x
მეტი
  • 22.06.2024
  • სტატია:135534
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509823
Loudspeakers-ის კონცერტი, რომელმაც შეიძლება თქვენი ცხოვრება შეცვალოს
ქართული ჯგუფი

20 იანვარს, ოლიმპიურ სასახლეში ცნობილი ქართული ჯგუფის Loudspeakers-ის კონცერტი გაიმართება. თუ გიყვართ ლიტერატურა და მუსიკა, მაშინ ეს გრანდიოზული ღონისძიება არ უნდა გამოტოვოთ.


კონცერტი ტარდება თინეიჯერების საყვარელი ლიტერატურული პროექტის Liberteens-ის ორგანიზებით. აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს წიგნის პოპულარიზაციას და ცდილობს რაც შეიძლება მეტი ადამიანი დააინტერესოს კითხვით.


ეს კონცერტი არის გრანდიოზული გათამაშების კულმინაცია, რომელზე დასწრებაც სიმბოლურ ფასად - 5 ლარად შეგიძლიათ.



ის ვინც გათამაშებაში ჩაერთვებით, კონცერტზე გაქვთ შესაძლებლობა მოიგოთ სუპერპრიზები - 2 კაციანი საგზური პარიზის დისნეილენდში, 2 კაციანი საგზური იტალიაში, 2 ველოსიპედი, HP-ის 2 ნოუთბუქი, Canon-ის პროფესიონალი ფოტოაპარატი.


არ გამოტოვოთ ჯადოსნური საღამო, 20 იანვარს 16:00-ზე ოლიმპიურ სასახლეში.


ბილეთების შესაძენად გადადით ნებისმიერ ლინკზე: biletebi.ge, tkt.ge

0
305
5-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
305
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0