x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვინ არიან მსოფლიოს უმსხვილესი მაფიოზები დღეისთვის?
image
საიდუმლო ოჯახები, კლანები და დიდი კვალი ხელოვნებაზე, განსაკუთრებით კინემატოგრაფიაზე - მთელი მსოფლიოს მაფიოზები ყოველთვის გარშემორტყმული არიან ჭორებით და ლეგენდებით. ნიუ-იორკის, ჩიკაგოს, ნიუ-ჯერსის ცნობილი ბანდები, საშიში მულტინაციონალური ფრანგული მაფია, საშიში და ძლიერი ტრიადა, აღმოსავლეთ ევროპისა და ლათინური ამერიკის ემიგრანტების დაუნდობელი ჯგუფები. მაფიის გეოგრაფია საკმაოდ ფართოა.

რასაკვირველია, ყოველთვის დიდ ყურადღებას იმსახურებენ მაფიის ხელმძღვანელები, რომლებზეც როგორც ადრე, ახლაც იღებენ ფილმებს. მათი ფოტოები არ ბრწყინავს შესანიშნავი ხარისხით, რადგან, მაფიის ლიდერები არ არიან კინოვარსკვლავები და ცდილობენ კამერების წინ იშვითად გამოჩნდნენ.

image

1. სებასტიანო პელლე, იტალიის მაფია, კლან "ნდრანგეტას" ბოსი. ისინი, ვინც არ წავიდნენ შეერთებულ შტატებში და თავიანთ მშობლიურ იტალიურ მიწაზე ბიზნესი დაიწყეს, 2011 წლიდან პატიმრობაში იმყოფებიან. ისინი შიგნიდან მართავენ პროცესებს თავიანთი ნდობით აღჭურვილი პირების დახმარებით. იმდენად წარმატებულია ამ იტალიური ბანდის საქმიანობა, რომ მათი შემოსავალი მთლიანი შიდა პროდუქტის 3% -ს შეადგენს.


image

2. ჟაკ იმბერი, ფრანგული მაფია, კლანი "სამი იხვის" ხელმძღვანელი.
ჟაკ იმბერმა 2005 წელს მოიხადა სასჯელი.

აღსანიშნავია, რომ 1977 წელს მასზე თავდასხმა მოაწყეს, რამაც საფუძველი ჩაუყარა ფილმს -"22 ტყვია: უკვდავი", სადაც მისი გმირი განახორციელა ლეგენდარულმა ჟან რენომ.

image

3. ალექსეი პეტროვი, მოსკოვში სლავური მაფიის ხელმძღვანელი.
ამბობენ, რომ სწორედ ამ ადმიანმა დაიკავა მოსკოვის დედაქალაქის სლავური მაფიოზური ჯგუფის ხელმძღვანელის ადგილი, ვიაჩესლავ ივანკოვის( იაპონჩიკი) მკვლელობის შემდეგ.

image

4. გაეთანო რინა, კორლეანოს კლანის ბოსი. მარიო პიუზოს რომანის გმირი. ვინც ეჭვობს და ფიქრობს, რომ ეს მხატვრული პერსონაჟია, ცდება. კლანი არსებობს, დღესაც ცოცხალია და მისი ლიდერი მაფიოზთა მაფიოზის სახელს ატარებს.

image

5. კენიტი სინოდა, "იაკუძას" ლიდერს უწოდებენ იაპონიის მაფიის უდიდესი დაჯგუფების ნათლიმამას. იგი გამოირჩევა უშიშრობით, ყავს მინიმუმი დაცვა და გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ამიტომ, წარმოუდგენლად ავტორიტეტული და პოპულარულია.

image

6. ხუან მიგელ ალე ბელტრანი, მექსიკის უმსხვილესი ნარკოტიკების კარტელ
Sinaloa-ს ლიდერია. ბელტრანს მუდმივად აკავებენ სამართალდამცველები, მაგრამ ყოველთვის ათავისუფლებენ მტკიცებულებების არარსებობის გამო, რის გამოც, ყველა მისი ოფიციალური ფოტო მხოლოდ პოლიციასთან არის დაკავშირებული.

image

7. გეორგი ლერნერი, ისრაელში რუსული მაფიის უფროსი.
კარგი ქცევის ჟურნალისტიკის დიპლომით სტატიების დაწერა კი არ დაიწყო, არამედ, დაიწყო თაღლითობა სტუდენტურ სამშენებლო გუნდებში, რისთვისაც ის 11 წლით ჩასვეს საბჭოთა კავშირის დროს.

1998 წელს ის კვლავ დაადანაშაულეს რუსეთის ბანკებში თაღლითობისთვის. შემდგომში წავიდა ისრაელში ემიგრაციაში, სადაც ის რუსული მაფიის ლიდერი გახდა.

2006 წლიდან დღემდე სასჯელს იხდის ფინანსური პირამიდის შექმნისა და დეპოზიტების სახსრების გატაცების ბრალდებით.

0
1977
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
1977
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0