x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
მსოფლიო კრივის ლეგენდამ უკრაინელმა უსიკმა მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ქამარი მოიპოვა

image
სულ რამდენიმე საათის წინ გაიმართა საუკუნის ორთაბრძოლა სუპერმძიმე წონით კატეგორიაში გაერთიანებული ვერსიებით მოსლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ქამრისათვის.


საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ტიტულების გამაერთიანებელ ორთაბრძოლაში WBA, WBO, IBF და IBO-ს ვერსიით უკრაინელმა მსოფლიოს ჩემპიონმა ალექსანდრ უსიკმა WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ბრიტანელი ჩემპიონი ტაისონ ფიური ("ბოშათა მეფე")დაამარცხა.

როგორც ხშირად ხდება ხოლმე პროფესიონალურ კრივში, ამჯერადაც ბრძოლის შემდეგ ტაისონ ფიურიმ განაცხადა, რომ გამარჯვებას თავად იმსახურებდა, თუმცა იმის გამო, რომ უკრაინაში ომია, მსაჯებმა უსიკს მოაგებინეს.
არა და ინც უყურა ამ შეხვედრას დამეთანხმება, რომ უსიკმა ბრწყინვალედ ჩაატარა საკმაოდ რთული ტრავმის შემდეგ ზე მაღალი კლასის ორთაბრძოლა.
ტაისონ ფიური მართლაც დიდი მოკრივეა, მაგრამ საშინლად "ენამყრალი". ის თავს "ბოშათა მეფეს" უწოდებს, ნებისმიერ მეტოქეს კი "ბომჟო"-ამ ტერმინით მიმართავს.

უსიკს ჯერ პროფესიულ კრივში არცერთი შეხვედრა არა აქვს წაგებული. 37 წლის პროფესიონალი მოკრივე რინგიდან წასვლას ჯერ არ აპირებს. მას უკვე პროფესიულ კრივში 22 შეხვედრიდან 22 გამარჯვება აქვს, "ბოშათა მეფეს" კი, რომელიც 35 წლისაა აქამდე 34 შეხვედრიდან 34 გამარჯვება და 1 ფრე ჰქონდა პირველად დამარცხდა.


უსიკი მოგეხსენებათ ის საქართველოშიც იყო მეუღლესთან ერთად ჩამოსული და საქართველოს კუთხეებში იმოგზაურა.


ზოგადად კი უსიკს ძალიან უყვარს საქართველო და ქართველები და ამის მოწმეც თავად ვარ, მან ერთერთ ქართულ დანაყოფს საჭირო ნივთები საჩუქრად გადასცა მაღალი გამავლობის მანქანასთან ერთად, რომელსაც უკრაინულ-ქართული დროშები ახატია.

უსიკი მეუღლესთან ერთად ლეღვთახევში.

image
რაც შეეხება თავად შეხვედრას, კრივის ანალიტიკოსები გამარჯვებას ტაისონ ფიურის უწინასწარმეტყველებდნენ, რადგან უსიკმა საკმაოდ მძიმე ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის კურსი ბოლომდე ვერ გაიარა, ფიური სიმაღლითაც და წონითაც აღემატება უსიკს, რომელიც ნახევრადმძიმე წონითი კატეგორიიდან გადავიდა მძიმე წონაში. მეტოქეების შეხვედრა 17 თებერვალს უნდა გამართულიყო, მაგრამ უსიკის ტრავმის გამო გადაიდო.
მთელი შეხვედრის მანძილზე უსიკი დომინირებდა თუმცა მსაჯების გადაწყვეტილებით 12 რაუნდის შემდეგ მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით (115-112; 113-114; 114-113) გამარჯვება უსიკს მიანიჭეს და ის მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა.
ფიური გრძელი ხელების დახმარებით მართლაც ძალიან დიდ პრობლემას უჩენდა უსიკს, მაგრამ უსიკმა გამძლეობის და ხასიათის სიმტკიცის ხარჯზე შესძლო გამარჯვება.
უსიკმა მოახერხა და შეხვედრის ნახევრის შემდეგ გარდატეხა შეიტანა შეხვედრაში, მას შემდეგ, რაც ფიურს ცხვირი გაუტეხა და ფიურის სუნთქვის პრობლემა შეექმნა.

"მართალია რამდენიმე რაუნდი დავთმე, მაგრამ მე მოვიგე ეს ორთარძოლა, მე მოვითხოვ სარევანშო ბრძოლას. ჩვენ კარგი და სანახაობრივი ორთაბრძოლა ვანახეთ საზოგადოებას"-ამჯერად მუდამ "ენამყრალი" ფიური კორექტულად საუბრობდა ბრძოლის შემდეგ.".

"მამა, შენ ჩემი გესმის? ჩვენ ეს შევძელით! ჩვენ ეს შევძელით! დიდი მადლობა ჩემს გუნდს, მადლობა ჩემს ღმერთ იესოს. დიდებული დღეა. ტაისონ, შენს გარეშე, ასეთი ბრძოლა ვერ შდგებოდა. დაუყოვნებლივი რევანში? კი, თანახმა ვარ. მე მზად ვარ სარევანშო ბრძოლისათვის"-განაცხადა შეხვედრის შემდეგ უსიკმა.

შეხვედრას უამრავი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა: ანდრეი შევჩენკო, რონალდო, ნეიმარი, ჯერარდი, ჯოშუა, ჰოლიფილდი.

imageimage
ორთაბრძოლის კადრები.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

უსიკის გამძლეობამ შედეგი გამოიღო და მან გოლიათი მეტოქე სერიოზულად "აბურთავა".



ცნობილმა რუსმა მოკრივემ დიმიტრი კუდრიაშოვმა შეაფასა ორთაბრძოლა და ფიურის ნათქვამი, რომ უსიკს უკრაინელობის გამო გაამარჯვებინეს გააბათილა.













0
49
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
49