კოსმეტოლოგია სახე - ჯანმრთელობის ბარათი. რა მინიშნებას გვაძლევს კონრეტულ ნაწილზე გაჩენილი აკნე? 2018, 20 ოქტომბერი, 15:07
ყველა ქალს სურს ლამაზი სახის კანი ჰქონდეს, აკნეს და სხვა ნაკლოვანების გარეშე. თუმცა რეალობა არც თუ ისე იდეალურია და ბევრი ქალი ამა თუ იმ ნაკლის გამო იტანჯება. Medical News Today-ის მონაცემების მიხედვით, მოზარდების 80%-ს სახეზე აკნე აწუხებს.
ყურადღება უნდა გაამახვილოთ იმაზე, რომ სახის კონკრეტულ ნაწილზე გაჩენილი აკნე ორგანიზმის ჯანმრთელობის პრობლემაზე მიუთითებს. მისი ადგილმდებარეობით შეგიძლიათ დაავადებული ორგანო გამოავლინოთ.
უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის, წარმოგიდგენთ ილუსტრაციას, სადაც მოცემული სახის ზონა კონკრეტულ ორგანოს შეესაბამება. Annmarie-ს მონაცემებით, რამდენიმე მთავარი ნაწილი არსებობს, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემაზე მიუთითებს. (სურათი იხ. ზემოთ) შუბლი ამ ზონაში აკნე საჭმლის მომნელებელ სისტემასთან არის დაკავშირებული და შეიძლება იმის ინდიკატორი იყოს რომ ადამიანის პროდუქტის გადამუშავება უჭირს. წარბებს შორის არასწორი კვება, მათ შორის სწრაფი კვების პროდუქტები, შეიძლება ამ ზონაში აკნეს გაჩენის მიზეზი იყოს. სწორედ ამიტომ, უმჯობესია თუ ჯანსაღი ცხოვრების წესს დაიცავთ. ლოყები ლოყებზე ანთებითი ლაქები შეიძლება იმის მანიშნებელი იყოს, რომ თქვენ ბევრ შაქარს მოიხმართ. ერთადერთი მეთოდი ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად - შაქრის რაოდენობის თუნდაც დროებით შემცირება. ნიკაპი აქ აკნე თქვენი ჰორმონების გამო ჩნდება. სცადეთ მიირთვათ საკვები, რომელიც ბუნებრივ ჰორმონალურ ციკლს დაარეგულირებს. გარდა ამისა, ეცადეთ ნიკაპს ხელებით არ დაეყრდნოთ, როცა დაიღლებით ან ჩაფიქრდებით. აკნეს ტიპები Medical News Today-ს მონაცემებით აკნეს რამდენიმე ტიპი არსებობს: ფერიმჭამელი პატარა მოთეთრო ან ხორცისფერი ლაქა ან მუწუკი. შავი წერტილები მუქი ან შავი ფერის წვრილი ლაქები პაპულა სიწითლე ან ლაქა კანზე. პუსტულა ლაქა მკვეთრად გამოხატული ანთებითი ცენტრით. კვანძები შეშუპებული მუწუკი ღრმად კანის ქვეშ განლაგებული. ცისტები წითელი ან თეთრი ფერის მუწუკი, რომელიც ღრმად კანის ქვეშ არის განლაგებული. აკნეს გათვალისწინება სახის ადგილმდებარეობის მიხედვით საკმაოდ სასარგებლოა და ჯანმრთელობის პრობლემის განსაზღვრაში დაგეხმარებათ. 490 შეფასება არ არის
|