფრთხილებას არანაირი მნიშვნელობა არ მიანიჭა".

მოლოტოვი (საგარეო საქმეთა მინისტრი 1937–1957 წწ.), თავის მემუარებში იხსენებს, თუ რა თქვა სტალინმა ამ საკითხზე, უკვე ომის შემდეგ: "მე არ მჭირდებოდა არანაირი გაფრთხილება. ვიცოდი, რომ ომი დაიწყებოდა. მაგრამ, კიდევ ექვსი თვის მოგებას ვფიქრობდი. მეგონა, ომის გადადება შემეძლო".

imageროგორც მინისტრი წერს, სტალინმა გერმანიასთან იარაღსა და სამხედრო მარაგებში ჩამორჩენის შესამცირებლად, ქვეყნის ეკონომიკის სამხედრო რელსებზე გადაყვანის განკარგულება, ჯერ კიდევ 1939 წ. გასცა. ქარხნებში 7-საათიანი სამუშაო დღე გაუქმდა და შემცირდა შვებულებები, გაიზარდა კოლმეურნეობების წლიური გეგმები.

"30–იან წლებში, მძიმე მრეწველობა შევქმენით, რომლის გარეშე, გერმანიის წინააღმდეგ, უბრალოდ, შანსი არ გვქონდა. მაგრამ, ომის დაწყებამდე, უკან დახევის გზებსაც ღიად განვიხილავდით – სმოლენსკამდე, თუ პირდაპირ მოსკოვამდე, – გერმანიასთან შედარებით, იმდენად სუსტები ვიყავით. 1941 წელს, უბრალოდ, დროის მოგება გვინდოდა" – იხსენებს მოლოტოვი.

თუნდაც, მეგობრობის ხელშეკრულება, 1939 წელს დადგენილი, გერმანია – სსრ კავშირის საზღვრები და ნაცისტებისთვის, ათასობით ტონა ნავთობის, ხორბლის და მასალების გაგზავნა – ყველაფერი ეს, ომის დაწყების გადავადების მიზნით იყო:


imageსსრ კავშირის არმიას მოძველებული იარაღი ჰქონდა და გერმანიას ჩამორჩებოდა


1939 წ. თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერის შემდეგ, სტალინმა საგარეო პოლიტიკა იმის გათვალისწინებით ააწყო, რომ ომი ევროპაში (ინგლისთან და საფრანგეთთან) გაჭიანურდებოდა და მინიმუმ, 3 წელს გაგრძელდებოდა. თუმცა, 1940 წ. 22 ივნისს საფრანგეთის კაპიტულაციის შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა — ამ მომენტიდან, სტალინი სულ უფრო მეტ ინფორმაციას იღებდა, იმის შესახებ, რომ გერმანია საბჭოთა კავშირთან ომისთვის ემზადებოდა.

imageსაბჭოთა ხელმძღვანელობის მიერ, 1941 წლის მაისში მიღებული, მთელი რიგი ღონისძიებები, იმაზე მეტყველებს, რომ სტალინი, უახლოეს მომავალში, ქვეყანაზე თავდასხმის შესაძლებლობას არ გამორიცხავდა. თუმცა, ფიქრობდა, რომ ასეთი სცენარი ნაკლებად შესაძლებელი იყო... ამის მიზეზი კი, მეტად პრაგმატული იყო: ის თვლიდა, რომ ჰიტლერს 1941 ზაფხულში ომის დაწყება, არანაირად არ აწყობდა და არაერთხელ უთქვამს, რომ ჰიტლერი — ისეთი იდიოტიც არ იყო, რომ ომი, ორ ფრონტზე ერთდროულად ეწარმოებინა. გარდა ამისა, ინფორმაცია, რომელსაც ჰიტლერი იმ დროისთვის ფლობდა, არ მიუთითებდა იმაზე, რომ სსრ კავშირი, პრევენციული დარტყმისთვის ემზადებოდა. ანუ, სტალინს ჰიტლერი არ გაუღიზიანებია და თავდასხმისთვის მიზეზი არ მიუცია, მიუხედავად იმისა, რომ ჩერჩილმა ის, საბჭოთა საზღვართან, გერმანული სამხედრო ძალების მობილიზაციის შესახებ გააფრთხილა (ჩერჩილი II ფრონტის გახსნით იყო დაინტერესებული, რომ ჰიტლერის ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა და მისი ქვეყნის წინააღმდეგ ომი არ განახლებულიყო. მას ჰიტლერის ერთი შემოტევა (10 ივლისი – 31 დეკემბერი 1940) უკვე მოგებული ჰქონდა და მსგავსი უბედურების ხელახლა გადატანა აღარ უნდოდა). თუმცა სტალინს, ბრიტანელების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, არანაირი რეაქცია არ ჰქონია. ამგვარად მან, ინგლისთან ურთიერთობის კარი კი არ დახურა, ის არც კი გაუღია. როგორც ჩანს, მას გერმანიასთან ომის დაწყება, არ აშინებდა... მაგრამ არ უნდოდა, რომ ამ ომის მიზეზი, თავად ყოფილიყო. როგორც ის თვლიდა, ომის მოგება, სრულიად მარტოს, მტერთან, ერთ–ერთზე დარჩენილს შეეძლო...

"სსრ კავშირს შეუძლია, ამ ომის მოგება მარტოს, მოკავშირეების გარეშე" — ასეთი იყო სტალინის პოზიცია, 1941 წლის 22 ივნისის წინ.



image


არხის სხვა სიახლეები:


* უცხოპლანეტელები და კაცობრიობის ცივილიზაცია

* რა უწინასწარმეტყველა ბოშამ სტალინს და რატომ სვამდა ღვინოს მხოლოდ ბროლის ჭიქით?

* ისტორიული ფოტოები, რომლებიც გაოცებას იწვევს

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
591
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
591
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0