x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138450
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
მაიონეზის 5 ჯანსაღი ალტერნატივა
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მაღაზიაში ნაყიდი მაიონეზი გემრიელია, მაგრამ არა ჯანსაღი. საბედნიეროდ, არსებობს სახლის პირობებში მოსამზადებელი მსგავსი, ძალზედ ჯანსაღი (და გემრიელი) სოუსების მომზადების გზები.



image


დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ ხუთ განსხვავებულ, მაგრამ ძალიან გემრიელი სოუსის რეცეპტებს, რის შემდეგაც დაგავიწყდებათ, სად არის მაღაზიებში მაიონეზის თაროები.



მაიონეზის 5 ჯანსაღი ალტერნატივა




1. არაჟან-სეზამის სოუსი.


image

საჭირო ინგრედიენტები:


200 მლ არაჟანი.

1 ს.კ სეზამი.

1 ც ლიმონი.

მწვანილი - კამა.



მომზადების ტექნოლოგია - ბლენდერში ათქვიფეთ სეზამის მარცვლები, ლიმონის წვენი და არაჟანი. სუფრასთან მიტანისას კი მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი - ის გააძლიერებს მის არომატს.







2. ნივრიანი იოგურტის სოუსი. image


საჭირო ინგრედიენტები:


1 ჭიქა ჩვეულებრივი იოგურტი
0, 5 თავი ნიორი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი



მომზადების ტექნოლოგია - ნიორი დააქუცმაცეთ და იოგურტში ათქვიფეთ ბლენდერის საშუალებით ბლანტ კონსისტენციამდე. შემდეგ დაამატეთ ზეთი და კვლავ ათქვიფეთ. იდეალურია ხორცის კერძებისა და თბილი ბოსტნეულისთვის.







3. ხაჭო და მდოგვის სოუსი. image


საჭირო ინგრედიენტები:


1 ჭიქა რძე
100 გრ ხაჭო
2 ს.კ. მდოგვის თესლი - მარცვლები
კარავა/კუმინი
წიწაკის ნარევი



მომზადების ტექნოლოგია - რძე და ხაჭო ბლენდერით ათქვიფეთ, დაუმატეთ მდოფვი და კიდევ კარგად ათქვიფეთ. მხოლოდ გამოყენებამდე ჩაუმატეთ წიწაკის ნარევი და კუმინი.







4. არაჟნისა და სოიოს სოუსი. image

საჭირო ინგრედიენტები:


1 ჭიქა არაჟანი
1 ს.კ. სოიოს სოუსი
3 კბილი ნიორი და ცოტა კამა



მომზადების ტექნოლოგია - არაჟანი ათქვიფეთ სოიოს სოუსთან ერთად, დაამატეთ დაქუცმაცებული ნიორი. სუფრასთან მიტანისას მოაყარეთ მწვანილი. მიირთვით თევზთან და ზღვის პროდუქტებთან.






5. ლიმონის სოუსი მწვანილით. image


საჭირო ინგრედიენტები:


1 კონა ოხრახუში
1 ჭიქა ჩვეულებრივი იოგურტი დანამატების გარეშე
0, 5 ჭიქა ზეითუნის ზეთი
0, 5 ლიმონი
Შავი პილპილი



მომზადების ტექნოლოგია - იოგურტი, მწვანილი და პილპილი ათქვიფეთ ბლენდერში. დაუმატეთ ზეთი და ლიმონის წვენი. იდეალურია როგორ ცივად მისართმევ კერძებთან და პურზე წასმულიც.



0
101
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0