x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
4 მილიარდ წელიწადში ჩვენ ვიცხოვრებთ ტრილიონზე მეტი ვარსკვლავის შემცველ გიგანტურ გალაქტიკაში
4 მილიარდ წელიწადში ჩვენ ვიცხოვრებთ ტრილიონზე მეტი ვარსკვლავის შემცველ გიგანტურ გალაქტიკაში


ჩვენი გალაქტიკა - "ირმის ნახტომი", იგივე "რძის გზა" მოძრაობს ანდრომედას გალაქტიკის მიმართულებით. NASA-ს ჰაბლის მონაცემებმა აჩვენა, რომ ამ ორის დიდი გალაქტიკური "შეჯახება" და ურთიერთშერწყმა უბრალოდ გარდაუვალია და მხოლოდ დროის საკითხია. ჩვენს გალაქტიკაში 100-დან 400 მილიარდამდე ვარსკვლავია, საშუალოდ 200 მილიარდი. ანდრომედას გალაქტიკაში კი 1 ტრილიონამდე ვარსკვლავია. ანდრომედას გალაქტიკა ჩვენთან ყველაზე ახლოს მდებარეა. ის ჩამოყალიბდა ორი სხვადასხვა გალაქტიკის ერთმანეთთან შერწყმით, რაც 3 მილიარდი წლის წინ მოხდა. ირმის ნახტომის და ანდრომედას გალაქტიკების შერწყმა კი მოხდება დაახლოებით ოთხ ან ხუთ მილიარდ წელიწადში. შედეგად წარმოიქმნება გიგანტური ერთიანი გალაქტიკა ტრილიონზე (ათას მილიარდზე) ბევრად მეტი ვარსკვლავით. აღსანიშნავია ისიც, რომ არსებული ვარსკვლავები გალაქტიკათა შერწყმისას ერთმანეთს თითქმის არ შეეჯახებიან, ვინაიდან მათ წარმოუდგენლად დიდი მანძილები აშორებს ერთმანეთისგან და შანსები რომ ერთმანეთთან შეხებაში მოვიდნენ უკიდურესად მცირეა. თუმცა ორი გალაქტიკის შერწყმა უდიდეს გავლენას მოახდენს ორივე მათგანზე - მათი გრავიტაციული ურთიერთქმედება გამოიწვევს ახალი ვარსკვლავების დაბადების ძლიერ სტიმულაციას, ვარსკვლავთწარმოქმნა ძალიან გააქტიურდება და ფორმირდება დამატებით კიდევ უამრავი ახალი ვარსკვლავური სისტემა ახალ გიგანტურ გალაქტიკაში, რომელსაც მეცნიერები უკვე უწოდებენ "მილკომედას".

თუ ჩვენი ცივილიზაცია განაგრძობს თუნდაც ძალიან ნელ წინსვლას და უბრალოდ უზრუნველყოფს თავისი თავის გადარჩენას და არსებობას, მაშინ, 4 ან 5 მილიარდ წელიწადში კაცობრიობის შთამომავალი ზე-განვითარებული არსებების ცივილიზაცია იქნება მინიმუმ იმ დონეზე, რასაც კარდაშევის მესამე ტიპის ცივილიზაციას ვუწოდებთ. ეს ნიშნავს, რომ ამ ცივილიზაციას შეეძლება მთელი გალაქტიკის მასშტაბით არსებული ვარსკვლავების ათვისება, როგორც მათი ენერგიის გამოსაყენებლად, ასევე ახალი ჰაბიტატების, ახალი სამოსახლოების ასათვისებლად თუ შესაქმნელად (ტერაფორმირებისთვის). კაცობრიობის ამგვარი მაღალტექნოლოგიური შთამომავლობა (რომელიც აღარ იქნება კაცობრიობა ამ სახით, არამედ იქნება ერთი ან მრავალი სხვადასხვა ინტელექტუალური ბიოლოგიური სახეობა თუ არაბიოლოგიური ან ნაწილობრივ ბიოლოგიური არსებები) გავრცელდება ტრილიონზე მეტი ვარსკვლავისგან შემდგარი ახალწარმოქმნილი გალაქტიკის მთელი მასშტაბით და აითვისებს მისი ვარსკვლავური სისტემების, მათი პლანეტების და ამ პლანეტების მთვარეების (ბუნებრივი თანამგზავრების) დიდ ნაწილს. შესაძლოა წარმოიქმნას გალაქტიკური იმპერია დასახლებული წარმოუდგენელი, უკვდავი არსებების მაღალგანვითარებული ცივილიზაციით, რომლებსაც ისეთი შესაძლებლობები ექნებათ, რაც ახლა "ღმერთობასთან" ასოცირდება. ოღონდ ეს ყველაფერი მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კაცობრიობა გადალახავს ამ რთულ მომენტს, როდესაც ნულოვანი ტიპის ცივილიზაციიდან ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე გადავა და გახდება პირველი ტიპის ცივილიზაცია. ახლა თვითგანადგურების საფრთხე ძალიან დიდია. შესაძლოა კაცობრიობამ თავისი იარაღით (მაგალითად ატომური იარაღით) ამოიწვას და ამოიშანთოს საკუთარივე თავი და მომავალში უზარმაზარი გალაქტიკური რესურსები უბრალოდ აუთვისებელი დარჩეს ინტელექტუალური სიცოცხლის არარსებობის გამო - ვერავინ დატკბეს მისი სილამაზით და იდუმალებით, ვერავინ ნახოს დიდებული გალაქტიკური შერწყმის მოვლენა, ვერავინ ისარგებლოს მისი კოლოსალური რესურსებით და ვერავინ შექმნას რაღაც უფრო მშვენიერი - აღმატებული ეპოქა, რომელიც სამუდამოდ დარჩება სამყაროს დრო-სივრცის კონტინუუმში.




წყარო: Andromeda-Milky way collision - Wikipedia;

წყარო 2: NASA's Hubble shows Milky Way is Destined for Head-on Collision;


კრებულები

1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II

3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. მეცნიერება - ნაწილი V

6. სხვადასხვა - ნაწილი I

7. სხვადასხვა - ნაწილი II

8. ქართული მითოლოგია

9. რელიგია

10. საქართველო - ნაწილი I

11. საქართველო - ნაწილი II

12. ქართული სახელმწიფოები

13. პროტოქართველები

14. კავკასიური კულტურები

15. პარანორმალი

16. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

17. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
114
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
114
  
1 ივნისი, 9:28
In 4 billion years we will live in a giant galaxy containing over a trillion stars

Our galaxy - "Milky Way" moves in the direction of the Andromeda Galaxy. Data from NASA's Hubble show that a major galactic collision and merger between these two is simply inevitable and only a matter of time. There are between 100 and 400 billion stars in our galaxy, with an average of 200 billion. There are up to 1 trillion stars in the Andromeda galaxy. The Andromeda galaxy is the closest to us. It was formed by the merger of two different galaxies, which happened 3 billion years ago. The Milky Way and Andromeda galaxies will merge in about four or five billion years. The result is a giant single galaxy with many more than a trillion (thousand billion) stars. It is also worth noting that existing stars will almost never collide with each other during the merger of galaxies, since they are incredibly far away from each other, and the chances of them coming into contact with each other are extremely small. However, the merger of two galaxies will have the greatest impact on both of them - their gravitational interaction will cause a strong stimulation of the birth of new stars, star formation will become very active and many more new star systems will be formed in the new giant galaxy, which scientists already call "Millkomeda".
1 ივნისი, 9:28
If our civilization continues to advance even very slowly and simply ensures its own survival and existence, then in 4 or 5 billion years, the civilization of super-developed beings descended from humanity will be at least at the level of what we call Kardashev's third type of civilization. This means that this civilization will be able to harness the stars throughout the galaxy, both to use their energy and to assimilate or create (terraform) new habitats for themselves. Such a high-tech progeny of humanity (which will no longer be humanity as such, but will be one or many different intelligent biological species or non-biological or semi-biological beings) will spread throughout the fledgling galaxy of more than a trillion stars and start living in its star systems, their planets and their moons (natural satellites). A galactic empire might emerge populated by a highly developed civilization of incredible, immortal beings with abilities now associated with "godhood". But all this will happen only if humanity overcomes this difficult moment, when it will move from the zero-type civilization to a new, higher level and become the first-type civilization. Now the danger of self-destruction is very great. Perhaps humanity will burn itself out with its weapons (for example, with nuclear weapons) and destroy itself, and in the future the vast galactic resources will simply remain unexploited due to the absence of intelligent life - no one will enjoy its beauty and mystery, no one will see the glorious galactic fusion event, no one will be able to take advantage of its colossal resources and create something more beautiful - a superior era that will remain forever in the space-time continuum of the universe.
0 1 2