x
მეტი
  • 10.12.2022
  • სტატია:124231
  • ვიდეო:355556
  • სურათი:496977
16 მარტს 2016 წლის საუკეთესო ლეიბლი, Giegling, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში SPACEHALL-ს ეწვევა

ატეკი


ცნობილი ონლაინ გამოცემის, Resident Advisor-ის რჩეულის ტურნეს ფარგლებში ისეთი არტისტების მოსმენას შეძლებთ, როგორებიც არიან ATEQ, KETTENKARUSSELL, EDWARD, VRIL. Giegling Night-ს კონცერტის სახე ექნება - არტისტები ლაივ აქტებით წარდგებიან.

Giegling რამდენიმე მეგობარმა ქალაქ ვაიმარში დააარსა. თავდაპირველად მას კლუბის სახე ჰქონდა, თუმცა მისი დახურვის შემდეგ მთელი მუხტი და იდეა ლეიბლის ქვეშ გააერთიანდა.

ATEQ Giegling-ის თანადამფუძნებელია. მისი მუსიკა გამორჩეულია პერკუსიული რითმიკით, დაბისა და ექპერიმენტული ჟღერადობის შერწყმით.


KETTENKARUSSELL Herr Korreander-ის, იგივე Konstantin-ისა და Leafar Legov-ის დაბტექნო ჟღერადობის მქონე მუსიკალური პროექტია. დებიუტი Giegling-ზე 2009 წელს შედგა EP-ით I Believe You And I Make Love Forever. განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი სადებიუტო ალბომი Easy Listening, რომლის რემიქსებზე Lawrence / Official, VRIL და Losoul-მა იმუშავეს.

Edward გერმანელი პროდიუსერისა და DJ-ის Gilles Aiken-ის პროექტია, რომლის დისკოგრაფიის ისტორიაც ათეულ წელზე მეტს ითვლის. Edward-ის სტუდიური ნამუშევრები ძირითადად ღრმა ჰაუსის ჟღერადობაზე ორიენტირდება და გამოდის ლეიბლებზე White და Giegling.

VRIL პროდიუსერი და DJ-ა ჰანოვერიდან. 2010 წელს Giegling-ზე მისი პირველი EP-ი 1-4 გამოვიდა. Giegling -ის გარდა, Vril-ის ჩანაწერები გამოიცემა ისეთ ლეიბლებზე, როგორებიც არიან BASSIANI Records, Semantica, Delsin, Dystopian, Ostgut Ton, Phonica White და ა.შ.

მისამართი: წერეთლის N2.
დასაწყისი: 22:00

0
28
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0