საზოგადოება "სამღვდელოების მიერ ორგანიზებულ მარშზე არცერთი წესიერი ადამიანი არ უნდა გამოცხადდეს"-რომან გოცირიძე 17 მაისი, 13:11 ეკონომისტმა, პარლამენტარმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "სამღვდელოების დაწესებულ დღეზე არცერთი წესიერი ადამიანი არ უნდა გამოცხადდეს." "სამარცხვინოა, როდესაც ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე საპატრიარქომ ოჯახური სიწმინდის დღედ გამოაცხადა. სწორედ ამ დღეს ბნელი ძალებისა და ტაბურეტკიანი მღვდლების წინამძღოლობით მოხდა ქუჩაში გამოსული ადამიანების სასტიკი დარბევა.
კიდევ უფრო ამაზრზენია ის ფაქტი, რომ მთავრობამ 17 მაისი ოფიციალურად გამოაცხადა უქმე, “ოჯახური სიწმინდის” დღედ და ამით მხარი დაუჭირა მოძალადეებს.
არცერთმა წესიერმა ადამინმა არ უნდა მიიღოს მონაწილეობა საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ ხვალინდელ ბნელ მარშში."-წერს რომა გოცირიძე.
შეგახსენებთ, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საფუძველი ჩაეყარა 2004 წელს, ერთწლიანი კამპანია 2005 წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის პირველი საერთაშორისო დღის აღნიშვნით დასრულდა. 24 000-მა ადამიანმა და ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორებიცაა ლესბოსელებისა და გეების საერთაშორისო ორგანიზაცია (ILGA), გეებისა და ლესბოსელების უფლებების საერთაშორისო კომისია (IGLHRC), ლგბტ ებრაელების მსოფლიო კონგრესი და აფრიკელ ლესბოსელთა კოალიცია, ხელი მოაწერეს „აიდაჰოს ინიციატივის“ მხარდამჭერ მიმართვას. ამ დღისადმი მიძღვნილი აქტივობები მრავალ ქვეყანაში ჩატარდა, მათ შორის პირველად მსგავსი ღონისძიება კონგოს, ჩინეთისა და ბულგარეთის ისტორიაში.
2013 წლის 18 მაისს, საფრანგეთში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა; ეს გადაწყვეტილება წინა დღეს, 17 მაისს გახდა ცნობილი.
2015 წელს კამპანიის სახელს დაემატა ბიფობია.
17 მაისის ღონისძიებათა მთავარი მიზანია მსოფლიო მასშტაბით ლგბტ საზოგადოებებისაკენ მიმართული ძალადობის, დისკრიმინაციისა და რეპრესიების შესახებ ცნობიერების ამაღლება, პროცესში მედიის, პოლიტიკოსთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის გზით. 2013 წლის 17 მაისს, საქართველოში, თბილისში, ლგბტ წარმომადგენლების მიერ ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი მსვლელობა მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა და საპირისპირო აქციის მონაწილეებმა დაარბიეს. საპასუხოდ, მომდევნო წელს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია II-მ 17 მაისი „ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ“ გამოაცხადა. 383 2-ს მოსწონს
|