x
image
ტორნადო07
გაიგეთ ადამიანის ხასიათი საყვარელი ხილის მიხედვით
imageამ სტატიის წაკითხვის შემდეგ თქვენ შეძლებთ დაადგინოთ თუ რამდენად სექსუალურია თქვენი პარტნიორი და როგორი ტემპერამენტი აქვს მას.

1)ბალი: მათი ცხოვრება ყოველთვის "ტკბილი" არ არის. ასეთი ადამიანების ცხოვრებაში ხშირია აღმაფრენა და დაცემა. აქვთ მდიდარი ფანტაზიის უნარი. ერთგული პარტნიორები არიან, თუმცა გრძნობების გამოხატვა ცოტათი უჭირთ. მათთვის არაფერია საყვარელ ადამინთან ყოფნაზე უკეთესი.

2)ვაშლი: მათ ახასიათებთ ექსტრავაგანტულობა, იმპულსიურობა და გულახდილობა. აქვთ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი. ვაშლის მოყვარული ქალი მოკლებულია ყოველგვარ რომანტიულ განცდებს. ის ისეთივე მაგარია, როგორც ვაშლი. ქორწინებაში ერთგული და მყარი დასაყრდენია.

3)მარწყვი: მხიარული ადამიანია, შეუძლია ნებისმიერთან გამონახოს საერთო ენა. მათთვის დამახასიათებელია ელეგანტურობა, უყვართ ლამაზი ნივთები. არ იციან თუ რა არის შური, თუმცა იტანჯებიან ეჭვიანობის გამო. ასეთ ქალებს მყუდროება უყვართ, ახასიათებთ ჭორაობა. მარწყვის მოყვარულებს ყოველთვის აქვთ განსაკუთრებული შარმი.


4)ფორთოხალი: ფორთოხლის მოყვარულებს აქვთ უზომო მოთმინების უნარი და სულიერი სიძლიერე. მუშაობენ ნელა და დალაგებულად. როგორც წესი მორცხვი, მაგრამ ერთგული მეგობარია. უყვართ მთელი გულით და ყველანაირად გაურბიან კონფლიქტებს.

5)მანდარინი: ასეთი ადამიანები ქარაფშუტები არიან. კარგი მეგობრები, კომპანიის "სული", მათთან ერთად სასიამოვნოა სუფრაზე ჯდომა. ოჯახისთვის მანდარინის მოყვარული ხშირად ძალიან არასერიოზულია.

ციტრუსოვანი კულტურები უყვართ მორცხვ ქალებს. მამაკაცებს ისინი თავისი სინაზით იპყრობენ. მათთვის დამახასიათებელია ინტელექტის მაღალი დონე.

6)ყურძენი: საყვარელი ხილია ადამიანებისა, რომლებიც ადვილად ბრაზდებიან, მაგრამ ასევე ადვილად მშვიდდებიან. ასაკის მიუხედავად უყვარს პატარა სიურპრიზები და უწყინარი ხუმრობები. მათ ესაჭიროებათ გამგები პარტნიორი.

7)მსხალი: მსხლის მოყვარულს შეუძლია ნებისმიერი პრობლემა დაძლიოს. მეგობრობა მათთვის მძიმე ტვირთია. მსხლის მოყვარულ ქალებს ახასიათებთ განუმეორებელი შარმი. ძალიან სექსუალურები არინ და მამაკაცის განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვენ. მათ ესაჭიროებათ, რომ ხელის გულზე ატარონ.
P.S. გაგრძელებას დავწერ თუ მოგინდებათ. დაწერეთ, რომელი ხილი გაინტერესებთ.

17
439
6-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
439
  
2013, 30 ოქტომბერი, 18:44
რა მაინტერესებს იცით? რა კავშირია მანდარინის სიყვარულსა და ინტელექტს შორის? სისულელეა და მეტი არაფერი
2012, 27 ნოემბერი, 20:30
თუ მანდარინის მოყვარულის ყველა დანარჩენი თვისება გახასიათებს მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ სილამაზე არ ყოფილა თქვენი ღირსება :)
2012, 27 ნოემბერი, 20:06
მართალია..ცოტა გავიხუმრე მეც:)))
2012, 27 ნოემბერი, 20:01
ქარაფშუტა ალბათ ცოტა გაზვიადებულად წერია :) მაგის გარდა ბევრი კარგი რამ წერია მანდარინის მოყვარუებზე :)
2012, 27 ნოემბერი, 19:09
მანდარინზე ვგიჯდები,მაგრამ ქარაფშუტა არ ვარ:)))ბალი საუკეთესო განწყობის შესაქმნელად:)))
2012, 28 ოქტომბერი, 18:52
ძალიან კარგი :)
2012, 28 ოქტომბერი, 17:43
ზემოთ ჩამოთვლილთაგან ყველაზე ძალიან მარწყვი მიყვარს, სხვათაშორის გაამართლა ამ ტესტმა :)))
2012, 19 ოქტომბერი, 18:26
კარგი..:)
2012, 19 ოქტომბერი, 18:26
ბანანზე გეტყვი მერე :)
2012, 19 ოქტომბერი, 17:52
ვაშლი..ყურძენი..საზამთრო და ყველა თითქმის
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10