x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მეათე კლასში რომ გადავედი, დედა დაბრუნდა... მაშინვე მივხვდი, რომ ის ძალიან უცხო იყო და უცხოდვე დარჩა სიცოცხლის ბოლომდე" - გრიგოლ წიტაიშვილი
image

დღეს, 28 თებერვალს 87 წელი შეუსრულდა ქართველს მსახიობს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს გრიგოლ წიტაიშვილს, მსახიობმა 20-ზე მეტ ფილმში ითამაშა, განსაკუთრებული წარმატება გერასიმე როლმა მოუტანა ფილმში "სინათლე ჩვენს ფანჯრებში", დღეს გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ეპოზოდს მსახიობის ცხოვრებიდან.



მძიმე ბავშვობა


-ბათუმში დავიბადე, ჭაობის დასახლებაში, მაგრამ ახლა იქ აღარც ჭაობია და აღარც პატარა სახლები. უდაბნოშიც რომ დაიბადოს კაცი, თავისი უდაბნო სიკვდილამდე ეყვარება, ისე როგორც მე ჩემი "ჭაობი", არადა, ტკბილი ბავშვობა არ მქონია, არ მახსოვს დედა, რომელიც 1937-ში, სულ თვეების ბავშვს გადამისახლეს. ბებიაჩემი, დეიდა და მამიდაჩემი იყვნენ ჩემი ცრემლების გამზიარებლები. ერთი ხანობა მახინჯაურის ინტერნატში მიმიყვანა ბებიამ, ფიქრობდა, რომ ჩემი განათლებისთვის იქ ყოფნა ჯობდა, მაგრამ ერთხელაც მოვარდა მამიდაჩემი და ინტერნატის ხელმძღვანელებთან ბებიას უჩივლა: ან მე მომცეს ბავშვი და გავზრდი, ან თვითონ წაიყვანოს, რა უნდა ინტერნატშიო. მერე ამოვიდა მამაჩემიც თავის ცოლთან ერთად, დამიძახეს დირექტორთან და მკითხეს, ბებიასთან გირჩევნია ყოფნა თუ მამაშენთანო. ბებიაჩემზე ვგიჟდებოდი, მაგრამ გამოვაცხადე, მამასთან უნდა წავიდე-მეთქი. რა ვიცი, რატომ... იქნებ იმიტომ, რომ დედის დაბრუნებას სულ ველოდი და არ მინდოდა დედინაცვლისთვის დამეთმო მისი ადგილი. ამიტომაც დედინაცვალს ომი გამოვუცხადე - ქალი მე და ჩემს დას თავზე დაგვტრიალებდა, მე კი ვეჩხუბებოდი. ახლა კი ვნანობ, შესანიშნავი ქალი იყო და რატომ ვტკენდი გულს. მეათე კლასში რომ გადავედი, დედა დაბრუნდა. მაშინვე მივხვდი, რომ ის ძალიან უცხო იყო და უცხოდვე დარჩა სიცოცხლის ბოლომდე, თანაც თავგზაარეული, ისე გათხოვდა, ჩემთან, ასე ვთქვათ, "ჩამოჯდომაც" ვერ მოასწრო. მიუხედავად ამისა, სიცოცხლის ბოლომდე ვუვლიდი, მას ხომ ჩემს მეტი არავინ ჰყავდა. ჩვენ მშობლის მოვლის მოვალეობები კისერზე იმ ზეციურ ტვირთად გვადევს, რომელიც თუ მოვიშორეთ, დავიღუპებით. ამას ახლა უფრო კარგად ვაცნობიერებ. სიმართლე რომ ვთქვა, ოდესმე, ალბათ, დედინაცვალსაც მოვუვლიდი, რომ დასჭირვებოდა.


imageფოტოზე:გრიგოლ წიტაიშვილი და ლია ელიავა ფილმში: „ღამის ვიზიტი"(1974)


როგორ მოხვდა ფილმში "სინათლე ჩენს ფანჯრებში"


სამჯერ შემომითვალა გუგულიმ(შენიშვნა: საუბარია ფილმის რეჟისორზე, გუგული მგლელაძეზე) და უარს ვეუბნებოდი, გრიბოედოვის თეატრში ვარ დაკავებული, კინოში ვერ გავცდები-მეთქი. მერე მითხრა, კარგი, უბრალოდ დამეხმარე, მსახიობებს რეპლიკები მიაწოდე კადრს გარედანო. გუგული შესანიშნავი ადამიანი იყო და უარი ვეღარ ვუთხარი. მერე ეს "კადრს მიღმა რეპლიკები" სამხატვრო საბჭოზე მოხვდა და გუგულიც მოვიდა მოსალაპარაკებლად - რას კარგავ, ზაფხულში შენი თეატრი არ მუშაობს, ჩვენ კი გადაღება სოხუმში, ზღვაზე გვექნება, თან დაისვენებ და თან ხელფასს მოგცემთო. მოკლედ, წავედი და კინოშიც ჩავრჩი. თეატრსაც თავი სამუდამოდ დავანებე... ჩემდა სამწუხაროდ...

imageფოტოზე:გრიგოლ წიტაიშვილი, თემურ წიკლაური, თაზო თოლორაია და დოდო აბაშიძე ფილმში: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში"



მე, მაგალითად, დღესაც "გერასიმეს" მეძახიან, გერასიმე, გამარჯობა! გერასიმე როგორ ხარო! ახლა რაღა დროს გერასიმეა, მაგრამ ხომ მეც მიხარია, ვხვდები, რომ ხალხს ვუყვარვარ... და განა მარტო ეს, ის სიკეთეც ხომ მასაზრდოებს, რომელიც ოდესღაც დათესეს ადამიანებმა ჩემს ცხოვრებაში. მაგალითად, გუგული მგელაძე რომ არ ყოფილიყო, ალბათ, არაფერიც არ იქნებოდა..

image


"ალბათ, მძიმე ხასიათმა მიმიყვანა იქამდე"-რატომ დარჩა მსახიობი უცოლოდ


მიყვარდა. როგორ არ მიყვარდა, მაგრამ, ალბათ, მძიმე ხასიათმა მიმიყვანა იქამდე, რომ მარტო ვარ. ახლა ტყუილად დაკარგულ ყოველ წუთს ვნანობ. ვუყურებ დღევანდელ ულამაზეს გოგო-ბიჭებს, ჩვენს თაობაზე ბევრად ნიჭიერებს და გული მტკივა, რა უსაგნო საქმეებზე ხარჯავენ ნიჭს...


სტატიაში გამოყენებულია ფრაგმენტები "კვირის პალიტრასთან " მიცემულ ინტერვიუდან (იხილე სრული ვერსია)



ჰყავს თუ არა შვილი გრიგოლ წიტაიშვილს?


„ამ ხალხს რომ წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოაქვს ეს ცალკე უბედურებაა, სააგენტოებს ჩემი პოსტები რომ მიაქვთ და სათავისოთ აკეთებენ ინტერპეტაციას ეს ცალკე ჭირია, დიდი რეზონანსი გამოიწვია ჩემმა ვიდეომ მსახიობ გრიგოლ წიტაიშვილზე, მლანძღავენ პოსტებზე არ ყოლია არასდროს ცოლ-შვილი და რატომ იგონებოო, ახლა კარგად მომისმინეთ კლავიატურის ვირთხებო, , ბატონი გრიშა მოხუცთა თავშესაფარში არ ცხოვრობს, ცხოვრობს დიღმის მასივში, ახმეტელის ქუჩზე კინოსტუდიის წინ, ერთოთახიან ბინაში, მარტო და ცუდ პირობებში, გული დამეწვა და ეს გამოვახატე, შვილი კი ნამდვილად ყავს და ამისთვის ოფიციალურად ცოლის ყოლა არაა საჭირო, მას აქვს გვარი მამის- წიტაიშვილი, მუშაობდა ჩემთან 1 არხზე და გვახსოვს ყველას როგორ აკითხავდა ბატონი გრიშა, პატრონობდა და ეს გოგო ამაყობდა რომ მამა იყო, მერე რა მოხდა არავინ ვიცით, ფაქტი ისაა რომ დღეს დიდუბის გამგეობა ეხმარება და პატივს სცემს, უყურადღებოდ არ ტოვებენ და თქვენ ვისაც გინდათ პატივი სცეთ, მოგცემთ მისამართს და მიაკითხეთ, ენებს ნუ იფხანთ აქ, მიაკითხეთ და მიულოცეთ ახალი წელი, მე ეს გავაკეთე უკვე!"–(ნინო ჯღარკავა)


image

0
360
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
360
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0