x
მეტი
  • 28.05.2024
  • სტატია:134935
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509336
„რამდენიმე განმარტება ვეტოზე, სწორი მოლოდინები რომ გვქონდეს" - ვახუშტი მენაბდე

image

პრეზიდენტი ვეტოთი, უბრალოდ, „კანონი არ ვარგა და გასაუქმებელია”, – ვერ იტყვის, პარლამენტს ალტერნატივად კონკრეტული რეგულირებები უნდა შესთავაზოს, „ქართულ ოცნებას“ საკმარისი ხმები აქვს ვეტოს დასაძლევად, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი და იურისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს.


„რამდენიმე განმარტება ვეტოზე, სწორი მოლოდინები რომ გვქონდეს.


მას შემდეგ, რაც პარლამენტმა კანონი მესამე მოსმენით მიიღო, ყველა იმაზე ვფიქრობთ, რას აპირებს პრეზიდენტი. რამდენიმე დღის წინ მან თქვა: „ვეტოს ნამდვილად წარმოვადგენ, მაგრამ არცერთ მანიპულაციაში არ შევალ”. ამ სიტყვებმა შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ პრეზიდენტმა შეიძლება, კანონს ვეტო შენიშვნების გარეშე დაადოს, მაგრამ არა, რადგან კონსტიტუცია ასეთ რამეს არ იცნობს. არ მგონია, პრეზიდენტს ეს ეგულისხმა.



1. ყოველდღიურობაში რასაც „ვეტოს” ვუწოდებთ, სინამდვილეში „მოტივირებული შენიშვნებია”. ჩვენი კანონმდებლობა არ იცნობს ტერმინს „ვეტო”;


2. პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ეგზავნება პრეზიდენტს, რომელიც (ა) ხელს აწერს და აქვეყნებს მას, ან (ბ) “მოტივირებული შენიშვნებით” უკან აბრუნებს პარლამენტში;


3. ამისთვის პრეზიდენტს 2 კვირა აქვს;


4. პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში შესაბამისი არგუმენტაციით პარლამენტს მიუთითებს: (ა) კანონის კონკრეტულ ჩანაწერებზე, რომლებიც მისთვის მიუღებელია და (ბ) სთავაზობს ახალ რედაქციას. ეს შეიძლება იყოს ახალი ფორმულირებები, ასევე შესაძლებელია, პრეზიდენტმა პარლამენტს კანონიდან ზოგიერთი ჩანაწერის საერთოდ ამოღება შესთავაზოს. ეს ნიშნავს, რომ მან დეტალურად უნდა გააანალიზოს კანონი და მონიშნოს ის დებულებები, რომლებიც, მისი აზრით, პრობლემას ქმნის და რომლებიც უნდა ჩანაცვლდეს (შესაბამისი ალტერნატივით), ან საერთოდ წაიშალოს;


5. პრეზიდენტი მოტივირებული შენიშვნებით მთლიანად კანონის გაუქმებას ვერ მოითხოვს, თუმცა შეუძლია პარლამენტში კანონის არსებითად გადამუშავებული ვარიანტი წარადგინოს;


6. შემდეგ პროცესი პარლამენტში ბრუნდება, სადაც უნდა განიხილონ ვეტოს საკითხი, თუმცა ამისთვის კონკრეტული ვადა არ არის განსაზღვრული;


7. პარლამენტი მოტივირებულ შენიშვნებს კენჭს ერთიანად უყრის: ან ყველაფერს იზიარებს, ან არაფერს. ისე ვერ იქნება, ნაწილი გაითვალისწინოს, ნაწილზე კი უარი თქვას;


8. ვერც პარლამენტი და ვერც პრეზიდენტი უკვე წარდგენილ ვეტოში ვეღარაფერს შეცვლიან. მოტივირებული შენიშვნების საპარლამენტო განხილვის დროს რომც მიაღწიონ შეთანხმებას, ამ შეთანხმებას კენჭს ვერ უყრიან;


9. შენიშვნების გასაზიარებლად საკმარისია დამსწრეთა უმრავლესობის (თუმცა არანაკლებ 50 დეპუტატისა) მხარდაჭერა;


10. თუ პარლამენტი არ ეთანხმება პრეზიდენტს, მას შეუძლია ვეტო დაძლიოს. ვეტოს დასაძლევად, ჩვენს შემთხვევაში, საჭიროა 76 ხმა, ოცნება კი 84-ს აკონტროლებს;


11. ამის შემდეგ მიღებული კანონი ისევ პრეზიდენტს ეგზავნება. მას ვეტოს მექანიზმის ხელახლა გამოყენების უფლება არ აქვს;


12. პრეზიდენტს შეუძლია, არ მოაწეროს ხელი კანონს. მაგრამ ეს სიმბოლური აქტია, სამართლებრივად არაფერს ცვლის. მის ნაცვლად კანონს ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე;


13. ამის შემდეგ კანონი ძალაში შედის, თავად ამ კანონითვე განსაზღვრულ ვადებში.


რომ შევაჯამო: (ა) პრეზიდენტი ვეტოთი, უბრალოდ, „კანონი არ ვარგა და გასაუქმებელია”, – ვერ იტყვის. მან პარლამენტს ალტერნატივად კონკრეტული რეგულირებები უნდა შესთავაზოს; (ბ) ოცნებას საკმარისი ხმები აქვს ვეტოს დასაძლევად.


აქვე მგონია, რომ პრეზიდენტმა „მანიპულაციებში არშესვლის” ხსენებით უმრავლესობასთან წინასწარ კონსულტაციებზე თქვა უარი (რაც არა აუცილებელი, მაგრამ მიღებული პრაქტიკაა). იგულისხმა, რომ რასაც დავწერ, იმის განხილვა მოგიწევთ, მოლაპარაკებებს არ გავმართავო. მას, ალბათ, არ უგულისხმია, რომ „ცარიელ” ვეტოს გააგზავნის პარლამენტში, რადგან ასეთ შემთხვევაში ვეტოს გამოყენებას საერთოდ ეკარგება აზრი.


ასევე, მომავალი კვირის დასაწყისში იქნება ვენეციის კომისიის დასკვნა და მოსალოდნელია, რომ ისიც მოახდენს გავლენას ამ პროცესზე“, – წერს ვახუშტი მენაბდე.

1
238
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
238
  
საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა ანუ მისი მთავარი ინსტიტუტი არის პარლამენტი ე.ი. ის არის პროცესების წარმართველი და პრეზიდენტი არის ფიქტიური თანამდებობა(პიროვნებაც ფიქციაა) და მისი ძალაუფლება ბევრს არაფერს ემყარება. ყველაზე დიდი ირანული ჭაღები მოითხოვოს,აქ დამთავრდა ამბავი. ქოცები არცერთ შენიშვნას არ გაითვალისწინებენ და კანონი ისეთივე დარჩება,არავის ქონდეს იმის ილუზია რო რაიმე შეიცვლება,რადგან ქოცებმა ე.წ. პრეზიდენტი კონსტიტუცის დარღვევაში დადანაშაულა და სასამართლოც მოიგო,მერე ხმა მისცა მის ინპიჩმენტს. ეს რატომღაც ბევრს დაავიწყდა და ეს არის უმთავრესი ფაქტი. ქოცები არ ლაპარაკობენ ამაზე,რადგან იმიტაციას გიქმნიან რო ძალაუფლებას ფლობ,თუმცა არ ფლობენ და ეს სულ მალე გამოჩნდება.

რაც შეეხება ზოგადად პროცესებს,კაბიანი კაცები და შარვლიანი ქალები ვერაფერს შეცვლიან ამ ქვეყანაში,ან დავრჩებით ჩვენ(უმრავლესობა) ან ყველაფერი დაინგრევა,მესამე ვარიანტი არ არსებობს. პედერასტები ვერ მოვლენ ამ ქვეყანაში და ვერ ექნებათ ძალაუფლება,ამას ჯობია ქვეყანა საერთოდ აღარ იყოს. ხო გამოჩნდა ნამდვილი დამფინანსებელი ვინც იყო,გერმანელი გათხოვილი კაცი და ეს არის მთელი ამბავი. არავის ადარდებს რეალურად ეს კანონი,ლჭპტ აკრძალვა აშინებთ ამ ჩემისებს. ამას ვერ იტყვიან პირდაპირ და ამ კანონს ჩაებღაუჭენ,თუმცა ვერაფერს იზავენ. ის ამერიკელი სირი ხო კუდამოძუებული გაუშვა ირაკლამ,ხოდა ეგ ელით ყველას. ქოცებს აქვთ ხალხის მხარდაჭერა ამ საქმეში და ზოგადი სიტუაცია რეგიონში,ხოდა ფეხებს ვერავინ მოგვჭამს. ხო კიდევ,ვახუშტა მიგიფსი ნატოს,ამერიკასაც და ევროსაიზსაც,მოგ*ანთ დამსმელ გამზრდელი
0 1 1