საქართველო "ჩვენ, გერმანია და საფრანგეთი, ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი სიტუაციით" - ემანუელ მაკრონი 19 მაისი, 16:09 საფრანგეთის პრეზიდენტი ეხმიანება საქართველოში რუსული კანონის მიღებით გამოწვეულ პროცესებს და აღნიშნავს, რომ სამწუხარო იქნება მათთვის თუკი საქართველო ევროპისკენ მიმავალი გზას გადაუხვევს. "ჩვენ, გერმანია და საფრანგეთი, ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი სიტუაციით. ჩვენი ორივე ქვეყანა იყო საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდამჭერი და აქტიურად უჭერდა მხარს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ღრმა მწუხარებით ვითვალისწინებთ საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას გადაუხვიონ ამ გზიდან ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ იმ მოქმედებით, როგორიცაა ე.წ. „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. საქართველოს ევროპული გზა გაწერილია - მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული" - წერს ემანუელ მაკრონი თავის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე. 27 შეფასება არ არის
|