სხვა 10 ყველაზე ძვირადღირებული ჩანთა, რომლის ფასიც არ გკბენს, არამედ გჭამს 29 მაისი, 16:39 ბევრი მოდის მიმდევარი სწავლობს მიმდინარე ტენდენციებს, სანამ ზაფხულისთვის ჩანთის ყიდვას გადაწყვეტს. ინტერნეტში არის ბევრი სტატია, სადაც დიზაინერები და მოდის კრიტიკოსები იძლევიან რეკომენდაციებს აქსესუარების შესარჩევად. ექსპერტების მიერ შემოთავაზებული მოდელების უმეტესობა მოდის სახლების მიერ წარმოებულია. ამავდროულად, მოდური ახალი ნივთების ფასი უსიამოვნოდ იკბინება. მსოფლიოში ასევე არის ჩანთები, რომელთა ღირებულება არა უბრალოდ ჯიბეს ურტყამს, არამედ ნოკაუტში გვაგდებს. აი, 10 ყველაზე ძვირადღირებული ჩანთა და მათი წარმოუდგენელი ღირებულების მიზეზები. Leiber Precious Rose Bag – 92 ათასი დოლარი
ვარდის ფორმის ჩანთა მორთულია 1016 ბრილიანტით, 1169 საფირონით და 800 ტურმალინით. აქსესუარის მხოლოდ ერთი ეგზემპლარია გამოშვებული. Hermès Matte Alligator Faubourg Birkin – 100 ათასი დოლარი
ეს მოდური ჩანთა 2019 წელს გამოვიდა. დიზაინი დაფუძნებულია ბუტიკის ფასადზე, პარიზში ბირკინის სახლის ფასადზე. Chanel „Diamond Forever“ – 261 ათასი დოლარი
აქსესუარი დაფუძნებულია 334 ბრილიანტსა და ნატურალურ ტყავზე. სულ ამ ჩანთის მხოლოდ 13 ეგზემპლარია გამოშვებული. Hermès So Black Feather Kelly – 300 ათასი დოლარი
ჩანთის ლიმიტირებული სერია გამოვიდა 2010 წელს და ეძღვნება დიზაინერ ჟან–პოლ გოტიეს ბოლო ჩვენებას. Lana Marks Cleopatra Clutch – 400 ათასი დოლარი
2001 წელს გამოშვებული კლატჩი აბსოლუტური ჰიტი გახდა. წითელ ხალიჩაზე ამ აქსესუარით სხვადასხვა დროს გამოჩნდნენ ანჯელინა ჯოლი, სარა ჯესიკა პარკერი, ჯენიფერ ენისტონი და კეით უინსლეტი. მოდელი გაფორმებულია 1500 ბრილიანტით და შეიქმნა სპეციალურად ჩინელი მსახიობისთვის ლი ბინბინისთვის. Louis Vuitton Speedy Bag – 1 მილიონი დოლარი
ჩანთა პირველად შენიშნეს ფარელ უილიამსზე, Louis Vuitton–ის მამაკაცის ხაზის სამხატვრო ხელმძღვანელი და შემსრულებელი. აქსესუარი ნატურალური ტყავისგან დამზადებულია და ოქროთი და ბრილიანტებით მორთულია. Hermes Chaine’d Angre Bag – 1, 4 მილიონი დოლარი
Hermes–ის ლიმიტირებული ჩანთა მხოლოდ სამ ეგზემპლარად გამოვიდა. Hermès Birkin Bag by Ginza Tanaka – 1, 9 მილიონი დოლარი
ჩანთა დამზადებულია პლატინისგან და 2000 ბრილიანტისგან. აქსესუარის ცენტრში მოთავსებული უდიდესი ძვირფასი ქვა 8 კარატს იწონის. Hermès Kelly Rose Gold – 2 მილიონი დოლარი
ეს არ არის სტანდარტული აქსესუარი, არამედ ხელიშგულის ზომის მინი ჩანთა. რა ჩავდოთ მასში? ალბათ, გასაღები, თუ შესაკრავი დიდი არ არის. Mouawad 1001 Nights Diamond Purse – 3, 8 მილიონი დოლარი
ეს კლატჩი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. აქსესუარი მორთულია 4517 ბრილიანტით და 18 კარატიანი ოქროთი. ჩანთის დამზადებას 8800 საათი დასჭირდა. ბონუსი: საფულე Debbie Wingham – 6, 7 მილიონი დოლარი
ხელნაკეთი საფულე დამზადებულია ემუს კვერცხის ნაჭუჭისგან, Hermès–ის გადამუშავებული შარფისგან, 8000 ბრჭყვიალა ბრილიანტისა და Cartier–ის საყურეებისგან, რომელიც საკინძად გამოიყენება. ასევე დაგაინტერესებთ: კეგლი, ჩოგანი, ჩრჩილი: 18 ორიგინალური ჩანთა, რომელიც შეიძლება იყოს შთაგონებული ყველაფრით „შანელის“ ჩანთების კოლექცია: მოდური კლასიკა იცით, რატომ ატარებენ ინდოელები ამდენ ოქროს და რა არის მისი ინტენსიური ყვითელი ფერის მიზეზი 12 ყველაზე ძვირადღირებული სასმელი მსოფლიოში, რომლებიც ოქროზე მეტი ღირს 14 ყველაზე ძვირადღირებული დესერტი, რომელიც იმდენი ღირს, რომ დაჯერება გვიჭირს 97 შეფასება არ არის |