x
მეტი
  • 16.06.2024
  • სტატია:135371
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509636
მადლობა ერთგულებისთვის - "კარფურის" ლოიალობის პროგრამა "მაიქლაბი" 5 წლისაა!

image


"კარფურის" ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ერთ-ერთი უმსხვილესი
ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია მაჯიდ ალ ფუტაიმი წარმოადგენს,
ლოიალობის პროგრამა "მაიქლაბის" 5 წლის იუბილეს აღნიშნავს.


კამპანიის ფარგლებში, ფრანგული ბრენდი მომხმარებლებს განსაკუთრებული
შეთავაზებებითა და ხელმისაწვდომი ფასებით გაანებივრებს, რათა გამოხატოს
მადლიერება "კარფურის" მიმართ არსებული ნდობისა და ერთგულებისათვის.
22 მაისიდან - 4 ივნისის ჩათვლით, მომხმარებლებს "კარფურის" ყველა
ფილიალში 50%-მდე ფასდაკლებები დახვდებათ - მაღალი ხარისხის პროდუქციისფართო ასორტიმენტზე და საყოფაცხოვრებო ნივთების სხვადასხვა სახეობაზე.


შეგახსენებთ, რომ "მაიქლაბი" არის "კარფურის" ლოიალობის პროგრამა, რომლის
მეშვეობითაც ერთგული მომხმარებლები განსაკუთებული ფასდაკლებებით,
შეთავაზებებით და ქულების დაგროვების სისტემით სარგებლობენ. "მაიქლაბზე"
დაგროვებული ქულების გადაცვლა შესაძლებელია "კარფურის" ნებისმიერ
ფილიალში სასურველი პროდუქტის ან ნივთის შესაძენად.



ლოიალობის პროგრამა "მაიქლაბით" სარგებლობა შესაძლებელია "კარფურის"
მობილური აპლიკაციის მეშვეობით - MAF CARREFOUR, რომელიც
ხელმისაწვდომია როგორც Android, ისე iOS სისტემისთვის.


"კარფური" მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მათ
განსაკუთრებულ და მარტივი შოპინგის გამოცდილებას სთავაზობს - ერთ
სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით, თვითმომსახურების
სალაროებითა და ონლაინ შოპინგის შესაძლებლობით. ბრენდის მიზანია მაღალი
ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ
ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის, ყოველდღე.



R




0
28
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0