x
image
ნინო ხიმშიაშვილი
ნიღბიანი ტიტუშკები შუბებით, ხის ჯოხებით, ქვებით, რკინებით თავს დაესხნენ ოპოზიციური პარტიის ოფისს

image



წუხელ, გვიან ღამით, ათეულობით შეიარაღებული პირი თავს დაესხა ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისს, კახეთის გზატკეცილზე, თბილისში.
ამბავს ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს და წერს:

"

02:30 საათზე 30-40 შეიარაღებული ტიტუშკა დაესხა თავს ენმ - ს ცენტრალურ ოფისს ... პოლიციასთან და სუსთან ერთად ჩაატარეს დარბევის ოპერაცია. ძალა ერთობაშია, გავიმარჯვებთ აუცილებლად!"
ნიღბიანები თავდასხმის იარაღად იყენებდნენ შუბებს, ქვებს, რკინის ჯოხებს, ხის ჯოხებს, რითაც დააზიანეს და ჩაამტვრიეს შენობის მინები, ასევე დატოვეს შეურაცხმყოფელი წარწერები.
ოფისში, პარტიის წევრების გარდა იმყოფებოდა ლევან ხაბეიშვილის არასრულწლოვანი შვილიც.

ნიღბიანი პირი მუშტებს ურტამს შენობის მინებს

image

ჩამტვრეული მინები და დაზიანებული ოფიცი

image
image





image





image







image





image







რით დაესხნენ თავს და რამდენი



image





შუბი

image






ქვა


image





რკინის ჯოხი


image





ხის ჯოხები


image





image






image






image






image





ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ნაციონალურ მოძრაობას თავს ესხმიან.



1 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე, ღამით, დააკავეს და სასტიკად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერს ლევან ხაბეიშვილს.



თუმცა დღემდე არავინ დასჯილა.


"ქართული ოცნების" ლიდერები ყველა ჯერზე დასმულ შეკითხვას - რატომ არ ისჯებიან დამნაშავეები? დემაგოგიური პასუხით ცდილობენ თავის არიდებას და აცხადებენ, რომ მათი კომპეტენცია არაა და შესაბამისი უწყებები მიხედავენ გამოძიებას.



imageლევან ხაბეიშვილი პარლამენტის სხდომაზე | 01.05.2024






5
60
2-ს არ მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
60
  
ჯერ სად ხართ,უფრო მეტი იქნება და უფრო სასტიკი.რა გგონიათ,რო შეგრჩათ ბევრი რამე,დაავიწყდათ ადამიანებს და შეგრჩებოდათ. მხოლოდ დავარდნილით გაკეთებულებს აჯერებთ,მიტინგზე რო გყავთ გაყრილები და ათასნაირად იჭერთ კადრს,ბევრი რო გამოჩნდეთ. თქვენ რო მხარდაჭერა გქონდეთ,აქამდე ასჯერ ააყირავებდა მთავრობას ხალხი,მარა ცოტანი ხართ. თან მაგარი ლიდერები გყვავთ,ზოგი იმალება და ზოგი მოქალაქეც არ არის,სამსახურის გამო მოქალაქეობაზე თქვა უარი და ახლა სახელმწიფო თანამდებობა უნდა რო დაითრიოს. სად შეიკრიბეთ ასეთი ხალხი,არასრულწლოვნებით გინდათ რევოლუცია,თან ამ უპატრონო ბავშვებს ეფარებით და ასე გინდათ მთავრობის ჩამოგდება. გირჩა ზურია რო გყავთ,ეგ ისეთ პანიკაშია და ისეთი შეშინებული,თავის ჩრდილს ესვრის უკვე იარაღს. თან მაგარი წარსული აქვს,ჩახდილი ზურია რევოლუციას ვერ მუაწყობს. ვინც მაგ იარაღი დაუკანონა,ის არის გასაროზგი და მტკვარში გადასაგდები.

ერთი რამე მაინტერესებს,ფსიქიატრულები დაიხურა? ამდენი გიჟი რატო მოძრაობს გარეთ,თუ ვერ ეტევა ხალხი,მიადგან ახალი შენობა. ნაცები ხო არ ვართ,5 კაციან საკანში 20 კაცი შევუშვათ
გადაუხადეს და დაწერა,ნინო მაგის გოგო არ არის,ადგეს და უფასოდ გააკეთოს რამე. თან ოფისი დაუნგრიეს,რას დაწერდა აბა?
ასეთი მიკერძოებული სათაური ავტორმა რატო უნდა დააწერო? ტიტუშკები რას ქვია.... შენ აკეთებ შეფასებას?
1 ივნისი, 18:08
ხომშიაშვილო რით ვერ გაიაგე, ხალხი გირტყამთ ხალხი. მოღალატეებო რაც უფრო ბევრს გაახურებთ უფრო მეტი მოგხვდებათ. ქართველი მონებით მოვაჭრე ხიმშიაშვილების რა ხარ. ყოფილან საქართველოს ისტორიაში ქართველი მონებით მოვაჭრე აჭარელი მოღალატე ხიმშიაშვილები. შენც ნინო ხიმშიაშვილო გეტყობა მოღალატეობრივი სული და ნაცსექტის სექტანტობა. უეჭველი აჭარელი ხიმშიაშვილები შენი წინაპრები იყვნენ ის ნაძირლები "საცალოდ" ყიდდნენ ქართველებს თქვენ კი ბითუმად ყიდით საქართველოს, მაგიტომაც გირტყამენ.
1 ივნისი, 16:00
ზუსტად ასე უსწორდებოდნენ ნაც ზონდერები განსხვავებული აზრის მქონე ნებისმიერ ადამიანს.
"ბუმერანგის პრინციპია", "რასაც დასთეს იმას მოიმკი", თან ვინ დაამტკიცა, რომ პოლიცია და სუსი მონაწილეობდა ამ დარბევაში?
უდანაშაულობის პრეზუმცია მოქმედებს მანამდე, სანამ პირს ან პირთა ჯგუფს ბრალდება არ დაუდასტურდება.
მე არა ვარ ცემა-ტყეპის მომხრე, მაგრამ ვანიჩკა მერაბიშვილს დიდი სიამოვნებით მივფერთხავდი, სადმე, რომ გადამეყაროს.
0 1 5