x
მეტი
  • 20.06.2024
  • სტატია:135468
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509747
იგავი: ვირებს ნუ ეკამათები!

დროის ყველაზე გაუმართლებელი ხარჯვა — სულელთან და თავხედთან კამათია, ვისაც სიმართლე კი არ, მხოლოდ საკუთარი პოზიციის გამარჯვება აინტერესებს.. თან, ნებისმიერ ფასად.

ნუ დაკარგავთ დროს სულელურ კამათებზე...


image


ვირმა ვეფხვს უთხრა:

— ნახე, ბალახი რა ლურჯია.
ვეფხვმა უპასუხა:
— არა, ბალახი მწვანეა!

დაიწყეს კამათი და ტყის მეფესთან წავიდნენ, რომ უთანხმოება მოეგვარებინათ.
როდესაც ისინი ტყეში მდებარე, იმ ადგილს მიუახლოვდნენ, სადაც ლომი იყო, ვირმა ყვირილი დაიწყო:
— თქვენო უდიდებულესობავ, ხომ მართალია, რომ ბალახი ლურჯია?!
ლომმა უპასუხა:
— დიახ, მართალია, ბალახი ლურჯია.
ვირი აღფრთოვანდა და გააგრძელა:
— ვეფხვი არ მეთანხმება, მეჩხუბება და მაღიზიანებს. გთხოვთ დაისაჯოთ.

და მხეცთა მეფემ გამოაცხადა:
— ვეფხვი 5 წლიანი დუმილით დაისჯება.
ვირმა სიხარულით ხტუნვა დაიწყო და კმაყოფილი იმეორებდა:
— ბალახი ლურჯია, ბალახი ლურჯია…

ვეფხვმა, თავისი სასჯელი მიიღო და ლომს ჰკითხა:
— თქვენო უდიდებულესობავ, რატომ დამსაჯეთ? ბალახი ხომ მწვანეა?
ლომმა კი, უპასუხა:
— მართალია, ბალახი მწვანეა.

გაკვირვებულმა ვეფხვმა ისევ ჰკითხა:
— მაშინ, რატომ მსჯით?
— დასჯას ბალახთან არანაირი კავშირი არა აქვს... – უპასუხა ლომმა – სასჯელი იმის გამო მიიღე, რომ ისეთი მამაცი და ჭკვიანი ცხოველი, როგორიც ვეფხვია, თავის დროს, ვირთან კამათზე არ უნდა ხარჯავდეს და შემდეგ, ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩემთან არ უნდა მოდიოდეს!


დროის ყველაზე გაუმართლებელი ხარჯვა — სულელთან და ფანატიკოსთან კამათია... ადამიანთან, რომელსაც არც ჭეშმარიტება და არც რეალობა აინტერესებს. მისთვის მთავარი საკუთარი შეხედულებების და ილუზიების გამარჯვებაა.

არასოდეს დაკარგოთ დრო უაზრო კამათზე. არიან ადამიანები, რომლებსაც რამდენიც არ უნდა უმტკიცოთ და რამდენი ფაქტებიც არ უნდა წარუდგინოთ, ვერ იგებენ... ერთადერთი, რაც მათ უნდათ, — მართლები იყვნენ, მაშინაც კი, თუ ეს ასე არ არის...

და გახსოვდეთ: როცა უმეცრება ყვირის, ინტელექტი დუმს...


image

არხის სხვა სიახლეები:


* აღმოსავლური იგავი ბიჭის, მისი მამის და ვირის შესახებ

* "წითელი ტერორი" და პარალელები ჩვენს რეალობასთან

* მითები დელფინების შესახებ, რომელიც უნდა დავივიწყოთ

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
288
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
288
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0