სხვა ადამიანი კუჭის, მსხვილი ნაწლავის და ნაღვლის ბუშტის გარეშე მარათონელი გახდა და სხვებსაც შთააგონებს 28 მაისი, 23:20 ესპანელის ისტორია, რომელიც ცხოვრობს კუჭის, სწორი და მსხვილი ნაწლავის და ნაღვლის ბუშტის გარეშე, ბევრისთვის მოტივაციის მაგალითი გახდა. ხუან დუალი ცარიელია ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით. მას ამოაჭრეს საჭმლის მომნელებელი სისტემის თითქმის ყველა ორგანო მძიმე დაავადების გამო, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად გადარჩა. უფრო მეტიც, მონაწილეობს მარათონში და ნებისყოფით ყველას აოცებს. ესპანელმა დაამტკიცა, რომ ადამიანის შესაძლებლობები თითქმის უსაზღვროა.
ხუანის სევდიანი, მაგრამ შთამაგონებელი ისტორია დაიწყო, როცა მხოლოდ 13 წლის იყო. ბიჭს აღმოუჩინეს მძიმე დაავადება – მემკვიდრეობითი პოლიპოზი, რომლის დროსაც საჭმლის მომნელებელი სისტემის კიბოს განვითარების რისკი 99, 8%–მდე იზრდება. მისი ბებია და ბიძა მსხვილი ნაწლავის ადენოკარცინომით გარდაიცვალნენ, ხოლო მამამ გადაიტანა ნაწლავებზე ოპერაცია სიკვდილის თავიდან ასაცილებლად. 19 წლის ასაკში, სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩაუტარეს რთული ოპერაცია, სწორი და მსხვილი ნაწლავის ამოჭრა. ეს რთული გზის დასაწყისი იყო. როცა ბიჭი 28 წლის შესრულდა, სიტუაცია გართულდა – დაავადება კუჭს მისწვდა და ექიმები იძულებულნი გახდნენ, ისიც ამოეღოთ. ახალგაზრდა ბიჭი კინაღამ გარდაიცვალა პოსტოპერაციული სისხლდენით, მაგრამ სასწაულებრივად გადარჩა. მხოლოდ 57 კგ–ს იწონიდა და ძლივს დგამდა რამდენიმე ნაბიჯს. მოგვიანებით ხუანს ნაღვლის ბუშტის ამოჭრაც მოუწია, რადგან სახიფათო ბაქტერიამ ეს ორგანოც დააინფიცირა. მამაკაცმა სხეულის წონის ნახევარი დაიკლო (ადრე 106 კგ–ს იწონიდა) და სრულიად დაუძლურებული იყო. მძიმე ოპერაციიდან აღდგენის შემდეგ მეგობრებთან ერთად იაპონიაში გაემგზავრა. მოგზაურობა მისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა, მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. ხუანი იაპონურად არ ლაპარაკობდა, ამიტომ დროის უმეტეს ნაწილს ძაღლთან ერთად სეირნობაში ატარებდა. ერთხელ ძაღლი გაექცა და მამაკაცი გაეკიდა. ასე მიხვდა, რომ შეეძლო სირბილით დაკავებულიყო. რამდენიმე თვის შემდეგ ხუანი ინგლისში გაემგზავრა. იქ მთებით გარშემორტყმულ პატარა ქალაქში სამსახური იპოვა. იქვე რეგულარულად დარბოდა. ესპანელის ამბავი შთააგონებს ყველას, ვინც მის ამბავს იგებს. დიეტოლოგის დახმარებით ისე შეადგინა კვების რეჟიმი, რომ ფიზიკური დატვირთვისთვის ძალა და ენერგია ჰქონოდა. ნებისყოფის წყალობით ბოლო ოპერაციიდან 8 თვის შემდეგ ესპანელმა ბარსელონაში ორსაათიან მარათონში მონაწილეობა მიიღო. მას შემდეგ რეგულარულად ვარჯიშობს და მონაწილეობს სამთო სირბილში და ულტრამარათონებში. ამბობს, რომ სპორტი აძლევს ჯანმრთელობას და ცხოვრების გაგრძელების მოტივაციას. კუჭის გარეშე შიმშილს სხვაგვარად გრძნობს. ტვინი ვერ იღებს სიგნალს, რომ ორგანიზმს რაიმე სასარგებლო ნივთიერება სჭირდება. მის ორგანიზმში მხოლოდ 3 % ცხიმია, ამიტომ ესპანელმა სირბილისას გონება შეიძლება დაკარგოს. ამის თავიდან ასაცილებლად ხუანი ჭამს გრაფიკის მიხედვით და მარათონის დროსაც ჩერდება, რომ ჭამოს და მიიღოს საკმარისი ენერგია ფინიშის ხაზამდე მისასვლელად. უცნობია, როგორ ახერხებს ორგანიზმი საჭმლის გადამუშავებას, მაგრამ მამაკაცი ყველაფერს ჭამს: ფუნთუშებიდან მაკარონამდე. ხუანის ოჯახი ბედნიერია, რომ ის თავს უკეთ გრძნობს. ესპანელი თავისი ცხოვრებით სხვებს მოტივაციას აძლევს. გადარჩენისთვის ბრძოლის მისი ისტორია ძალის და თავდაჯერებულობის ნამდვილი მაგალითია. ასევე დაგაინტერესებთ: მატადორი კრისტინა სანჩესი: როგორ ამოვიდა და ჩავიდა კორიდის ოსტატის ვარსკვლავი მაიკლ ფელპსი - ადამიანი, რომელმაც დაამტკიცა, რომ საზღვარი არ არსებობს როგორ თქვა მორბენალმა უარი გამარჯვებაზე მორალური პრინციპების გამო ბიჭი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ანტირეკორდი დაამყარა სპორტის ყველაზე უცნაური სახეობა 166 1-ს მოსწონს |