x
მეტი
  • 16.06.2024
  • სტატია:135371
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509634
რა ხდება აქ? - 5 ფოტოს ისტორია (ნაწილი XIII)
image

თქვენ შეგიძლიათ ტომობით ისტორიის სახელმძღვანელოები გადაღეჭოთ, იცოდეთ და გახსოვდეთ ბევრი. მაგრამ არაფერი შეედრება ვიზუალურად აღბეჭდილ დოკუმენტს, ისტორიულ ფოტოებს, რომელიც ასახავს უნიკალურ მომენტებს, გვაჩვენებს, თუ რითი ამაყობდნენ ადამიანები, ან რამ გამოიწვია ცრემლები და რაზე ოცნებობდნენ.. მაშ ასე დროში მოგზაურობა-5 ფოტოს ისტორია ნაწილი ნაწილი XIII




მზიანი დღეს უეცარი ქარმა ახალგაზრდა ქალს კაბა აუფრიალა.სასულიერო პირი თავს ვერ იკავებს და ღიმილით უცქერის ამ სასიამოვნო პროცესს აშშ, 1980 -იანი წლები.


image



პოლიციელები იცავენ სასამართლოს შენობას საყოველთაოდ ცნობილი ბანკების მძრაცველის და ყაჩაღის, ჯონ დილინჯერის სასამართლო პროცესის დროს- 1934 წლის 30 იანვარი.



1930-იან წლებში დილინჯერმა არა მარტო 20-მდე ბანკი, არამედ ოთხი საპოლიციო განყოფილებაც გაძარცვა.ამავე დროს, მან ორჯერ მოახერხა ციხიდან გაქცევაც.ჯონი დილინჯერისა და მისი ბანდის მოქმედებიბის მიმართ არასოდეს განელებულა იმ პერიოდის ამერიკული პრესის ყურადღება, რამაც იგი ძალზე პოპულარული გახადა, რითაც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ ყაჩაღად იქცა აშშ-ს ისტორიაში, იმ დონეზე, რომ მის შესახებ დღეს უკვე თითქმის შეუძლებელია გაარჩიო, რა არის მითი და რა სინამდვილე.

image



რეპორტიორები აკვირდებიან ბირთვულ აფეთქებას, რომელიც ცნობილია ოპერაცია Plumbbob-ის სახელით, რომელიც 1957 წლის მაის -ოქტომბერში განხორციელდა ნევადის პოლიგონზე (აშშ).შეერთებული შტატების კონტინენტური ნაწილის გამოცდების ეს სერია იყო ყველაზე დიდი, ხანგრძლივი და ყველაზე განხილვადი.

image


1991 წელს პრინცესა დიანა მონაწილეობს სასკოლო გარბენში, როგორც პრინცი ჰარის დედამ, მან დაარღვია სამეფო ოჯახის პროტოკოლი.

image



მედიცინის ისტორია ცნობილია მკურნალობის საკმაოდ უცნაური მეთოდებით.სწორედ ასეთი უცნაური სამედიცინო პროცედურები ტარდებოდა გასული საუკუნის 30-იან წლებში, ახალგაზრდა ქალს ხელ-ფეხი აქვს ჩაყოფილი ოთხ აბაზანაში, რომელზეც მიერთებულია ელქტროძაბვა სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, 1938 წელი.გერმანია.

image

წინა ნაწილების სანახავად მიყევით <<ამ ბმულს>>

0
245
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
245
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0