x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
5 მოულოდნელი დაავადება, რომლებიც კოცნით გადაეცემა
image



ვიმედოვნებთ, ყველას ესმის, რომ სხვადასხვა დაავადების გამომწვევი აგენტები შეიძლება გადაეცეს ერთი ადამიანიდან მეორეს კოცნის საშუალებით, პირველ რიგში, გრიპი და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია. გაირკვა, რომ არსებობს სხვა უჩვეულო დაავადებები, რომლითაც შეიძლება დაინფიცირება ამ ტიპის კონტაქტით.



ჰერპესი

image



ჰერპესის ვირუსი, რომელსაც ხალხში „ტუჩებზე გრიპს“ უწოდებენ, თითქმის 100%–ით გადაეცემა პარტნიორს კოცნის დროს. რატომღაც ბევრი ადამიანი ზედმეტად მსუბუქად ეკიდება ამ გაფრთხილებას და ამბობენ: „არაფერია, ერთ კვირაში გაივლის“.




სინამდვილეში, ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას ჰერპესი იქ სამუდამოდ რჩება და ვლინდება უსიამოვნო ჭრილობის სახით იმუნიტეტის ნებისმიერი დაქვეითებისას.



მონონუკლეოზი

image



ტყუილად არ არის, რომ მონონუკლეოზს ზოგჯერ უწოდებენ „კოცნის დაავადებას“. ყველაზე ხშირად სწორედ კოცნით გადაეცემა დაავადება ერთი ადამიანიდან მეორეზე. გარდა ამისა, პათოგენი შეიძლება მოხვდეს ორგანიზმში, თუ ერთი ბოთლიდან დალევთ, ერთი და იმავე ჭურჭლიდან შეჭამთ ან ერთად მოწევთ სიგარეტს.



მონონუკლეოზის ძირითადი სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი და ლიმფური კვანძების გადიდება. ხშირად გრიპში და სურდოში ერევათ. თუ ადამიანს ერთხელ მაინც ჰქონდა მონონუკლეოზი, ვირუსის მატარებელი ხდება სიცოცხლის ბოლომდე, მაგრამ დაავადების სიმპტომები, როგორც წესი, აღარ ვლინდება.



ჰელიკობაქტერია პილორი

image



ეს საშინელი არსება სურათზე არის ბაქტერია ჰელიკობაქტერია პილორი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მრავალი უსიამოვნო დაავადება, მათ შორის წყლულები, გასტრიტი და კუჭის კიბო. გაოცდებით, მაგრამ ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი არც სტრესია და არც ცუდი კვება. სწორედ ჰელიკობაქტერია იწვევს კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის სხვადასხვა უბნების დაინფიცირებას, ხოლო გადაეცემა კოცნით.



სტომატიტი

image



„ბუშტები“, რომელიც პერიოდულად ჩნდება ტუჩის შიგნით, სხვა არაფერია, თუ არა პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება, სტომატიტი. სახიფათო დაავადება არ არის, მაგრამ არც სასიამოვნო. გარდა ამისა, როგორც მარტივ, ასევე რთულ ფორმაში შეიძლება განვითარდეს. მძიმე ფორმა იწვევს ღრძილების სისხლდენას და უსიამოვნო სუნს პირის ღრუში.



კარიესი

image



კარიესს უმეტესობა ჩვენგანი ბავშვობიდან იცნობს. ეს დაავადება იწვევს კბილების გაფუჭებას და შემდგომში საყვარელ სტომატოლოგთან ვიზიტს.



კარიესს იწვევს არა მხოლოდ ბევრი ტკბილეულის ჭამა, როგორც მშობლები გვაშინებდნენ. თეორიულად, კარიესის გამომწვევი ბაქტერია სტრეპტოკოკი მუტანსი ჯანმრთელმა ადამიანმაც შეიძლება აიკიდოს ჭუჭყიანი ჭურჭლიდან ან კოცნით.



ძალიან არ გვინდა შეგაშინოთ, მაგრამ კოცნით ასევე გადადის მენინგიტი, პოლიომიელიტი, წითურა, ციტომეგალოვირუსი, ყბაყურა და ღრძილების სხვადასხვა დაავადებები. ორგანიზმში რაიმე ინფექციის მოხვედრის შანსის შესამცირებლად ჯანმრთელობა აკონტროლეთ – რეგულარულად ეწვიეთ სტომატოლოგს, შეამოწმეთ კუჭი და დაიცავით პირადი ჰიგიენა.



რაც მთავარია, კოცნის არ შეგეშინდეთ!



ასევე დაგაინტერესებთ:

კოცნიდან ფულამდე: უჩვეულო რამ, რაზეც ადამიანი ალერგიული შეიძლება იყოს

იცით, რა მოხდება, თუ შეწყვეტთ კბილების გახეხვას?

ლორენ ვასერის ტრაგიკული ისტორია, რომელმაც ტამპონის გამოყენების შემდეგ ფეხები დაკარგა

22 წლის ქალი ამბობს, რომ ალერგია აქვს შეყვარებულზე, სიახლოვის შემდეგ მისი სხეული წითელი ლაქებით იფარება

სახე - ჯანმრთელობის ბარათი. რა მინიშნებას გვაძლევს კონრეტულ ნაწილზე გაჩენილი აკნე?


0
283
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
283