სხვა რეისი 513-ის მოგზაურობა დროში - თვითმფრინავი, რომელიც აეროპორტში 35 წლის შემდეგ დაეშვა 28 მაისი, 13:29
ამ დღეებში ინტერნეტში გავრცელდა მორიგი ვიდეო, რომელიც მოგვითხრობს სანტიაგოდან რეისი 513-ის ფრენის ჩახლართულ ამბავს, რომელიც თითქოსდა გაქრა 1954 წელს და კვლავ გამოჩნდა 35 წლის შემდეგ 1989 წელს.
რეისი Flight 513, Santiago Airlines-ის კომერციული ავიალაინერი, აფრინდა აახენადან, გერმანია, 1954 წლის 4 სექტემბერს, ბორტზე 88 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი ბრაზილიის ქალაქ პორტუ ალეგრიში მიემართებოდა. თვითმფრინავი აფრენიდან მალევე უკვალოდ გაუჩინარდა, რამაც სასოწარკვეთა და დაბნეულობა გამოიწვია მგზავრების ნათესავებში, ეკიპაჟსა და საავიაციო ინდუსტრიაში. მიუხედავად დაუღალავი სამძებრო-სამაშველო ძალისხმევისა, თვითმფრინავის ნამსხვრევები ან რაიმე კვალი ვერ აღმოაჩინეს. 1989 წლის 12 ოქტომბერს, მისი გაუჩინარების 35 წლის შემდეგ, თვითმფრინავი მოულოდნელად კვლავ გამოჩნდა, რომელიც შესანიშნავად დაეშვა პორტო ალეგრის აეროპორტში, რითაც ავია დისპეტჩერები გაოცებისგან პირდაღებულები დატოვა. როდესაც უსაფრთხოების ჯგუფმა თვითმფრინავის შეამოწმა, მათ სავარძელში მყოფი 92 ადამიანის ჩონჩხის ნაშთები აღმოაჩინეს, ხოლო ჩონჩხად ქცეულ პილოტს ჯერ კიდევ ხელში ეჭირა შტურვალი. მთხრობელი ამტკიცებს, რომ რეისი 513-ისთვის ყველაზე გავრცელებული ახსნა არის დროის ხვრელის თეორია, რომელიც ამტკიცებს, რომ ფრენა სავარაუდოდ „დროის ორმოში“ გაგრძელდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თვითმფრინავმა დროში იმოგზაურა, მოხვდნენ მეზოზურ ერაში და მოინახულეს დინოზავრები. შემდეგ მთხრობელი ციტირებს ალბერტ აინშტაინის ნაშრომს, სადაც ნათქვამია, რომ ფიზიკოსი 1916 წელს სწავლობდა განტოლებებს სამყაროს სტრუქტურის შესახებ მის ფარდობითობის ზოგად თეორიაში, სადაც მან აღმოაჩინა, რომ იყო „სივრცეში ხარვეზები, რომლებსაც აქვთ საოცრად ძლიერი გრავიტაციული მიზიდულობა და შეუძლია გადაყლაპოს ყველაფერი, რაც მათ გვერდით გაივლის. ეს ხარვეზები ცნობილია როგორც შავი ხვრელები“. მთხრობელის თქმით, 2019 წელს ნასამ გადაიღო შავი ხვრელის ფოტო, რაც ადასტურებს აინშტაინის თეორიას და ვირუსული ისტორიის პარანორამულ ხასიათს. ერთადერთი კითხვა, რომელიც რჩება არის ის, თუ ვინ მართავდა თვითმფრინავს დაშვებისას, ასკვნის მთხრობელი. ადამიანების გარკვეულ ნაწილს უყვარდა, უყვარს და მომავალშიც ეყვარება მისტიური, დაუჯერებელი ამბების მოსმენა და მისი დაჯერება, რომელიც საზოგადოებაში "ქალაქური ლეგენდების" სახითაა ცნობილი. გამოცემა Newschecker-მა გადაამოწმა ფაქტები: ძიებამ საკვანძო სიტყვის გამოყენებით „სანტიაგო Flight 513, “, ასეთი ზებუნებრივი ინციდენტის შესახებ არ მიიყვანა რაიმე სანდო სიახლემდე. არ იძებნება არც "სანტიაგოს ავიახაზები" და არც რაიმე ოფიციალური ჩანაწერი არსებობს მსგავსი ავიაკომპანიის შესახებ. მეტიც, ქალაქ აახენას არც მაშინ და არც ახლა არა აქვს საერთაშორისო აეროპორტი. სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე? საქმე იმაშია, რომ ეს ამბავი პირველად გამოქვეყნდა 1989 წლის 14 ნოემბერს Weekly World News-ში (ქვემოთ სკრინი), ამერიკულ ტაბლოიდში, რომელიც ცნობილია როგორც ქალაქური(ურბანული)ლეგენედების და მისტიური მითიური ისტორიების შემთხზველი;ამ გაზეთში სხვადასხვა დროს გამოქვეყნდა შემდეგი სტატიები:"ჰილარი კლინტონმა უცხოპლანეტელი იშვილა", "ელვისი ცოცხალია და პრეზიდენტობას აპირებს", "ყველაზე ჭკვიანი შიმპანზე კოლეჯში სწავლას აპირებს" და ა.შ. იუ ტუბზე Time-Travelling Santiago Flight 513-ზე ათეულობით ფილმი დევს, ეტყობა იუტუბერები ხვდებიან, რომ მსგავსი მისტიური ქალაქური ლეგენდებს კარგი გასავალი აქვს. ასევე დაგაინტერესებთ:ქალაქური მითები და ლეგენდები საბჭოთა წარსულიდან ხატის წყევლა: გაქვავებული ზოიას დაუჯერებელი ისტორია 324 3-ს მოსწონს
|