x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512065
25 საინტერესო ფაქტი ფსიქოლოგიის შესახებ

ფსიქოლოგია სულ უფრო მეტად ხდება ჩვენი ინტერესის საგანი. რადგან, თითოეულ ჩვენგანს სურს, საკუთარ «მეს»–თან ჰარმონიულად ცხოვრება. გარდა ამისა, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გონებრივი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას და ახლობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობის აწყობას.

აქ 25 საინტერესო ფაქტს გთავაზობთ ფსიქოლოგიიდან, რომელიც საკუთარი თავის გაგებაშიც დაგეხმარებათ და ირგვლივმყოფებსაც უკეთესად გაუგებთ.


image


1. იმ შემთხვევაში, თუ კრებას ესწრებით, საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან გაინტერესებთ, მაქსიმალური ყურადღება რომლის მობილიზებაც თქვენს გონებას შეუძლია – 7-10 წუთია. ამის შემდეგ, ყურადღება ნელ-ნელა სუსტდება და მისი შესვენებაა საჭირო, რომ საკითხის განხილვაში ისევ ინტერესით ჩაერთოთ. ასეთ დროს, შეგიძლიათ რამე დახატოთ, ან გვერდით მჯდომს გადაულაპარაკოთ, მოკლედ ყურადღება 1 წუთით სხვა რამეზე გადაიტანოთ...


2. არ არსებობს ადამიანისთვის იმაზე სასიამოვნო ხმა, ვიდრე მისი სახელის გახმოვანება. ამიტომ, პირველი რაც ადამიანის გაცნობის შემდეგ უნდა დაიმახსოვროთ — მისი სახელია. ეს კარგი ურთიერთობის დამყარების ძირითადი წესია.


3. საწოლში დაწოლისთანავე რომ დაიძინოთ, ზურგზე უნდა დაწვეთ, მოადუნოთ სხეული, დახუჭოთ თვალები და დახუჭული ქუთუთოების ქვეშ, თვალის გუგები ზევით მიმართოთ. ეს არის თვალების ნორმალური მდგომარეობა, ძილის დროს.


4. ფსიქოლოგებმა დაასკვნეს, რომ ქალისთვის უცნობი მამაკაცის შესაფასებლად 45 წამია საკმარისი. აქედან 10 წამში ის წარმოდგენას იქმნის მის გარეგნობაზე, 8 წამი – თვალების შეფასებას ეთმობა, 7 წამი აკვირდება თმას, 10 წამი – ტუჩებს და ნიკაპს, 5 წამი – მხრებს. ხოლო, ბოლო 5 წამი – ქორწინების ბეჭდის შემოწმებას ეთმობა.


5. «ღრუბლებში ფრენა» გიყვართ? უნდა იცოდეთ, რომ ამ მხრივ გამონაკლისი ნამდვილად არა ხართ. ფსიქოლოგების კვლევის თანახმად, ყველა ადამიანი ცხოვრების, სულ მცირე, 30 % ოცნებებში ატარებს, ზოგიერთი უფრო მეტსაც. მაგრამ, ეს ცუდი არ არის – როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ადამიანები, რომლებსაც ოცნება უყვართ, უფრო შემოქმედებითები არიან და სხვადასხვა სახის პრობლემებსაც უფრო ადვილად უმკლავდებიან.


6. ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სტრესის და შფოთის დაძლევის საუკეთესო საშუალებად კითხვა აღიარეს. მათი მტკიცებით, ადამიანის ორგანიზმზე სწორედ ეს საქმიანობა მოქმედებს ყველაზე სწრაფად და ეფექტურად. გასაკვირია, მაგრამ, ეს ხერხი ბევრად უკეთესია, ვიდრე ალკოჰოლის მიღება, გასეირნება, დამამშვიდებელი ჩაი მიღება ან მუსიკის მოსმენა.


7. ხანდახან, უპასუხო სიყვარული შეპყრობილობაში იზრდება და შეიძლება ფსიქიკური დარღვევებიც გამოიწვიოს. მაგ., ისეთი, როგორიც ადელის სინდრომია — დაავადებაა, რომელიც სხვა ადამიანისადმი სიყვარულით შეპყრობასა და მისდამი ვნებაში გამოიხატება.


8. მეცნიერები, ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ კამათში მოგებული ყოველთვის ის რჩება, ვინც ყველაზე «ხმამაღლა» და დამაჯერებლად საუბრობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ გინდათ, რომ გაიმარჯვოთ, ისაუბრეთ დამაჯერებლად, მაშინაც კი, თუ იცით, რომ მართალი არა ხართ.


9. თუ ადამიანი რამის გახსენებას ცდილობს და ამავდროულად, თვალებში გიყურებთ, დარწმუნებული იყავით — გატყუებთ.


10. ქალი პარტნიორისგან სიყვარულს მაშინ გრძნობს, როდესაც მასთან ურთიერთობისას პირისპირ არის. ხოლო მამაკაცი, პირიქით, — ემოციურ სიახლოვეს პარტნიორის გვერდით ჯდომის დროს განიცდის.


11. თუ ფიქრობთ, რომ ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება შეგიძლიათ, ნამდვილად ცდებით. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანს 2-3 საქმის პარალელურ რეჟიმში კეთება არ შეუძლია. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ სიარულის დროს ვინმეს ესაუბროთ, მაგრამ თქვენი ტვინი, დროის კონკრეტულ მომენტში, ყოველთვის მხოლოდ ერთ პრიორიტეტულ ფუნქციაზე იქნება ორიენტირებული. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ერთდროულად ორ განსხვავებულ რამეზე ფიქრი.


12. როდესაც გძინავთ და სიზმრებს ხედავთ, თქვენი ტვინი დღის მანძილზე მიღებულ მასალას ამუშავებს, ცალ-ცალკე ახარისხებს მნიშვნელოვან და ნაკლებად მნიშვნელოვან ინფორმაციას – ზოგ რამეს იმახსოვრებს, ზოგს ივიწყებს. ალბათ, არაერთხელ გსმენიათ, რომ გამოცდის ან მნიშვნელოვანი მოვლენის წინ, «კარგად გამოძინება» აუცილებელია.


13. რაც უფრო ჭკვიანია ადამიანი, მით უფრო ხშირად არ არის დარწმუნებული საკუთარ მოსაზრების სისწორეში.


14. რაც უფრო ჭკვიანია ადამიანი, მით უფრო იშვიათად იძლევა რჩევებს (ფრთხილად იყავით იმ ადამიანებთან, ვინც ძალიან ბევრ რჩევას, თხოვნის გარეშე გაძლევთ).


15. ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ეხმარებიან სხვებს, გაცილებით ბედნიერები არიან და ასაკთან ერთად, ნაკლებად განიცდიან დეპრესიას.


17. ქალი მხოლოდ მას ეკამათება, ვინც ნამდვილად აინტერესებს. ნაკლები დაპირისპირება — ნაკლებ ინტერესს ნიშნავს.


18. თუ რამეს ელით, კეთილშობილური საქმეების სანაცვლოდ, ე. ი. არც ისე კარგი ადამიანი ხართ.


19. ტყუილი უფრო მეტ გონებრივ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე სიმართლე. როცა ტყუილს ვამბობთ, უნებურად იმაზე ვფიქრობთ, შეესაბამება თუ არა ის საერთო «ლეგენდას»? ასევე ვნერვიულობთ, თუნდაც პატარა ტყუილის გავლენის გამო, ჩვენს ცხოვრებაზე, ურთიერთობებზე და ავტორიტეტზე. სიმართლეს კი, უარყოფითი შედეგები თითქმის არ აქვს.


20. არასოდეს ინერვიულო იმაზე, რომ ვინმეს არ უყვარხართ ისეთ, როგორიც ხარ. იმიტომ რომ, ყოველთვის მოიძებნება ადამიანი, ვინც იგივე მიზეზით შეგიყვარებთ.


21. კალორიებს გონებრივი აქტივობაც წვავს.


22. სიკვდილი მეორეა, რისაც ადამიანებს ყველაზე მეტად ეშინიათ. პირველი — წარუმატებლობის შიშია.


23. შოკოლადს და შოპინგს უფრო ძლიერ დამოკიდებულების გამოწვევა შეუძლია, ვიდრე ნარკოტიკს.


24. მაღალი IQ-ის მქონე ქალებს უფრო უჭირთ პარტნიორის პოვნა, ვიდრე საშუალო და დაბალი დონის IQ-ს მქონეებს.


25. როდესაც არასაჭირო ადამიანებთან ურთიერთობას შეწყვეტთ, თქვენს ცხოვრებაში კარგი მოვლენები დაიწყება... და ეს, უბრალო დამთხვევა არ არის.


image

არხის სხვა სიახლეები:


* XXI საუკუნის ნოსტრადამუსმა ევროკავშირის დაშლა იწინასწარმეტყველა

* ეგვიპტეში ნაპოვნია არტეფაქტები, რომელიც წინა ცივილიზაციის შესახებ, ინფორმაციას შეიცავს

* 4 წლის იყო სიკვდილს თვალებში რომ ჩახედა და შემდეგ, მისი საფრთხის წინაშე, არაერთხელ ყოფილა...

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
235
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0