საქართველო "ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას" - პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო დაადო 18 მაისი, 18:48 საქართველოს პრეზიდენტმა "ქართული ოცნების" რუსულ კანონს ვეტო დაადო. მან ამის შესახებ 18:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას" და რომ ეს კანონი უნდა გაუქმდეს. "მე დღეს დავადევი ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტებს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე. ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივი ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს!" - განაცხადა ქვეყნის მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. 74 1-ს არ მოსწონს
|