x
მეტი
  • 16.06.2024
  • სტატია:135371
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509636
რამდენიმე საინტერესო ფაქტი ლევან აბაშიძეზე+უკანასკნელი ფოტო
image

22 მაისს (1963წ.)დაიბადა მსახიობი ლევან აბაშიძე, რომელიც 29 წლის ასაკში აფხაზეთის ომში დაიღუპა, მიუხედავად ხანმოკლე სიცოცხლისა, მსახიობმა თითქმის ორ ათეულ ფილმში ითამაშა. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ლევან აბაშიძის შესახებ.


***

კანის კინოფესტივალის მიმოხილვაში ფრანგულმა პრესამ ის მარლონ ბრანდოს შეადარა. მსახიობის სილამაზით და პროფესიონალიზმით მოხიბლული მაყურებელი გულგრილად ვერ უყურებს ფილმებს ლევან აბაშიძის მონაწილეობით.


image



***

რეჟისორი გუგული მგელაძე


“ჩემს ფილმში “ფესვები” დოდო აბაშიძეს და ლევან აბაშიძეს რომ უნდა ეთამაშათ, ეს თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა. სუფთა პიროვნებები იყვნენ და ამიტომ. თვალებში სული ირეკლება. ლევანი ჩემი ვაჟის ახლო მეგობარი იყო, უხმო კაცი, უთქმელი, ზღაპარი, სუფთა ადამიანი. მეც ვმეგობრობდი მასთან როგორც შემეძლო.


საფრანგეთში თერთმეტი დღით ვიყავით წასული თერთმეტი კაცი „ფესვების” გადაღებაზე. ჩვენი სასტუმროს პირდაპირ იტალიელების რესტორანი იყო. ალბათ, იფიქრეს, რადგან კინოს იღებენ, მილიონრები იქნებიანო და ორი-სამი დღის განმავლობაში უფასოდ გვეპატიჟებოდნენ იმ იმედით, რომ მერე თვითონ დავიწყებდით იქ სიარულს. მაგრამ, ბოლოს, რომ დარწმუნდნენ, ჯიბეგამოფხეკილი საბჭოთა კინემატოგრაფისტები ვიყავით, ხელი ჩაიქნიეს. მერეც გვეპატიჟებოდნენ დოდო აბაშიძე მოეწონათ. სოსო ჯაჭვლიანი ბოლოს ისე გაშინაურდა, უკვეთავდა და უკვეთავდა ღვინოს, ფული კი არ ჰქონდა. მერე ფულიც გაგვიჩნდა. გადაღებებზე ორი-სამი კაცი მივდიოდით ხოლმე, დანარჩენები საყიდლებზე გარბოდნენ. ერთადერთი, ლევან აბაშიძე არ გაჰკარებია მაღაზიებს, ფრანგი გოგოები წაიყვანა რესტორანში და მთელი ფული მათ დაახარჯა."

image

***

სოფიკო ჭიაურელი და ლევან აბაშიძე ლანა ღოღობერიძის ფილმში “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” დედა-შვილს თამაშობდნენ:



"ლევან აბაშიძეს შვილებისგან ვერ ვარჩევდი, ისე მიყვარდა.


ჩემი სანდროს საუკეთესო მეგობარი იყო. მას კი ისეთი ინტუიცია აქვს, სამეგობროდ მხოლოდ სუფთა ადამიანებს ირჩევს.


მისი ყოველი შემოსვლა ჩვენთან ოჯახში, იცით, მზე რომ კაშკაშს იწყებს ხოლმე, ისეთი იყო. თითქოს ნათელ სხივს დაატარებდა – სითბოს, სიკეთეს…


რაც შეეხება ჩემ ურთიერთობას მასთან, როგორც პარტნიორთან, განაპირობებდა მისი დიდი მსახიობური ტალანტი. ამიტომაც მტკიცედ ვიყავი დარწმუნებული, რომ ლევანის ბრწყინვალე ეკრანული სახეები მხოლოდ პრელუდია იყო იმ დიდი შემოქმედებითი გზისა, რაც მას აუცილებლად უნდა გაევლო.


ვაგლახ, რომ ძალიან დამაკლდა, ძალიან… განა მარტო მე?”


image


***

ლევანის დედა მანანა ხიდაშელი:


“მხოლოდ მან იცოდა ერთი ყვავილის განსაკუთრებული ელეგანტურობით მირთმევა და მხოლოდ მას შეეძლო ნებისმიერი ასაკის ქალის მოხიბვლა. მის გვერდით მუდამ ლამაზი ქალები იყვნენ და ეს ქალები ხშირად იცვლებოდნენ. რომ მოვდიოდი, სულ სხვადასხვა გოგოები გამოდიოდნენ სახლიდან, მაგრამ არასოდეს უსინდისობა არ ჩაუდენია, ყოველთვის იცოდა, ვისთან როგორ მოქცეულიყო. გაუთავებელი რომანები ჰქონდა.”


მსახიობისთვის ამდენ გოგონას შორის იყო ერთი გამორჩეული და განსაკუთრებული – მოლდაველი მსახიობი მიკაელა სტრიმბიანუ(ფოტოზე). მიკა თბილისის თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლობდა. მათ ერთმანეთი თბილისში გაიცნეს და დიდი სიყვარულიც დაიწყო. თავდაპირველად ისინი ჩუმად ხვდებოდნენ ერთმანეთს, მოგვიანებით კი ლევანმა დედას სთხოვა, მიკას მათთან ეცხოვრა. დედაც დათანხმდა. მიკა მათთან მანამდე ცხოვრობდა, სანამ ინსტიტუტი არ დაამთავრა, მერე კი სამშობლოში დაბრუნდა. მიკას არ დაუკარგავს კავშირი არც ლევანთან და არც მის დედასთან, ყოველთვის ურეკავდა და კითხულობდა. ლევანის აფხაზეთის ომში დაღუპვა კი საშინლად განიცადა.

image




***

მისი მშობლები - აგი აბაშიძე და მანანა ხიდაშელი - მეცნიერები იყვნენ. დედა - მანანა ხიდაშელი(ფოტოზე) ცნობილი ქართველი ისტორიკოსია. შთამომავლობით ლევანი, ერეკლე II-ის პირდაპირი შთამომავალი იყო – თეკლე ბატონიშვილის შტოდან. ლევანის მშობლები გარეგნულადაც გამორჩეულები იყვნენ. მანანა ხიდაშელის ახალგაზრდობის ფოტოები ხშირად ვრცელდება სოციალურ ქსელში.


image







***


ფოტოხელოვანი გურამ წიბახაშვილი:


“ეს არის ლევან აბაშიძის ჩემ მიერ გადაღებული ბოლო ფოტო. ძალიან უცნაურია… ლევანთან ვმეგობრობდი. ერთხელ შევუარე სახლში და მთხოვა, ფოტოები გადამიღეო.


დავიწყეთ გადაღება და ეს ნაგანი გამოიტანა. მე არ მიყვარს იარაღი და ვუთხარი, რომ შეენახა, მაგრამ არ დამიჯერა, გადამიღეო და აი, ასეთი ფოტო გამოვიდა, ცოტა ამერიკულ სტილში.


ამის მერე მალევე წავიდა ომში და იქ დაასრულა სიცოცხლე. მე კი რაღაც ნიშანივით დამრჩა მისი ბოლო კადრი იარაღით ხელში.“(ფოტოხელოვანი გურამ წიბახაშვილი)


image


image

ასევე დაგაინტერესებთ


110 წლის წინ, 1914 წლის 16 მაისს დაიბადა ქართველი რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი ვახტანგ ტაბლიაშვილი, კაცმა რომელმაც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გადაიღო უკვდავი მუსიკალური კომედია, მე-20 საუკუნის ყველაზე პოპულარულ ქართულ ფილმად აღიარებული "ქეთო და კოტე". 1946 წელს სსრ კავშირის მთავრობ...


11 მაისს(1937წ)დაიბადა კინორეჟისორი და სცენარისტი გიორგი შენგელაია, რომელმაც გადაიღო ისეთი ფილმები, როგორიცააალავერდობა (1963) გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით. ფიროსმანი(1969) მხატვარ ნიკო ფიროსმანის შესახებ. ვესტერნი მაცი ხვიტია (1966), "მიუზიკლი ვერის უბნის მელოდიები(1973), მუსიკალური კომედია...



დღეს 4 აპრილს 5 წელი შესრულდა დიდი ქართველი და საბჭოთა რეჟისორის გიორგი დანელიას გარდაცვალებიდან, რომელმაც კინოს მოყვარულებს დაუტოვა არაერთი მარადმწვანე ფილმები, ეს იქნება: "არ იდარდო", "დავდივარ მოსკოვის ქუჩებში", "იღბლიანი ჯენტლმენები (სცენარის ავტორი)"აფონია", მიმინო", "პასპორტი" და სხვა. ქვემოთ გთავაზობთ მეორე ნაწილს-" 5 საინტერეს...


1 აპრილს დაიბადა ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ზურაბ ქაფიანიძე.მისი დებიუტი შედგა ფილმში "ხევსურული ბალადა"(1965) მას შემდეგ მსახიობმა კიდევ 50-მდე ფილმში ითამაშა. მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი იხსენებს...


დღეს, 28 თებერვალს 87 წელი შეუსრულდა ქართველს მსახიობს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს გრიგოლ წიტაიშვილს, მსახიობმა 20-ზე მეტ ფილმში ითამაშა, განსაკუთრებული წარმატება გერასიმე როლმა მოუტანა ფილმში "სინათლე ჩვენს ფანჯრებში", დღეს გთავაზობთ

0
140
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0