x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რატომ არ მოკლეს ჰიტლერი, არაერთი შესაძლებლობის მიუხედავად? – სამი ძირითადი მიზეზი

მიუხედავად იმისა, რომ ჰიტლერს თავს არაერთხელ დაესხნენ და ტერაქტიც არაერთხელ მოუწყვეს (დაახლოებით, 40–მდე ასეთი შემთხვევა იყო), ის მაინც გადარჩა და საკუთარ გეგმებზე უარი არასდროს უთქვამს. ამ ტერაქტების უკან, ძირითადად, მისი ოპოზიცია და ანტიფაშისტური ორგანიზაციები იდგნენ. ფიურერის თანამემამულეების მიერ, მის წინააღმდეგ მოწყობილი, ყველაზე გახმაურებული ტერაქტი, «ოპერაცია ვალკირია» იყო. 1944 წლის 20 ნოემბერს ბომბი ჰიტლერის კაბინეტში პოლკოვნიკმა კლაუს ფონ შტაუფენბერგმა შეიტანა. მაგრამ, მაგიდის მუხის ტუმბომ და პორტფელის გადაადგილებამ, რომელშიც ნაღმი იყო, ჰიტლერი სიკვდილისგან კიდევ ერთხელ იხსნა. შტაუფენბერგი კი, იმავე დღეს დახვრიტეს.


image


რაც შეეხება მოკავშირეებს, ფიურერის ლიკვიდაციის არაერთი გეგმის არსებობის მიუხედავად, მის მოკვლას არ ჩქარობდნენ — ჰიტლერის თავიდან მოშორება, არც ბრიტანეთის და არც აშშ–ს სპეც–სამსახურს უცდია. რაც შეეხება სსრ კავშირს, ჰიტლერის ლიკვიდაციისთვის, 1943 წ. ყველაფერი მზად იყო. ის გერმანიაში მყოფ, რუს აგენტს უნდა მოეკლა, მაგრამ სტალინმა ოპერაცია გააუქმა და ფიურერი ისევ გადარჩა*...

როგორც აღვნიშნეთ, ჰიტლერის მკვლელობის მცდელობის, ერთი და ორი კი არა, ათობით შემთხვევა იყო და რა თქმა უნდა, მას მორიგი თავდასხმის ძალიან ეშინოდა და დროთა განმავლობაში, ეს შიში კიდევ უფრო გაუმძაფრდა. შესაბამისად, დამცავი ზომებიც გაძლიერდა... მაგ., გარკვეული პერიოდიდან მოყოლებული, ფიურერისთვის ყველა კერძს ერთი და იგივე ადამიანი ამზადებდა. ამას გარდა, ჰიტლერის ქუდი დაჯავშნილი იყო და ის რამდენიმე კგ–ს იწონიდა. თუმცა, ამდენი თავდასხმის შემდეგ, გადარჩენის მიზეზი, ვერც მზარეული და ვერც დაჯავშნილი ქუდი იქნება. ისეთი შეგრძნება იქმნება, რომ მას, თავად ეშმაკი მფარველობდა...

თუმც, ისევ მთავარ საკითხს დავუბრუნდეთ — რატომ არ მოკლეს სსრ კავშირის და მოკავშირეების სპეც სამსახურებმა ჰიტლერი?

მისი არ მოკვლის, ობიექტურ მიზეზებს შორის, შეგვიძლია 3 ძირითადი მიზეზი გამოვყოთ:

I. უნდობლობა მოკავშირეებს შორის. სსრ კავშირის ხელმძღვანელობასა და მოკავშირეებს ეშინოდათ, რომ ჰიტლერის მემკვიდრეს, შეეძლო სეპარატული მოლაპარაკებები დაეწყო. მაგ., სტალინისთვის, უფრო სასურველი, გერმანიასთან ბრძოლა, აშშ-ს და ბრიტანეთთან ალიანსში იყო. ხოლო, ჰიტლერის ლიკვიდაციის შემთხვევაში, იყო შიში, რომ რაიხის ახალი ხელმძღვანელობა, მოლაპარაკებას სსრ კავშირის გუშინდელ მოკავშირეებთან დაიწყებდა და ძალთა გადანაწილება უკვე სხვანაირი იქნებოდა. იგივე მოტივაცია ჰქონდათ მოკავშირეებსაც... ვიდრე ჰიტლერი ცოცხალი იყო, არანაირ მოლაპარაკებას ადგილი არ ექნებოდა!

II. ჰიტლერის მოკვლა, გერმანიის სამხედრო დამნაშავეებს, ნაწილობრივ პასუხისმგებლობიდან გაათავისუფლებდა. ძალიან მარტივი იქნებოდა, ყველაფრის ფიურერისთვის ჩამობრალება. სწორედ ამიტომ, მისი მკვლელობის თითქმის ყველა მცდელობა, სწორედ გერმანელებს მიერ იყო მოწყობილი. მოკავშირეებს და სსრ კავშირს კი, ომის მოგება და სამხედრო დამნაშავეების, მათ შორის, ჰიტლერის, სათანადოდ დასჯა უნდოდა.

III. ჰიტლერის მკვლელობას, შესაძლოა, ის წამებულად ექცია, რაც გერმანელების საბრძოლო სულისკვეთებას გაზრდიდა. მისი ადგილი, შეიძლება, იდეოლოგიურ მემკვიდრეს დაეკავებინა, ხოლო ფიურერის, როგორც წამებულის კანონიზაცია — ფაშისტების მორალურ სულისკვეთებას გაზრდიდა.

როგორც არ უნდა უცნაური იყოს, გერმანიის დამარცხებისთვის, ჰიტლერი, როგორც საერთო მტრის ფიზიკური განსახიერება, ცოცხალი უნდა ყოფილიყო.


* ჰიტლერზე თავდასხმის 40–მდე ფაქტია დაფიქსირებული. მაგრამ, მათ შორის ყველაზე გახმაურებული, 1944 წლის ივლისში იყო. მაშინ ფიურერი სიკვდილს, ნამდვილად რომ სასწაულმა გადაარჩინა. ეს ყველაფერი გერმანიაში მოხდა. მაგრამ მის ლიკვიდაციას საბჭოთა სპეცსამსახურებიც ცდილობდნენ.. მათ ჰიტლერზე თავდასხმის გეგმაც კი ჰქონდათ. მაგრამ, ბოლო მომენტში, სტალინმა გადაიფიქრა და ოპერაცია შეაჩერეს. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* რატომ ვერ იხსნა სტალინმა საკუთარი შვილი ტყვეობიდან?

* ბრაზილიური "საპნის ოპერის" 5 ლამაზმანი, მაშინ და ახლა

* ამ გამოცანების ამოსახსნელად, ლოგიკური აზროვნების უნარი დაგჭირდებათ (პასუხები აქვს)

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



2
525
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
525
  
ჰიტლერი იყო ამ ორ ძალას შორის სათამაშო და სასარგებლო იდიოტის როლს ასრულებდა. თავდაუსხმელობის პაქტი რო დაიდო და სსრკ ერთად ინაწილებდა მიწებს,სსრკ და სტალინმა დააჯერა ჰიტლერი რო სუსტი იყო,არ შეეძლო არაფერი და აფიქრებინა რო იმაზე სუსტი იყო,ვიდრე ჩანდა. ამიტომაც დაარტყა სსრკ და მანდ წამოიკიდეს სწორედ,მერე ომით დიდი ფული იშოვეს და გერმანია გაიყვეს ძმურად. დღესაც კი,გერმანია არის მარიონეტი ამ ორი ძალის,რასაც ჩასძახებენ იმას ამოსძახებს. გერმანელი ერი მეცოდება,დღემდე ვერ ხვდებიან რა და რატომ მოახვიეს თავს. ემგირინტაბია მისაღები? აგერ გერმანია მიიღებს და ა.შ. სავსეა თურქებით და არამარტო გერმანია,რაც ჩვენთან თამაშშიც გამოჩნდა.
უაზრობა არის,სსრკ და ანგლო-საქსებსაც ჰიტლერი სჭირდებოდათ,რათა ერთმანეთთისთვის დარტყმა მიეყენებინათ. თუ იგეგმებოდა და არ მოკლეს,ეს იყო ნამდვილი მიზეზი და არა ის რო ვიღაც რაღაცისგან გათავისუფლდებოდა. ეს არის გეოპოლიტიკა,ასე ხდება პროვოცირება და ხელოვნურად ომის კერების შექმნა,ასე იშოვება დიდი ფული. ცნობილი ფაქტია,ლენინს დასავლეთ ევროპული ქვეყნები აფინანსებდნენ,თქვენი აზრით რატომ? ყველას სჭირდება თავისი მტრის ხატი,რათა მასა მართონ და გაართონ. თუმცა ისინი ვერ წარმოიდგენდნენ იმას რო სტალინი გახდებოდა ლიდერი და მოიშორებდა ყველას. დღეს,ამ ფუქნციას რუსეთი და პუტინი ასრულებს,მტრის ხატი არის დასავლეთისთვის და პირიქით,დასავლეთი არის რუსეთის მიერ გამოყენებული მტრის ხატად. სინამდვილეში,ერთობლივი თამაშია,თამაში დიდი ფულისთვის და გავლენებისთვის. უკრაინა მოიყოლეს დღეს,გუშინ ავღანელები და ერაყელები ყავდათ,ხვალ ჩვენ მოგვიყოლებენ. ასე მდიდრდებიან ამერიკელები და რუსები,მერე მოგვიყვებიან დიად ამბებს იმაზე,თუ როგორი მძიმე შრომა გაწიეს ადამიანებმა ამ ქვეყნებში,წელებზე ფეხი როგორ დაიდგეს და ფული იშოვეს.

თუ შიდა პოლიტიკაში გადმოვიტანთ ამ ყველაფერს,იგივეა ნაც-ქოცური "დაპირისპირება". უბრალოდ,მჩხავანა კატებმა ახალგაზრდებს რო უწოდებენ,ვერ გაიაზრეს ეს ამბავი და არიან ისტრუმენტი ამ ორი ძალის ხელში. როგორც დიდ პოლიტიკაში ამერიკა და რუსეთი ცდილობენ შუის გაკრეფვას,ახალი ქვეყნების ასპარეზზე გამოსვლის დაბლოკვას,ისე ხდება ქართულ პოლიტიკაში,ეს ორი ძალა შუას კრეფს და საერთო თამაშს თამაშობს.
0 1 2