x
მეტი
  • 13.06.2025
  • სტატია:142845
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515198
10 მარტივი ინსტრუმენტი თვითორგანიზებისთვის - "ოზონის" დახმარებით, დროის კონტროლს მარტივად შეძლებთ
image

მარტივი ნაბიჯები წარმატებისკენ: პროდუქტიულობის გაზრდის საუკეთესო მეთოდები და ინსტრუმენტები


დროის სწორი მენეჯმენტი საკმაოდ რთულია, თუმცა იდეალურია რესურსების ეფექტურად განაწილებისა და დასახული მიზნების მიღწევისთვის. დროის მენეჯმენტი პროდუქტიულობის გაზრდის გარდა, გააუმჯობესებს თქვენი ცხოვრების ხარისხს. "ოზონის" დახმარებით, დროის კონტროლს საკმაოდ მარტივად შეძლებთ.


დროის მენეჯმენტის ძირითადი პრინციპები



პირველი: დაგეგმვა იწყება მიზნებითა და პრიორიტეტებით. მიზნები უნდა იყოს: კონკრეტული, მიღწევადი, რეალისტური და დროში განსაზღვრული. ეიზენჰაუერის მატრიცა დაგეხმარებათ პრიორიტეტების განსაზღვრაში, რაც გულისხმობს ამოცანების ოთხ ჯგუფად დაყოფას: მნიშვნელოვანი გადაუდებელი, მნიშვნელოვანი არასასწრაფო, უმნიშვნელო გადაუდებელი, უმნიშვნელო არასასწრაფო.


მეორე: დაიცავით თქვენი ყოველდღიური რუტინა. დაიწყეთ დღე ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეებით, შემდეგ შეასრულეთ რთული დავალებები, ბოლოს კი სამუშაო დღე მარტივი დავალებებით დაასრულეთ. შუალედებში აუცილებლად შეისვენეთ, არ დაგავიწყდეთ სრულფასოვანი კვება და ფიზიკური აქტივობა. გათვალეთ დრო გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვისაც.


მესამე: ბევრი დავალების ერთდროულად შესრულება პროდუქტიულობის მტერია. შეეცადეთ კონცენტრირება მოახდინოთ ერთ საკითხზე, ამ გზით ბევრად მეტი სამუშაოს შესრულებას შეძლებთ.


მეოთხე: ეცადეთ მაქსიმალურად კონცენტრირდეთ სამუშაო პროცესზე. შეზღუდეთ წვდომა სოციალურ ქსელებთან და ყველანაირ მოწყობილობასთან, რამაც შეიძლება ყურადღება გაგიფანტოთ მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულებისას.


მეხუთე: პერიოდულად გადახედეთ უკვე შესრულებულ სამუშაოებს. ამ გზით შეძლებთ განსაზღვროთ თქვენი სუსტი მხარეები და შეიტანოთ საჭირო ცვლილებები სამუშაო პროცესში.


დროის მართვის ტექნიკა


გარდა ძირითადი პრინციპების დაცვისა, მაღალი პროდუქტიულობის მისაღწევად, მნიშვნელოვანია იცოდეთ და შეძლოთ დროის მართვის სხვადასხვა ტექნიკის გამოყენება. მთავარი მეთოდები:


პომოდოროს მეთოდი. იმუშავეთ 25 წუთის განმავლობაში, შემდეგ დაისვენეთ 5 წუთი. ოთხი ციკლის შემდეგ, დაისვენეთ უფრო დიდი ხნით - 15-30 წუთით. ეს მიდგომა დაგეხმარებათ იყოთ კონცენტრირებული და თავიდან აიცილოთ დაღლილობა.


დაიწყეთ არასასურველი სამუშაოთი. დაიწყეთ დღე ყველაზე უსიამოვნო საქმით. მისი შესრულების შემდეგ სხვა საკითხებს მარტივად გაუმკლავდებით.


პარეტოს მეთოდი. შედეგის 80%-ის მიიღწევა 20% ძალისხმევის გამოყენებით. ფოკუსირება მოახდინეთ მნიშვნელოვან ამოცანებზე, რომლებიც ყველაზე ღირებულია.


ნაბიჯ-ნაბიჯ. დიდი ამოცანები, დაყავით პატარა ქვეამოცანებად ასე მარტივად და სტრესის გარეშე შეძლებთ მუშაობას.


სასარგებლო ინსტრუმენტები თვითორგანიზებისთვის


არსებობს აპლიკაციები სმარტფონებისთვის, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ დავალებების სია და თვალყური ადევნოთ დახარჯულ დროს. თუმცა, ხშირად ეს საკმარისი არ არის. ჩვენ გთავაზობთ Ozon-ის პროდუქციას, რომელიც დაგეხმარებათ დროის მართვაში და გაზრდის თქვენს პროდუქტიულობას.


  • ბლოკნოტი/პლანერი. ჩამოწერეთ თქვენი ამოცანები ბლოკნოტში. ფურცელზე დავალებების გადატანა მოსახერხებელია როგორც ვიზუალიზაციის, ისე დღის შეჯამებისთვის.
image

  • სტიკერების ნაკრები. მოსახერხებელი გზაა იმისათვის, რომ არაფერი გამოგრჩეთ და ახალი იდეები სწრაფად დააფიქსიროთ. გამოიყენეთ ნათელი ფერები, რაც თქვენს განწყობაზე უკეთ იმოქმედებს.
image

  • მრავალფუნქციური დაფა. კორკის, მაგნიტური ან მარკერის დაფა დაგეხმარებათ გეგმებისა და დავალებების ვიზუალიზაციაში.
image


image


image

image


  • მაგიდის ორგანაიზერი. მოწესრიგებული სამუშაო სივრცე ხელს უწყობს კონცენტრაციისა და პროდუქტიულობის გაზრდას.
image


  • ლეპტოპის სადგამი. სწორი ერგონომიული ავეჯი ამცირებს დაღლილობას და გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეხმარებათ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
image


  • თერმოპოტი. შესანიშნავია თუ ცხელი ჩაი ან ყავა გსურთ ყოველთვის ხელთ გქონდეთ, რათა შესვენება მეტად სასიამოვნო გახადოთ.
image

image

"ოზონზე" შეგიძლიათ იპოვოთ უამრავი საჭირო ნივთი - ან უბრალოდ გაანებივროთ საკუთარი თავი პატარა საჩუქრებით, რათა შეინარჩუნოთ კარგი განწყობა მთელი დღის მანძილზე. თანაც, აქციების ფარგლებში, პროდუქციის შეძენას ძალიან დაბალ ფასად შეძლებთ! ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს.



R


0
63
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0