x
მეტი
  • 22.06.2024
  • სტატია:135534
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509824
პუგაჩოვას ყოფილმა შინამოსამსახურემ მომღერლის ხასიათზე ისაუბრა
image

პუგაჩოვას ყოფილმა შინამოსამსახურემ მომღერალი დაახასიათა.დოროდნოვამ პრიმადონას დიდსულოვანი პიროვნება უწოდა.


მომღერლის ალა პუგაჩოვას ყოფილმა დიასახლისმა ლუდმილა დოროდნოვამ არტისტის ხასიათზე ისაუბრა. მის სიტყვებს გამცემა Prozvezd- ციტირებს.


დოროდნოვამ მომღერალს დიდსულოვანი ადამიანი უწოდა. „ალა კეთილი და პატიოსანია. მას არ მოსწონს, როცა ხალხი იტყუება და თვითონაც არასდროს იტყუება. არ უყვარს ზურგსუკან ლაპარაკი.არავისზე არ ჭორაობს ”- აღნიშნა მან.



მომღერლის დიასახლისმა ისიც აღნიშნა, რომ პუგაჩოვა არცერთ შემსრულებელს წინ არ ეღობებოდა, " არ უკეტავდა გზას".


დოროდნოვამ ასევე გაიხსენა, რომ მომღერლის კომპოზიტორი ილია რეზნიკი დიდხანს ცხოვრობდა და წერდა ლექსებს მომღერლის სახლში.

imageფოტოზე:ლუდმილა დოროდნოვა და ალა



პუგაჩოვა ასევე აქტიურად ეხმარებოდა მომღერლებს ბორის მოისეევსა და იგორ ნიკოლაევს. „პუგაჩოვას არ შეეძლო ყველას დაპატიჟება თავის „საშობაო შეხვედრებზე“(Рождественские встречи) ეს გასაგებია, მაგრამ ნიჭიერ ადამიანს ხელიდან არ უშებდა“, - დასძინა დოროდნოვამ.


სულ ახლახან (15 აპრილს)ალა პუგაჩოვას დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა.

"რუსული ესტრადის დედოფალს" დღეისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული აქვს 250 მილიონი ჩანაწერი, მისი რეპერტუარი მოიცავს 500-ზე მეტ სიმღერას რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ებრაულ, ფინურ და უკრაინულ ენებზე, გამოშვებული აქვს 20-ზე მეტი სოლო ალბომი, CD და DVD-ი


ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან ერთად, მომღერლის ალბომები გამოიცა იაპონიაში, კორეაში, შვედეთში, ფინეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიასა და ბულგარეთში.


1976 წლიდან 1990 წლამდე, საბჭოთა კავშირის ყველა მუსიკალურ ჩარტებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, უცვლელად დასახელებული იყო წლის საუკეთესო მომღერალ ქალად.


ალა პუგაჩოვა რამდენჯერმე იყო საქართველოში ჩამოსული, პირველად 1979 წელს ჩაატარა სპორტის სასახლეში კონცერტი, უკანასკნელად კი 1998 წელს; აპირებდა ჩამოსვლას 2015 წელსაც, თუმცა ჩაიშალა.


იხილე მსგავს თემაზე:7 საინტერესო ფაქტი ალა პუგაჩოვას შესახებ

0
220
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0