x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ოსების დახასიათება ცნობილი მწერლის, იონა მეუნარგიას მიხედვით

imageოსები ერთი ოთხად უფრო მეტი სახლობს მთის გადმოღმა, რიონის და მტკვრის ხეობაში. იმათი ოფიციალური რიცხვი არის 102 ათასი. სწავლულებმა და ისტორიკოსებმა შესახებ ოსებისა სხვადასხვა თეორიები მოიგონეს. ერთი ამბობს, რომ ისინი ალანების ჩამომავლობა არისო, მეორე ფიქრობს, რომ ყველაზე უფრო წმიდა კავკასიის არიელებიაო; ზოგიერთისთვის ისინი გერმანიელების ძმები არიან, ზოგისთვის - სპარსელების; ვ.ს. მარტენით აზიელები არიან – სემიტები. თუ მივხედავთ, რომ ოსებში ყოველგვარი პირისახე არის, გამოუთქმელად მშვენიერის პირისახიდან ყოვლად უშნომდის, უნდა ვიფიქროთ, რომ ოსები სხვადასხვა ხალხების ნარევი უნდა იყოს. იმათში ქართველიც არის, სომეხიც, ყაბართოელიც...

ოსები ყველაზე უფრო უშნო ხალხია კავკასიაში. იმათი ენა, ხალხის ნარეობის მიუხედავათ, უეჭველია, არიელ ენებს ეკუთვნის. თითონ ისინი თავის თავს ირონებათ უწოდებენ. ზოგიერთი ჩვეულებით და შინაურ მოწყობილებით ოსები დასავლეთ ევროპის ხალხს მოგვაგონებს. იმათ აქვთ მაგიდა, სკამი, ქვეშსაგები, იციან ევროპული სალამი, კოცნა, ხელის ჩამორთმევა და, რაც უფრო ყველაზე მძიმე საბუთია ნემეცებისათვის (გერმანელები), იციან ლუდის გამოხდა.

ინდო-ევროპულ რასას კი იმდენს ვერაფრათ ასახელებენ ოსები. სხვა მთიელებზე უფრო უშნო, ოსები არც მხნეობით და სხვა ღირსებებით არიან საქებნი. ძველიდანვე ისინი ყიდნენ თავის თავს იმას, ვინც მეტს შეაძლევდა; ისინი ხან ქართველების ლაშქარში ერივნენ, ხან რომაელების და ხან სპარსელების.

ომის ჩვეულებამ იმდენად გარყვნა ხალხი, რომ ომიდამ დაბრუნებულზე მარტო ერთმანერთის და მოგზაურების ძარცვაში ატარებდნენ დროებას. მათი ღმერთი იყო მტაცველობის ღმერთი – საუბარგ-ი. ოსები ახლაც მტაცებელნი არიან, თუ შემთხვევა აქვთ და გულიც დააჯერეს რომ კაცისკვლა და ძარცვა შერჩებათ; ხელიც არ გაანძრიეს, როცა უნდა დაეცვათ თვისი თავისუფლება რუსებისგან.
იმათ ეჭირათ ცენტრალური ხეობა კავკასიისა და მაშასადამე უკეთესი სტრატეგიული პუნქტი, მაგრამ უბრალო ხმაც არ ამოიღეს როცა აღმოსავლეთით და დასავლეთით ჩერქეზები და ლეკები თავის დამოუკიდებლობისთვის სისხლით ინთხეოდნენ... ნაცვლად ამისა, რომ საღმრთო ომში დაეჭირათ პირველი ადგილი, რომელიც იმათ რიგით ერგებოდა ოსებმა უცადეს, სანამ ძლევა დარჩებოდა რომელსამე მხარეს.

ოსები მაჰმადიანები იყვნენ; ეხლა ქრისტიანობენ და პატივს სცემენ წმ. ნიკოლოზს და ილია წინასწარმეტყველს. უკანასკნელ ათ საუკუნეში იმათ სამჯერ გამოიცვალეს სარწმუნოება. ყაბართოელებს და ოსებს გარდა ასაწერ ადგილში სცხოვრობენ ნოღაელები. ესენი ნამდვილი აზიელები არიან. სტავროპოლის და ასტრახანის ყალმიკებსავით სცხოვრებენ კარვებში, და როცა საქონლის საძოვარი ადგილი უნდა გამოიცვალონ, წვრილ-შვილებს ჩასხამენ კალათებში, აკიდებენ პირუტყვებს და მიდიან სხვა ადგილის საძებრათ. შემდეგ აწერილია პიატიგორსკი, გიორგიევსკი, კავკავი, ეკატერინოგრადი, მოზდოკი, გროზნი, ყიზლიარა და სხვა ადგილები. იმათ ასაწერათ, როგორც ხედავთ, ადგილი არ დამირჩა.

იონა მეუნარგია – დროება, N84, 1881 წელი

0
218
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0