x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დიეტოლოგი:მზესუმზირის ზეთი ზეითუნის ზეთზე უფრო სასარგებლოა
imageდიეტოლოგი ბარედო: მზესუმზირის ზეთი ამცირებს ინსულტის რისკს.


აქამდე მიღებული სტერეოტიპებისგან განსხვავებით, რა დროსაც ამტკიცებენ, რომ ზეითუნის ზეთი მზესუმზირის ზეთზე უფრო სასარგებლოა, საწინააღმდეგოს ამტკიცებს დიეტოლოგ- ენდოკრინოლოგი ალენა ბარედო. მან გამოცემა NEWS-თან ზეთების სარგებლობის შესახებ ისაუბრა.


ბარედოს თქმით, ორივე ზეთი კარგია სხვადასხვა მახასიათებლებით, მაგრამ როგორც ირკვევა, მზესუმზირა დიდი რაოდენობით შეიცავს ფიტოსტეროლს, რომელიც ბუნებრივი ანტიოქსიდანტია.


”[მზესუმზირის ზეთი] ამცირებს ქოლესტერინის შეწოვას ნაწლავებში, აქვს კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება და ამცირებს ინსულტის რისკს, ” - განმარტა ექიმმა.



დიეტოლოგმა დასძინა, რომ მზესუმზირის ზეთი ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით E ვიტამინს, რომელიც აუმჯობესებს კანისა და სისხლძარღვების ხარისხს და დადებითად მოქმედებს ჰორმონალურ სისტემაზე. ეს ვიტამინი ასევე ასტიმულირებს ტესტოსტერონის გამომუშავებას მამაკაცებში და პროგესტერონს ესტროგენებით გამომუშავებას ქალებში. გარდა ამისა, მზესუმზირის ზეთი შეიცავს ფოსფოლიპიდებს, რომლებიც მონაწილეობენ ღვიძლისა და ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში, აღნიშნა ალენა ბარედომ.



რაც შეეხება ზეითუნის ზეთს, რა თქმა უნდა მასაც სასარგებლო თვისებები.

იგი მდიდარია მონოუჯერი მჟავებით. ამ უკანასკნელს მიეკუთვნება ოლეინისა და პალმიტინის მჟავები, რომლებიც წარმოებაში აღინიშნება შესაბამისად ომეგა-9 და ომეგა-7-ით. მონოუჯერი მჟავების სასარგებლო თვისება იმაში გამოიხატება, რომ ისინი აქვეითებენ ე. წ. „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს სისხლში და ამასთან ერთად, ზრდიან ე. წ. „კარგი“, ანუ ორგანიზმისათვის სასარგებლო ქოლესტერინის დონეს. სწორედ ამიტომაც ზეითუნის ზეთის რეგულარულად მომხმარებლები ნაკლებად ავადდებიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით. საყურადღებოა ისიც, რომ მონოუჯერი მჟავები გარკვეულწილად ალცჰაიმერის დაავადების საპროფილაქტიკო საშუალებაცაა. ალბათ, მარტო ეს თვისებებიც საკმარისია ზეითუნის ზეთის, როგორც ძვირფასი პროდუქტის, შესაფასებლად;


ზეითუნის ზეთი სასარგებლოა ღვიძლის პათოლოგიებით დაავადებულთათვის, რადგანაც ის სუსტად გამოხატული ნაღველმდენი მოქმედებით ხასიათდება. აღნიშნული ეფექტის გამო ექიმები პაციენტებს ურჩევენ, უზმოზე მიიღონ ერთი სადილის კოვზი ზეთი, ხოლო ლიმონისა და ზეითუნის ზეთისაგან შედგენილი სპეციალ­ური დიეტა მთლიანად წმენდს ორგანიზმს წიდე­ბისაგან.

0
111
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0