x
მეტი
  • 01.11.2024
  • სტატია:137966
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511729
ევროვიზია 2024 იქცა მარაზმად, სადაც გაიმარჯვა თუ გაამარჯვებინეს არარსებული სქესის არსებას
image
ინტერნეტ ქსელებში ცალკე წლევანდელ ევროვიზიაზე ხუმრობენ და ცალკე მის გამარჯვებულზე, რომელსაც საჭურისს ეძახიან და მის სუფთა ხმასაც მის საჭურისობას უკავშირებენ.


სიმართლე გითხრათ მე არ ვიცი და დიდად არც მაინტერესებს ევროვიზიის გამარჯვებული საჭურისია თუ დაუდგრომელი "დედათმავალი" ან "მამათმავალი", მაგრამ მისი გარეგნობიდან გამომდინარე საეჭვოა, ან ერთი იყოს ან მეორე.

ევროვიზია სულ უფრო და უფრო ემსგავსება წყალნაკლულ ჭაობს, სადაც ჭეშმარიტი მუსიკა ჩაანაცვლა პოლიტიკამ და ტოლერანტობის თამაშმა.

ევროვოზია 2024-ის გამარჯვებული გახდა შვეიცარია და 24 წლის მომღერალი "Nemo" სიმღერით "The code". ნემო მეტლერი-შვეიცარიელი რეპერი და მუსიკოსია, უკრავს ვიოლინოზე, ფორტეპიანოზე და დრამზე.


მუსიკოსია და გაიმარჯვა, რა მოხდა აქ გასაკვირი და მიუღებელიო?-იკითხავს მკითხველი.


"Nemo" გახდა პირველი ადამიანი, რომელიც არ შედის არცერთ გენდერულ იდენტიფიკაციაში, როგორიცაა კაცი და ქალი.


"ნემო" მიეკუთვნება ახალ გენდერულ ინდივიდს, რომლებიც საკუთარ სქესს უწოდებენ "ისინი" ანუ მარტივ და გასაგებ ენაზე, რომ ვთქვა ევროვიზიის გამარჯვებული თავს არც კაცად თვლის და არც ქალად.


"ნემო"-სწორედ აქამდე არარსებული სქესის წარმომადგენელი მსოფლიოში პირველად გახდა მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული, მიუხედავად მისი კარგი ხმისა, ვერავინ დამაჯერებს, რომ მისი გამარჯვება იყო პოლიტიკის ნაწილი, ისევე, როგორც "მის რუსეთი 2023" წლის სილამაზის კონკურსში კონკურსისათვის სრულიად შეუფერებელი ქალის გამარჯვება.

image

0
253
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
253