x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"დავხუროთ ეს საკითხი და დავასრულოთ ეს მარაზმი" - რას წერს გიორგი ფხაკაძე
image

პროფესორი, მედიცინის დოქტორი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე„"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონის ვენეციის კომისიის დასკვნას სოციალური ქსელით ეხმაურება:


*მე იურისტი არ ვარ. აგერ ვენეციის კომისიის დასკვნა. მე ვენდობი პროფესიონალებს.
*ვენეციის კომისიამ მკაცრად მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას “რუსული კანონი” გაიწვიოს, ვინაიდან, მათი თქმით, კანონი უხეშად დაარღვევს ადამიანის უფლებებს და შეუსაბამოა საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებთან.
*იქნებ გვეყოს დაპირისპირება და “დავაბრალოთ” ვენეციის კომისიას, დავხუროთ ეს საკითხი და დავასრულოთ ეს მარაზმი.
*საქართველო არის ერთობა… გავერთიანდეთ…"-წერს ფხაკაძე.
შეაგახსენებთ, გუშინ 21 მაისს ვენეციის კომისიამ გადაუდებელი დასკვნა გამოაქვეყნა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონზე.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისია "მტკიცედ ურჩევს" ხელისუფლებას, გააუქმოს "აგენტების კანონი" არსებული ფორმით, რადგან მისი "ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლების, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვის კუთხით".


დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ კომისია "მტკიცედ ურჩევს" საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას უცხოეთიდან დაფინანსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ონლაინმედიისა და მაუწყებლების რეგისტრაციისა და მათი გასაჯაროების მოთხოვნის სპეციალურ რეჟიმზე, მათ შორის მათ მიმართ ადმინისტრაციულ ჯარიმებზე.



კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა უკვე შეიცავს დებულებებს, რომლებიც დაინტერესებულ ორგანიზაციებს ავალდებულებს, მათ შორის, დაფინანსების წყაროების რეგისტრაციას.


დასკვნის თანახმად, ვენეციის კომისიამ გააანალიზა საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან კანონის შესაბამისობა. ის ასკვნის, რომ შეზღუდვები, რომლებსაც კანონი აწესებს გამოხატვის თავისუფლებაზე, შეკრების თავისუფლებასა და პერსონალურ ინფორმაციაზე, არ აკმაყოფილებს კანონიერების, ლეგიტიმურობის, პროპორციულობის და აუცილებლობის მოთხოვნებს დემოკრატიულ საზოგადოებაში.


„აგენტების კანონი“ ვენეციის კომისიაში 15 აპრილს გაგზავნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა და სთხოვა კომისიას, დაჩქარებული წესით დაედგინა, რამდენად შეესაბამებოდა იგი ევროსაბჭოს სტანდარტებს.

3
395
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
395
  
სა-ფრანგ-ეთი და სადღა არიან ფრანგები,სახელს რატომ არ უცვლიან მიკვირს. თუმცა ჯერ ვერ მოიცალეს მაგისთვის,მაიმუნობას მიყვებიან ჯერ და ქვეყნის გაპარტახებას,მათი შვილები იზავენ მაგას. არავის გაჩენია ის აზრი რო ეს ხალხები რამე გაქანების ამბავში იყვნენ,თავისთან ააშენებდნენ განვითარებულ ქვეყანას და არ წავიდოდნენ ევროპებში. ქართველებიც ეგრე არ ვართ,ამხელა კულტურის ერი და ისტორიის კიდევ,ლამის არის გალოკოთ ევროპელები,არ გცხვენიათ მაინც. მაგ ევროპაში ადამიანებს სიმართლის გამო ცეცხლზე წვავდნენ და თქვენ ამბობთ რო ქართველებს იქ გვსურდა? ერთადერთი რატომაც მიიჩქაროდნენ იქეთ იყო სარწმუნოება,ჩვენი განაყოფები იყვნენ.არც მათი წესი და არც მათი ადათი არ მოგვწონდა. ეს რო გვდომოდა,კათოლიკეები ვიქნებოდით ჩვენც. თან ორჯერ საეკლესიო კრება იყო და ორივეჯერ გავემიჯნეთ ერთმანეთს,ჯერ მონოფიზიტობა და დიოფიზიტობა იყო,მერე კათოლიკობა და მართლმადიდებლობა,ხოდა რანაირად მიგვიჩქაროდა იქეთ? თავისი არსით,ქართველი ყოველთვის ევროპელი იყო,უფრო სწორად პირველი ევროპელი და აქედან წასულები არიან ეგ ხალხები ან სხვა კონტინენტიდან ჩამოსახელბულები. თუ ჩემ არ გჯერათ,ზეზვას და მზიას კითხეთ.
ეს მაგარი ჩამოსხმა ყავს გამჩენს,ისიც არ იცის,რა არის ვენეციის კომისია და ბოდიალობს რაღაცას. ქვეყნები რეკომენდაციისთვის აგზავნიან კანონებს ამ კანტორაში,მათი მოვალეობა არის შესაბამისი დასკვნა დადონ,თავისი არგუმენტებით და ა.შ. ამ დასკვნაში არგუმენტი სად ნახეთ? მერედა,ამ რეკომენდაციას გაიზიარებს თუ არა ვინმე,ეს მათი გადასაწყვეტია და არა ვენეციის კომისიის. აღარ ჭრის ეგ ამბავი,ყველამ გაიგო რო ახალი სსრ შეიქმნილა ევროპაში,როგორც ისინი აწერეინებდნენ საბრალდებო ასკვნებს,ისე არის ეს რეკომენდაციაც. იმაზე კარგი არაფერია,როცა თვითლუსტრაციას ეწევიან და საუბარი აღარ მჭირდება ჩამყაყებულ ევროპაზე. ჯერ ხო აფრიკელებით,თურქებით და არაბებით გაავსეს იქაურობა,მერე დეგრადირებული ხალხი პარლამენტებში აურჩევიათ. ცოტა აცადეთ,მალე ემიგრანტები სიტუაციას შეცვლიან და გახდებიან ევროპის ბატონები.აგერ შვედეთში 3 ადგილობრივი მოკლეს ერთი თვის განმავლობაში არაბებმა და ეს მხოლოდ დასაწყისია,ჯერ სად ხართ. კანონი არ არის მთავარი აქ,ყველამ დაინახა რო ევროპა ამერიკისგან მართული კანტორაა და რასაც ეტყვიან იქედან,იმას გააკეთებენ. ევროპებში მიდიხართ,მარა სად არის ეგ ევროპა? საფრანგეთში ლამის ყოველდღიურ რეჟიმში მიდის დაპირისპირება არაბებს შორის და ანგრევენ იქაურობას.გერმანია სავსეა თურქებით,რაღა შორს წავიდეთ,ევროპის ჩემპიონატზე დაუკვირდით გერმანიის ნაკრებს და მიხვდებით.გუნდოგანი,მუსიალა,იელდიზი,რუდიგერი,ადეიემი,ჯანი და ა.შ. ისეთი ნაკრებია რო ვერ გაიგებ გერმანია არის თუ არაბთა გაერთიანებული ნაკრები.საფრანგეთში კატასტროფა ხდება დიდი ხანია უკვე,ფრანგი სანთლით საძებნელია ნაკრებში.ასე გინდათ საქართველოც რო იყოს? ერთი საფრანგეთია საფრანგეთი და მეორე,საქართველო იქნება საქართველო.
22 მაისი, 12:50
ვეტერინარო ფხაკაძე წადი რა ბროწეულის ოყნები აკეთე.
0 1 3