x
მეტი
  • 22.07.2024
  • სტატია:136095
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510371
ყველა იმას პოულობს, რასაც ეძებს (3 ბრძნული იგავი)

ეს მოკლე და ბრძნული იგავებია ორი ტიპის აზროვნებაზე, რომელიც ჩვენს ბედს განსაზღვრავს.


თუ ბუზს შევეკითხებით, არის თუ არა მის ირგვლივ ყვავილები, ის გიპასუხებს:

— არანაირი ყვავილი არ მინახავს, მაგრამ აი ის ორმო, ნაკელით არის სავსე.

და დაიწყებს იმ ადგილების ჩამოთვლას, სადაც ბევრი ნაკელია.

მაგრამ, თუ ფუტკარს, იგივე ადგილზე, შევეკითხებით – უნახავს, თუ არა, ახლო–მახლოს, რაიმე სახის უწმინდურობა, ის გვიპასუხებს:

— უწმინდურობა? არა, არ მინახავს. აქ უამრავი სურნელოვანი ყვავილია.

ერთი, ყვავილოვან ველზე, ნაკელს იპოვის, ხოლო მეორე, – ჭაობზე ლოტოსის ყვავილს მონახავს და ნექტარს მოაგროვებს.

ადამიანებიც ასე ვართ. ჩვენ ყოველთვის იმას პოულობთ, რასაც ვეძებთ...


***


image


ერთმა მოხუცმა და ბრძენმა კაცმა მეგობარს უთხრა:

— დაათვალიერე ეს ოთახი და შეეცადე ყავისფერი ნივთები დაიმახსოვრო.

ოთახში ბევრი ყავისფერი ნივთი იყო და მეგობარმა დავალებას სწრაფად გაართვა თავი.

მაგრამ, ბრძენმა მას შემდეგი სახის შეკითხვა დაუსვა:

— ახლა კი, თვალები დახუჭე და ლურჯი ფერის ნივთები ჩამომითვალე.

მეგობარი დაიბნა და აღშფოთდა:

— მე ლურჯი ფერის ნივთები არ შემიმჩნევია. შენი დავალებით, მხოლოდ ყავისფერ ნივთებს ვიმახსოვრებდი!

რაზეც ბრძენმა უპასუხა:

— გაახილე თვალები და ირგვლივ მიმოიხედე. ოთახში ძალიან ბევრი ლურჯი ნივთია.

და ეს სრული სიმართლე იყო. ბრძენმა კი გააგრძელა:

— შენთვის, ამ მაგალითით, ცხოვრების ჭეშმარიტება მინდოდა მეჩვენებინა: თუ ოთახში მხოლოდ ყავისფერ ნივთებს ეძებთ, ხოლო ცხოვრებაში — მხოლოდ ცუდს, მაშინ მხოლოდ მას ნახავ, მხოლოდ მას შეამჩნევ და მხოლოდ ის დაგამახსოვრდება და შენი ცხოვრების თანამგზავრი, ის იქნება.

გახსოვდეს: თუ ცუდს ეძებ, მას აუცილებლად იპოვი და კარგს ვერასდროს შეამჩნევ... ამიტომ, თუ მთელი ცხოვრების მანძილზე, საკუთარ თავს მორალურად ცუდისთვის მოამზადებ, — მაშინ ეს, აუცილებლად დაგემართება.

მაგრამ, თუ კარგის იმედი გექნება, ცუდს აღარ მიიზიდავ... და იმედი, მხოლოდ ხანდახან გაგიცრუვდება, რადგან ცხოვრება, იმედგაცრუების გარეშე, შეუძლებელია?!


***


მოდიოდა თოვლი. ირგვლივ სიმშვიდე და სიჩუმე სუფევდა. ხოლო, ფუმფულა ფიფქები ჰაერში, ნელ-ნელა, ცეკვა-ცეკვით, უახლოვდებოდნენ დედამიწას. ორმა პატარა ფიფქმა, რომელიც გვერდი-გვერდ მოფრინავდა, ერთმანეთში საუბარი გააბა. ხოლო, ჰაერის ნაკადებს რომ არ დაეშორებინა, ერთმანეთს ხელი ჩასჭიდეს. ერთმა ფიფქმა მეორეს უთხრა:

— როგორი ენით აღუწერელი შეგრძნებაა ფრენის განცდა!

— ჩვენ არ მივფრინავთ, ჩვენ ვარდებით! – უთხრა, მოწყენილი ხმით, მეორე ფიფქმა.

— ჩვენ მალე დედამიწაზე დავეშვებით და თეთრ, ფუმფულა, საფრად გადავიქცევით.

— არა, ჩვენ დაღუპვისთვის ვართ განწირულნი. მიწაზე ჩვენ უბრალოდ ფეხით გაგვსრესენ.

— ჩვენ ნაკადულებად გადავიქცევით და ზღვისკენ გავეშურებით... მუდმივად ვიცოცხლებთ! – თქვა პირველმა.

— არა, ჩვენ დავდნებით და სამუდამოდ გავქრებით! – უპასუხა მეორემ.

ბოლოს, კამათი მოსწყინდათ. ერთმანეთს ხელი გაუშვეს და ორივე იმ ბედის შესახვედრად გაფრინდა, რომელიც თავად აირჩია...


image

არხის სხვა სიახლეები:


* 4 წლის იყო სიკვდილს თვალებში რომ ჩახედა და შემდეგ, მისი საფრთხის წინაშე, არაერთხელ ყოფილა...

* ერთხელ 2 "ექიმი" (ჰაუსი და როსი) ერთმანეთს შეხვდა...

* ის უცხოპლანეტელი იყო და შეერთებული შტატების ხელისუფლებაზე მუშაობდა

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



3
255
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
255
  
ნათქვამია,მედალს ორი მხარე აქვსო... არ არსებობს ცუდი კარგის გარეშე და კარგი ცუდის გარეშე. ზუსტად,მაგას ვამბობ რო საკუთარი გამოცდილებით უნდა აღიქვა რაიმეს სიკარგე,სხვისი გამოცდილებით რანაირად? თქვენ რასაც მიიჩნევთ კარგად შეიძლება ჩემთვის კარგი იყოს ან პირიქით,რანარად გამოვიყენო სხვისი გამოცდილება?
ცუდის და კარგის გასარჩევად, ცუდის საკუთარ თავზე გამოცდა საჭირო არ არის. ირგვლივ იმდენი ცუდი რამ ხდება...
არ არის ეგრე,თუ მხოლოდ კარგს ეძებ და პულობ,საიდან იცი რო კარგია? რას ადარებ და რითი ხვდები რო კარგია? გამოდის რო შესადარებლად გჭირდება ცუდი,რათა მიხვდე რაიმეს სიკარგეს. ყველაფერი შედარებითია,შენ გჭირდება უარყოფითი,რათა დაიჯერო დადებითის არსებობა.შენ გჭირდება ღამე,რაღა დააფასო დღე. თუ ადამიანები დაიჯერებენ და მათი სურვილი იქნება სულ კარგი დანახვა,მაშინ აღრევა მოხდება და მისი აზროვნება დეგრადირებული გახდება. ასე ხდება დღეს საქართველოში,ეს მოიტანა იმ განათლების სისტემამ,რომლის მსახურიც თავად ხართ. მსგავსი სისულელებით უტენით თავებს ბავშვებს და ეს სწორი გგონიათ,ხომ ასეა? გინდათ რო გჯეროდეთ,თქვენ სწორ საქმეს ემსახურებით და არ უშვებთ არასწორის არსებობას. ხედავთ,თქვენს არასწორ საქციელში გულწრფელობა დავინახე და არ დავიბინდე გონება მხოლოდ უარყოფითის ან დადებითზე ფიქრით. ორი უარყოფითის ნამრავლი ხო დადებითია და ასეა ცხოვრებაში,ყველაფერს დადებითიც და უარყოფითიც. ნაკელის არსებობა მიუთითებს ნოყიერ ნიადაგზე,სადაც დიდი შანსია ყვავილი აღმოცენდეს და სადაც ყვავილია,იქ შეიძლება ნაკელიც იყოს.
0 1 3