x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ბორჯღალი - მზის, გალაქტიკის და უსასრულობის სიმბოლო
ბორჯღალი - მზის,  გალაქტიკის და უსასრულობის სიმბოლო


დაუსაბამო უსასრულობა

დიდი აფეთქების და დიდი ინფლაციის წინარე ეტაპზე არსებობდა მდგომარეობა, რომელიც ხასიათდებოდა იმით, რომ არ არსებობდა დრო-სივრცე, ენერგია, რადიაცია, რაიმე სახის ნაწილაკები ან რაიმე სახის მატერია. ამის მიუხედავად, ვინაიდან სრულიად არაფრიდან რაიმეს წარმოშობა აბსურდია და შეუძლებელია, და ვინაიდან ფაქტია, რომ ამ მდგომარეობიდან წარმოიშვა ჩვენი სამყარო, ესეიგი ეს ფიზიკური მდგომარეობა მაინც იყო რაღაც და არ იქნება მართებული, რომ მას ვუწოდოთ "არაფერი". აღნიშნულ ფიზიკურ მდგომარეობას შეიძლება უბრალოდ ეწოდოს "დაუსაბამო უსასრულობა". ამ ფიზიკურ თუ მეტაფიზიკურ მდგომარეობას არ აქვს დასაწყისი, არც დასასრული და არის მუდმივი. ის არსებობს ყველა შესაძლო რეალობის (თუ სამყაროს) მიღმა და წარმოადგენს ფუნდამენტურ რეალობას, რომლიდანაც აღმოცენდება და რომელზეც დაფუძნებულია სხვა ყველა შესაძლო რეალობა, ჩვენი სამყაროს ჩათვლით.


მრავალი რეალობა და მულტისამყარო


ბუნებრივი იქნებოდა ეარსება მხოლოდ "დაუსაბამო უსასრულობას" და მეტს არასოდეს არაფერს ეარსება, მაგრამ ასე არ მოხდა. ფაქტია, რომ "ფუნდამენტური რეალობიდან" წარმოიშვა მინიმუმ ერთი რეალობა - ჩვენი სამყარო. როგორც ჩანს, "დაუსაბამო უსასრულობა" ბუნებრივად ბადებს სამყაროებს, რომელთა რაოდენობაც უსასრულოდ დიდია. ამ სამყაროთაგან ბევრი ერთმანეთის იდენტურია, ხოლო ბევრად უფრო მეტია ისეთი, რომელთა ფიზიკური კანონები ერთმანეთისგან განსხვავებულია. იშვიათად წარმოიშვება ჩვენი მსგავსი სამყაროები, სადაც ფიზიკური კანონები ისეა დარეგულირებული, რომ საშუალებას იძლევა მათში სიცოცხლე გაჩნდეს, განვითარდეს ევოლუციის (დროში ცვალებადობის) მეშვეობით, გართულდეს და ჩამოაყალიბოს იმდენად მაღალი ცნობიერების, ღრმა აზროვნების და ინტელექტის მქონე სახეობა ან სახეობები, რომ მათ შეძლონ ტექნოლოგიური ცივილიზაციების განვითარება.


ჩვენი სამყარო, მისი შორეული მომავალი და საბოლოო ბედი

ჩვენი სამყარო მუდმივად გაფართოვდება და მუდამ იარსებებს. ჩვენ მიერ "დაკვირვებადი სამყარო" (რა სივრცის დანახვაც შეგვიძლია) შეიცავს 2 ტრილიონამდე გალაქტიკას. მისი რადიუსი 46.5 მილიარდი სინათლის წელია, შესაბამისად დიამეტრი - 93 მილიარდი სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული. მაგრამ "დაკვირვებადი სამყაროს" მიღმა კიდევ არსებობს კოსმოსი. მაგრამ რამდენად დიდია მთელი ჩვენი სამყარო? გამოთვლილია, რომ მისი მთელი ზომა მინიმუმ 15 მილიონჯერ აღემატება "დაკვირვებად სამყაროს", მაგრამ ეს მხოლოდ მინიმუმ. სინამდვილეში, ის ბევრად დიდია. თუმცა ზუსტად არ ვიცით, რამდენად დიდი.

კოსმოსური ინფლაციის თეორიის მიხედვით, რომელიც პროფესორ ალან გუთს ეკუთვნის, თუ კოსმოსური ინფლაცია დაიწყო დიდი აფეთქებიდან 0, 0000000000000000000000000000000000001 წამის გასვლის შემდეგ, ანუ დიდი აფეთქებიდან წამის ათ დუოდეცილიონედში (1 / 10^36), და თუ მივიჩნევთ, რომ ჩვენი სამყაროს ზომა უდრის მისი ასაკი X სინათლის სიჩქარეზე, მაშინ დღევანდელ დღეს, 21-ე საუკუნეში, ჩვენი სამყაროს ზომა 150 სექსტილიონჯერ აღემატება ჩვენი დაკვირვებადი სამყაროს ზომას.


წარსული არსებობს და ყოველთვის იარსებებს

ჩვენი სამყარო ყოველთვის იარსებებს, მაგრამ მოხდება მისი ე.წ. "სითბური სიკვდილი", კერძოდ 100 ტრილიონი წლის შემდეგ ჩვენს სამყაროში შეწყდება ახალი ვარსკვლავების წარმოქმნა. დაიწყება ახალი ეტაპი მის ისტორიაში, რომლის შემდეგადაც ყველაფერი, რაც იმ დროისთვის იარსებებს: ვარსკვლავები, პლანეტები და სხვა ყველა მატერია ასობით ტრილიონი წლის განმავლობაში ატომებად დაიშლება. მომდევნო ტრილიონობით წლის გასვლის შემდეგ თავად ეს ატომებიც დაიშლება მათ შემადგენელ ნაწილაკებად. ბოლოს, შავი ხვრელებიც კი აორთქლდება ძალიან ნელ-ნელა, წარმოუდგენლად დიდი დროის გასვლის შემდეგ და ჩვენი სამყარო დარჩება მხოლოდ დრო-სივრცე და ენერგია. ის გახდება სრულიად ბნელი, ცივი და მატერიის გარეშე.

ჩვენი სამყაროს ამგვარ "სითბურ სიკვდილს" გადაურჩება მხოლოდ ისეთი ცივილიზაცია, რომელიც იპოვის გზას დროში მოგზაურობისთვის. კონკრეტულად, წარსულ დროში მოგზაურობისთვის. თუ ეს შესაძლებელი გახდება, ამ ცოდნის, ამ ტექნოლოგიის მქონე ცივილიზაცია ყოველთვის შეძლებს გადავიდეს ჩვენი სამყაროს წარსულ პერიოდში, მისი აყვავების პერიოდში და სამუდამოდ განაგრძოს არსებობა და განვითარება, ვინაიდან ჩვენი სამყაროს ფიზიკური მახასიათებლების და კანონების გამო, ის მუდამ იარსებებს, ესეიგი ამ სამყაროს წარსულიც მუდამ იარსებებს მასში. ფიზიკა ცხადყოფს, რომ ამ კონკრეტულ სამყაროში წარსული ყოველთვის არსებობს და ისეთივე რეალურია, როგორც აწმყო. და ასე იქნება მუდამ. ჩვენ უბრალოდ ჯერჯერობით არ გვაქვს ტექნოლოგია წარსულში მოგზაურობისთვის. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არასოდეს შეგვეძლება.

აინშტაინის ფარდობითობის თეორიების მიხედვით, კერძოდ ფარდობითობის სპეციალური თეორიისა და ფარდობითობის ზოგადი თეორიის მიხედვით (რომელთა მართებულობაც დამტკიცებულია), დროის ცნება გადაჯაჭვულია სივრცისა და გრავიტაციის ქსოვილთან. დროის ბუნება არ არის აბსოლუტური და დამოკიდებულია ობიექტების მოძრაობასა და გრავიტაციულ ველებზე. მთელი ჩვენი სამყაროს წარსული, წარსულში მომხდარი მოვლენები კვლავ არსებობს, როგორც თავად სივრცე-დროის კონტინუუმის ქსოვილის ნაწილი. თუმცა ამ მოვლენებზე დაკვირვების ან წვდომის და მათზე ზემოქმედების შესაძლებლობა ჩვენთვის ჯერჯერობით შეზღუდულია სინათლის სიჩქარით ინფორმაციის სასრული გავრცელებით დაწესებული შეზღუდვებით.


წარსული არსებობს და ყოველთვის იარსებებს - საბინე ჰოსენფელდერი


როგორ უნდა გადაურჩეს ცივილიზაცია ჩვენი სამყაროს სითბურ სიკვდილს?

როგორ უნდა მიაღწიოს ცივილიზაციამ ამდენად მაღალ ტექნოლოგიურ დონეს, რომ შეძლოს წარსულ დროში მოგზაურობა?

პირველ ეტაპზე, ამისთვის უნდა განვავითაროთ 5 მთავარი მიმართულება (და სხვა მრავალი):

1. გენეტიკური ინჟინერია

2. ხელოვნური ინტელექტი და კვანტური კომპიუტინგი (კვანტური გამოთვლა)

3. რობოტიკა

4. ნანოტექნოლოგია

5. ენერგოწარმოების ეფექტური გზები, როგორიცაა ატომური შერწყმა (ბირთვული შერწყმა)

თანდათან ჩვენ, როგორც სახეობა და როგორც ცივილიზაცია, უნდა გავვრცელდეთ ჩვენი პლანეტიდან ჯერ მზის სისტემაში, შემდეგ კი მთელ ჩვენს გალაქტიკაში, რომელშიც 100 მილიარდიდან 400 მილიარდამდე ვარსკვლავია და გვაქვს ტრილიონობით წელი მის ასათვისებლად. (და ასევე სხვა ასეთივე გალაქტიკების ასათვისებლად, რომელთა რაოდენობაც, როგორც ვთქვით, 2 ტრილიონამდეა იმ საერთო სივრცის მცირე ნაწილში, რომელზე დაკვირვებაც დღეს შეგვიძლია).


წყარო 1: How the Universe is way bigger, than you think - ReallifeLore;

წყარო 2: Does past still exists - Sabbine Hosselfenlder;

წყარო 3: დროის ფიზიკა - კრებული;

წყარო 4: მულტისამყარო - კრებული;



ბორჯღალი - მზის, გალაქტიკის და უსასრულობის სიმბოლო


1. ბორჯღალი, როგორც მზის სიმბოლო - მეგრულად "ბარჩხალი" აღნიშნავს კაშკაშს, ბრწყინვას, ბზინვას, ელვარებას და სხივების ფრქვევას (მეგრულ-ქართული ლექსიკონი, ოთარ ქაჯაია, 2001); ბორჯღალის, როგორც სიტყვის ეტიმოლოგია როგორც ჩანს უკავშირდება ამ სიტყვას, ეს სავარაუდოა როგორც ამ სიტყვების ჟღერადობის, ასევე შინაარსობრივი ურთიერთკავშირის გამო. მეგრულში "ბჟა ბარჩხალია"-ს უწოდებენ მცხუნვარე მზეს. ასევე "ბარჩხალიას" იყენებენ ზოგადად ვარსკვლავების, როგორც მანათობელი, სხივმფენი ციური სხეულების აღსანიშნავად. (იხ. ვარსკვლავთა ტიპები);


ბორჯღალი,  როგორც მზის სიმბოლო



2. ბორჯღალი, როგორც გალაქტიკის სიმბოლო - სინამდვილეში არ ვიცით ძველმა კულტურულმა ხალხებმა კავკასიაში, მესოპოტამიაში და ირანში, კერძოდ მტკვარ-არაქსელმა პროტო-ქართველებმა, თრიალეთის კულტურის წარმომადგენლებმა (პროტო-ქართველებმა ან მონათესავე ტომებმა) ელამელებმა და შუმერებმა, რომლებიც ამ სიმბოლოს ხშირად იყენებდნენ და რომლებმაც დედამიწაზე პირველებმა შექმნეს ცივილიზაცია, იცოდნენ თუ არა საიდანმე ჩვენი გალაქტიკის და კიდევ ბევრი სხვა გალაქტიკის ფორმა. ასტრონომებმა 1845 წელს პირველად აღმოჩინეს, რომ ზოგიერთ გალაქტიკას ჰქონდა ბორჯღალოსებრი ფორმა და ასეთ გალაქტიკებს შემდგომში "სპირალური გალაქტიკები" უწოდეს. ბორჯღალის ფორმა საოცრად ემთხვევა ჩვენი გალაქტიკის - ირმის ნახტომის ფორმას ისევე, როგორც იმეორებს სხვა ყველა ე.წ. "სპირალური გალაქტიკის" ფორმას. აღსანიშნავია, რომ სპირალური ფორმა ანუ ბორჯღალოსებრი ფორმა გალაქტიკებისთვის არის ყველაზე ხშირი. გამოთვლილია, რომ ჩვენს დაკვირვებად სამყაროში არსებული 2 ტრილიონამდე გალაქტიკის 70-80% არის სწორედ სპირალური გალაქტიკა, რომელიც ბორჯღალს ჰგავს. (იხ. "გალაქტიკების ტიპები"; ასევე იხილეთ "გალაქტიკების ტიპები მორგანისა და ჰაბლის სქემების მიხედვით");


ბორჯღალი,  როგორც გალაქტიკის სიმბოლობორჯღალი,  როგორც გალაქტიკის სიმბოლო



3. ბორჯღალი, როგორც დროის უსასრულობის სიმბოლო - ჩვენ ბორჯღალის ეტიმოლოგიაზე საუბრისას განვიხილეთ მეგრული სიტყვის - "ბარჩხალი"-ს ვარიანტი, მაგრამ თუ ბორჯღალს სიტყვა-სიტყვით ვთარგმნით მეგრულიდან, აღმოჩნდება, რომ ეს ნიშნავს "დროის მდინარე"-ს, "დროის მდინარება"-ს. მეგრულად "ბორჯ" აღნიშნავს დროს, ხოლო "ღალი" ან"ღალ", "ღალა" ნიშნავს ღელეს, მდინარე წყალს, პატარა მდინარეს (არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი). ამგვარად ბორჯღალი, როგორც მუდამ მოტრიალე დროის ბორბალი და მუდამ მიმდინარე დროის მდინარე - თავად უსასრულობის სიმბოლოდ გვევლინება.

ბორჯღალი,  როგორც დროის უსასრულობის სიმბოლო

ბორჯღალი,  როგორც დროის უსასრულობის სიმბოლო

ბორჯღალი,  როგორც დროის უსასრულობის სიმბოლო



4. ბორჯღალი, როგორც უკვდავების სიმბოლო - ძველ ქართულად "ბორჯღლი" ეწოდება ირმის რქას და ასევე ხის ისეთ მსხვილ ტოტს, რომელიც შემდეგ კიდევ განიტოტება მრავალ უფრო მცირე და წვრილ ტოტებად. ირმის რქა ზოგიერთ ძველ ხალხში, მათს ტრადიციაში, მითოლოგიაში და რწმენით სისტემაში ოდითგან მიიჩნეოდა სიცოცხლის ხის სიმბოლოდ. ხოლო რქების ცვლა ირმების მიერ ქართულ მითოლოგიაში უკვდავების სიმბოლოდ განიხილებოდა.


ბორჯღალი,  როგორც უკვდავების სიმბოლო




5. ბორჯღალი, როგორც ქართული მოდგმის სიმბოლო - კონკრეტულად ეს სიმბოლო, სვასტიკის ეს ერთ-ერთი სახე დაიბადა მტკვარ-არაქსის კულტურაში, რომელიც იყო სამხრეთ-კავკასიური, პროტო-ქართული კულტურა და არსებობდა ძვ.წ. 3400-2000 წლებში. და ასევე კოლხურ კულტურაში, რომელიც იყო პროტო-ქართული კულტურა და არსებობდა ძვ.წ. 2700-700 წლებში (ანტონიო საგონა, "კავკასიის არქეოლოგია უადრესი ნამოსახლარებიდან რკინის ხანამდე", 2017, გვ. 450). შემდეგ გავრცელდა შუმერულ ცივილიზაციაში (მესოპოტამიაში) და ელამში. ელამი იყო შუმერების და კავკასიელი ადგილობრივების მონათესავე ხალხის ცივილიზაცია ირანის ტერიტორიაზე, რომელიც არსებობდა ძვ.წ. 3200-539 წლებში). და შემდეგ გავრცელდა მთელ მსოფლიოში, მათ შორის ინდო-ევროპულ და სხვა ხალხებშიც. ყველაზე საოცარია ბორჯღალის ერთი აღმოჩენა, რომელიც გაკეთდა სამხრეთ ამერიკაში და რომელსაც ესპანურად უწოდეს "Disco colgante" რაც ითარგმნება, როგორც "გულსაკიდი დისკო". ვარაუდობენ, რომ ეს არტეფაქტი სამხრეთ ამერიკაში შეიქმნა ან მოხვდა ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისისთვის, დაახლოებით პირველ საუკუნეში, მაგრამ არტეფაქტის ასაკი ზუსტად დადგენილი დღემდე არ არის. ობიექტი 2024 წლისთვის ინახება სამხრეთ ამერიკაში, პერუს დედაქალაქ ლიმაში მდებარე რაფაელ ლარკო ჰერეროს არქეოლოგიურ მუზეუმში.


ბორჯღალი,  როგორც ქართული მოდგმის სიმბოლო



საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ არტეფაქტებზე უხშირესად გვხვდება ორი მთავარი საკრალური სიმბოლო: ბორჯღალი და სვასტიკა. ისინი თარიღდება სპილენძის, ბრინჯაოს და რკინის ხანით და ეკუთვნის კოლხურ კულტურას, შემდგომ კოლხეთის სახელმწიფოს და ასევე მტკვარ-არაქსის კულტურას და მის საფუძველზე განვითარებულ უპირველეს პროტო-ქართულ სახელმწიფოებს აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში (რომლებიც ზოგჯერ იყვნენ სამი დიდი კონფედერაციის ნაწილი: ნაირი, ეთიუნი და ხაიაშა-აზი) და თრიალეთის კულტურას. ყველა და ყველანაირი ბორჯღალი წარმოშობილია ამ კულტურებიდან - და ამ მხრივ არ აქვს მნიშვნელობა შვიდქიმიანია, ექვსქიმიანია, ხუთქიმიანი, თუ რვა ან მეტქიმიანია ბორჯღალი და არც იმას, თუ რომელ მხარეს ბრუნავს (გავრცელებულია არასწორი ინფორმაცია რომ მხოლოდ 7-ქიმიანია ქართული - მისი ქიმების რაოდენობას და ბრუნვის მიმართულებას მხოლოდ საკრალური დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს და არა წარმოშობის გასარკვევი მნიშვნელობა - ხოლო რაც შეეხება სვასტიკას, უძველესი სვასტიკები ინდო-ევროპელების ევროპაში მიგრაციამდე დიდი ხნით ადრე არსებულ ძველ-ევროპულ კულტურებშია აღმოჩენილი).


ბორჯღალა-გულსაკიდები ქურუმებისთვის - პროტო-ქართული სახელმწიფოებიდან და კულტურებიდან. ისინი თარიღდება ძვ.წ. II ათასწლეულით:

ბორჯღალა-გულსაკიდები ქურუმებისთვის - პროტო-ქართული სახელმწიფოებიდან და კულტურებიდან. ძვ.წ. II ათასწლეულიბორჯღალა-გულსაკიდი ქურუმებისთვის - პროტო-ქართული სახელმწიფოებიდან და კულტურებიდან. ძვ.წ. II ათასწლბორჯღალა-გულსაკიდი ქურუმებისთვის - პროტო-ქართული სახელმწიფოებიდან და კულტურებიდან. ძვ.წ. II ათასწლბორჯღალა-გულსაკიდი ქურუმებისთვის - პროტო-ქართული სახელმწიფოებიდან და კულტურებიდან. ძვ.წ. II ათასწლბორჯღალა-გულსაკიდი ქურუმებისთვის - პროტო-ქართული სახელმწიფოებიდან და კულტურებიდან. ძვ.წ. II ათასწლბორჯღალა-გულსაკიდი ქურუმებისთვის - პროტო-ქართული სახელმწიფოებიდან და კულტურებიდან. ძვ.წ. II ათასწლბორჯღალა-გულსაკიდი ქურუმებისთვის - პროტო-ქართული სახელმწიფოებიდან და კულტურებიდან. ძვ.წ. II ათასწლ



სამეცნიერო სტატიები:

1. შესაძლებელია არსებობდეს ღმერთი აკადემიური მეცნიერების მიხედვით?

2. რამდენიმე საინტერესო მითი და ფაქტი კოსმოსის შესახებ

3. საინტერესო ფაქტები ანტიმატერიის შესახებ მოკლედ

4. საინტერესო ფაქტები სამყაროს გაფართოების შესახებ მოკლედ

5. საინტერესო ფაქტები შავ ხვრელებზე

6. საინტერესო მეცნიერული ფაქტები

7. ადამიანის უჯრედების ტიპები

8. კიდევ ერთი სენსაციური აღმოჩენა ქვემო ქართლში

9. ძვ.წ. 4200 წლის დიდი დასახლება ქვემო ქართლში

10. გამოაშკარავდა უდიდესი ტყუილი სტალინის შესახებ

11. გამოაშკარავდა უდიდესი ტყუილი რუსების გენეტიკური წარმოშობის შესახებ

12. რუსების და რუსეთის ისტორია მოკლედ

13. ვინ და რატომ გაჰყო ერთიანი ევრაზიის კონტინენტი ორად?

14. და მაინც, რა არის სინათლე?

15. ქართველების როლი ბიზანტიის იმპერიაში

16. საინტერესო სამეცნიერო სიახლეები

17. საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მეორე

18. საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მესამე

19. საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მეოთხე

20. საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მეხუთე

21. ვეფხვაძეების მხატვართა დინასტია

22. საქართველოს რეგიონები სიდიდის მიხედვით

23. რუსეთის იმპერიის ქართველი გენერლები - ნაწილი პირველი

24. რუსეთის იმპერიის ქართველი გენერლები - ნაწილი მეორე

25. რუსეთის იმპერიის ქართველი გენერლები - ნაწილი მესამე

26. რუსეთის იმპერიის ქართველი გენერლები - ნაწილი მეოთხე

27. რუსეთის იმპერიის ქართველი გენერლები - ნაწილი მეხუთე

28. რუსეთის იმპერიის ქართველი გენერლები - ნაწილი მეექვსე

29. რუსეთის 1917 წლის დროებითი მთავრობის ქართველი გენერლები

30. საბჭოთა კავშირის ქართველი გენერლები

31. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერლები 1918-21 წლებში

32. კავკასიის ადმინისტრაციული დაყოფა რუსეთის იმპერიაში

33. რამდენად დიდია სამყარო და სად არის ღმერთი?

34. რა არის ზენაციონალური გაერთიანება?

35. მიკრობები და მათი ტიპები

36. შესაძლებელია თუ არა დროში მოგზაურობა ჩვენს სამყაროში?


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


4
140
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
140
  
28 მაისი, 3:13
Immeasurable infinity
Before the Big Bang and the Big Inflation, there was a state characterized by no space-time, no energy, no radiation, no particles of any kind, or no matter of any kind. Nevertheless, since it is absurd and impossible for something to come from absolutely nothing, and since it is a fact that our Universe arose from this state, this physical state was still something, and it would not be correct to call it "nothing". This physical condition can simply be called "Immeasurable infinity". This physical or metaphysical state has no beginning, no end, is permanent and Infinite. It exists beyond all possible realities and is the fundamental reality from which all other possible realities, including our universe, arise and are based.

Multiple realities and Multiverses
It would be natural for there to be only "Immeasurable infinity" and nothing else ever to exist, but it didn't. It is clear that from the "fundamental reality" at least one reality - our Universe - has arisen. It seems that the "Immeasurable infinity" naturally gives rise to universes that are infinitely large in number. Many of these Universes are identical, and there are many more whose physical laws are different. Rarely do Universes like ours arise where the physical laws are regulated in such a way as to allow life to arise, develop through evolution (change over time), become more complex, and form a species with such high consciousness, deep thought, and intelligence that they can develop technological civilizations.
28 მაისი, 3:13
Our Universe, its distant future and ultimate destiny
Our Universe is constantly expanding and will always exist. Our "observable universe" (space that we can see) contains up to 2 trillion galaxies. Its radius is 46.5 billion light years, so its diameter is 93 billion light years. But beyond the "observable universe" there is still space. But how big is our entire universe? It is calculated that its entire size is at least 15 million times larger than the "observable universe", but this is only a minimum. In fact, it is much bigger. But we don't know exactly how big.
According to the theory of cosmic inflation, which belongs to Professor Alan Guth, if cosmic inflation started after 0.00000000000000000000000000000001 seconds after the big bang, that is, in ten duodecillionths of a second (1 / 10^36), and if we consider that the size of our universe is equal to its Age X the speed of light, then today, in the 21st century, the size of our universe is 150 sextillion times the size of our observable universe.
28 მაისი, 3:13
The past exists and will always exist
Our Universe will always exist, but its so-called destruction will happen as a "Heat death", namely after 100 trillion years our universe will stop forming new stars. A new stage in its history will begin, after which everything that will exist at that time: stars, planets and all other matter will disintegrate into atoms over hundreds of trillions of years. After the next trillions of years, these atoms themselves will disintegrate into their constituent particles. Eventually, even black holes will evaporate very slowly, after an incredibly long time, and our universe will be nothing but space-time and energy. It will become completely dark, cold and matterless. only Space-time and Energy will always remain.
Only a civilization that finds a way and technology to travel in time will survive such a "heat death" of our Universe. Specifically, time travel in the past is necessary in this case. If it becomes possible, a civilization with this knowledge, this technology, will always be able to move into the past of our Universe, its heyday, and continue to exist and develop forever, because of the physical characteristics and laws of our Universe, as it will always exist, that is, the past of this Universe also will always exist in it. . Physics reveals that in this particular Universe the past always exists and is as real as the present. And so it will always be. We simply do not yet have the technology to travel back in time. But that doesn't mean we can never do it.
28 მაისი, 3:12
According to Einstein's theories of relativity, specifically the special theory of relativity and the general theory of relativity (which have been proven correct), the concept of time is intertwined with the fabric of space and gravity. The nature of time is not absolute and depends on the motion of objects and gravitational fields. All of our universe's past, past events still exist as part of the fabric of the space-time continuum itself. However, our ability to observe or access and influence these events is so far limited by the limitations imposed by the finite propagation of information and limitation of the speed of light.

How can civilization survive the heat death of our Universe?
How does a civilization achieve such a high level of technology that it can travel back in time?
At the first stage, for this we need to develop 5 main directions (and many others):
1. Genetic engineering
2. Artificial intelligence and quantum computing
3. Robotics
4. Nanotechnology
5. Efficient ways of energy production, such as atomic fusion (nuclear fusion)
Gradually, we as a species and as a civilization must spread from our planet first into the solar system and then into our entire galaxy, which has 100 billion to 400 billion stars and has trillions of years to absorb it. (And also to spread in other such galaxies, the number of which, as we said, is up to 2 trillion in the small part of the total space that we can observe today).
0 1 4