საზოგადოება როგორ აყალბებენ ხორცს ჩინეთში 28 მაისი, 22:35 ჩინეთი ყველაფრის გაყალბების ერთ–ერთი ცენტრია მსოფლიოში. მაგალითად, ამ ქვეყანაში იაფი ღორის ხორცის ნაჭერი ან კიდევ უფრო იაფი ქათმის ხორცის ნაჭერი შეიძლება გამოიყენონ ძვირადღირებული ძროხის ხორცის სტეიკის და რაგუს მოსამზადებლად. თუმცა, ისინი, ვინც ხშირად მიირთმევს ასეთ კერძებს, კიბოს განვითარების რისკის ქვეშ არიან.
მთელი საიდუმლო მდგომარეობს ე.წ. „ძროხის ხორცის ექსტრაქტში“ Zeng Xiang Ji. მისი დახმარებით ქათმის ან ღორის ხორცი შეიძლება ადვილად გადაიქცეს „ძროხის ხორცად“ სულ რაღაც ერთ საათში. აი, ქალაქ ჰეფეიში ჩინური ნაციონალური რესტორნის რეცეპტი: ამ პაკეტში მოთავსებული ნივთიერებით ღორის ხორცს მის სუნს აშორებენ. ღორის ხორცს ამარინადებენ სოუსში ექსტრაქტით. მარცხნივ – ღორის ხორცის ნაჭერი, დამარინადებული ექსტრაქტის მქონე სოუსში. მარჯვნივ – ნატურალური ღორის ხორცი. ახლა ორივე ნაჭერი, მაგრამ მომზადებიდან 1–1, 5 საათის შემდეგ. ღორის ხორცი, რომელსაც ძროხის ხორცად ასაღებენ, გარეგნულად მას ჰგავს. სხვათა შორის, ძროხის ხორცის სუნიც ასდის. აი, ასე. ცოტა გამომგონებლობა და რეცეპტი სერიიდან „დიასახლისებისთვის ჩასანიშნად“. მართალია, ჩინელი ექიმები ამბობენ, რომ ძროხის ხორცის ექსტრაქტის ხშირი მირთმევა სასარგებლო არ არის ადამიანის ორგანიზმისთვის და კიბო შეიძლება გამოიწვიოს. ჩინეთში სტუმრად ჩასვლისას გირჩევთ ქათმის ან ღორის ხორცი შეუკვეთოთ, რა საჭიროა ზედმეტის გადახდა და ჯანმრთელობის გარისკვა? ასევე დაგაინტერესებთ: გაჩვენებთ, როგორ მზადდება სწრაფი მომზადების ატრია, რომელიც მთელ მსოფლიოში უყვართ ამაზრზენი ამერიკული კერძები, რომლებზეც აშშ–ს მაცხოვრებლები უბრალოდ გიჟდებიან როცა ატრიას კიდებდნენ: სპაგეტის წარმოება მე–20 საუკუნის დასაწყისში ქალმა გამოაქვეყნა ვეგანური წყლის რეცეპტი და ინტერნეტი ააფეთქა კატლეტი ნაყინით, ორეო ორაგულით: გოგონა ტესტავს საჭმლის უცნაურ კომბინაციებს, რომლებიც ორსულებს უყვართ 228 1-ს მოსწონს 1-ს არა |