x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ვარსკვლავები ექსტრემალურად პაწაწინა ტოპებსა და ბრებში

image


ქვედა საცვლები - მნიშვნელოვანი დეტალია. ქალის გარდერობის ეს შუეცვლელი ელემენტი ზოგჯერ იმდენად მდიდრულად და მიმზიდველად გამოიყურება, რომ გსურს რომ ის მთელს მსოფლიოს აჩვენო. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ სელებრითების ყველაზე უჩვეულო და უკიდურესად პატარა ზომის ტოპებსა და ბიუსტჰალტერებს რომლებიც გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ.



ჯულია ფოქსი


imageimageimageimage


მსახიობს უყვარს გაშიშველება და თავისი სრულყოფილი პრესის საჯარო დემონსტრირება, თუმცა ჯულია ფოქსი იმდენად ხშირად ატარებს ულტრა პატარა ტოპებს, რომ მთელი ყურადღება მხოლოდ მის მკერდზეა ფოკუსირებული და არა მის ნავარჯიშევ პრესზე. ჯინსის, ლატექსის, გლიტერებიანი - მოკლედ ვარსკვლავის გარდერობში შეხვდებით ბიუსტჰალტერებს ყველა გემოვნების ადამიანისთვის.



ჰეილი ბიბერი


imageimage


ჰეილი ბიბერის ტოპი ერთი შეხედვით ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის თითქოს ის მთლიანად ლითონისგან იყოს შექმნილი. შთამბეჭდავად კი გამოიყურება, თუმცა კონფუზის მსხვერპლი მოდელი შესაძლოა ნებისმიერ მომენტში აღმოჩნდეს... და საცურაო კოსტიუმი როგორ მოგწონთ? ის ყველა გაგებით მინიმალისტურია: მას არ აქვს ზედმეტი არც ერთი დეტალი.





მეგან ფოქსი


imageimage


სწორედ ამ ფოტოების შემდეგ გაჩნდა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით რომ მეგან ფოქსმა მკერდი კიდევ ერთხელ გაიდიდა. ფოტოებზე ვარსკვლავი შთამბეჭდავად ამახვილებს ყურადღებას თავის "+1 ზომაზე" და განზრახ უსვამს ხაზს მას ძალიან მჭიდრო ბიუსტჰალტერით. ისე, მთლიანობაში როგორ მოგწონთ "ტრანსფორმერების" ვარსკვლავის იმიჯი? არ გაგონებთ ის დისკოს დედოფალს?



დუა ლიპა


imageimageimageimageimageimage


პაწაწინა ტოპები დუა ლიპას საყვარელი დეტალია, რომელსაც როგორც წესი, მომღერალი ყველაფერს უხამებს დაწყებული თამამი და მოკრძალებული ქვედაბოლოებიდან მკაცრი შარვლებითა და პიჯაკებით დასრულებული. სელებრითის ასეთი ექსტრემალური მინი სულაც არ გამოიყურება ვულგარულად - პირიქით, ის ზუსტად უსვამს ხაზს მის პატარა, მოკრძალებულ მკერდს.




ბელა ჰადიდი



imageimageimageimageimage


ბუნებამ ბელა ჰადიდი კარგი ფიზიკური და გარეგნული მონაცემებით დააჯილდოვა, რისთვისაც მას მსოფლიოს ყველაზე ლამაზ გოგოს ხშირად უწოდებენ. მოდელს შეუძლია არა მხოლოდ მაკიაჟის გარეშე გამოჩენა, არამედ თავისი შიშველი სხეულის გაბედულად დემონსტრირებაც, და რადგან ბელას ექსპერიმენტები განსაკუთრებით უყვარს, მის გარდერობში ბიუსტჰალტერად შეიძლება როგორც ქსოვილის პატარა ნაგლეჯი, ასევე ძეწკვზე ასხმული ქვებიც კი იქცეს.



ბელა თორნი


imageimageimageimage


მსახიობს საკმაოდ მადისაღმძვრელი და მიმზიდველი ფიგურა აქვს, და მან ყველაზე უკეთ იცის როგორ გაუსვას ხაზი თავის ყველაზე მაცდუნებელ ნაწილებს. ფიქრობთ, რომ ფუმფულა მკერდზე ძალიან პატარა ბიუსტჰალტერები და ტოპები ნაკლებ მიმზიდველად გამოიყურება? ბელა ამაში გადაგარწმუნებთ. ის საკუთარ თაყვანისმცემლებზე სასურველი ეფექტის მოსახდენად საცურაო კოსტიუმის ზედა ნაწილსაც კი რამდენიმე ზომით პატარას ირჩევს.


რიტა ორა


imageimageimage

რიტა ორას "ლუქებში" პიკანტური დეტალი სწორედ მისი შიშველი სხეულია. ასე რომ, მომღერლის გარდერობში შეგიძლიათ იპოვოთ გამჭვირვალე ქსოვილისგან ან ბადისგან შექმნილი ბევრი თამამი კაბა. იქ ასევე იპოვით მინი-ბრას კოლექციებსაც. რიტა საკუთარ "ღირსებებს" ხაზს როგორც მაქმანიანი, ასევე ნაქსოვი ბიუსტჰალტერებით უსვამს, ბელა თორნის მსგავსად მისი საცურაო კოსტუმის ზედა ნაწილიც ყოველთვის პრინციპულად პატარაა - სწორედ ასე ახდენს ვარსკვლავი თავისი მიმზიდველი ფორმების დემონსტრირებას.





"Hodakova"


image


ხოლო აი, ასეთი ხელოვნების ნიმუში წარადგინა "Hodakova" -ას ბრენდმა. წვრილი თასმებით ნაქსოვი ტოპი მყიფე თასმებს უკავია. აღნიშნული მოდელი მხოლოდ პატარა, მოკრძალებული მკერდის მქონე გოგონებისთვის არის განკუთვნილი. კრეატიულია, რას იტყვით? მაგრამ აი, რამდენად პრაქტიკულია მისი ტარება ეგ კი ნამდვილად საკითხავია.








0
619
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
619