რელიგია 19-წლიანი მდუმარება დასრულდა - ბერი ნარიმანი ალაპარაკდა (ვიდეო) 10 მაისი, 18:09 როგორც ჩანს, ბერი ნარიმანის 19-წლიანი მდუმარება დასრულდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბლოგერი ნინო ადამაშვილი წერს და ავრცელებს ვიდეოს და თან აღნიშნავს, ბერი დიდი ხანია აქამდეც კარს აქეთაც ლაპარაკობდა და კარს იქეთაც.
"მამაოს ხმაა ნამდვილად ადამიანებო. ის რამდენი ხანია კარს იქეთაც ლაპარაკობს და კარს აქეთაც. ეს პატარა მონაკვეთი არაა ისეთი, რომ ვინმემ უკუღმა გაიგოს და ვისაც უხარია მოისმონის მამაოს ხმა 19 წლის მდუმარების შემდეგ. მას მადლობა ყველაფრისთვის. ის იწყებს ლაპარაკს, რაც დააქცევს სიცრუის ქვეყანას, აი ასე! კადრი არის 9 მაისის, 2024 წლის, გადაღებულია ჩემ მიერ. ვისაც ეუბნება ის განკურნა თუ რა მოხდა, არაა ჩვენი საქმე, ფაქტი დაფიქსირდა და გაიხაროს, ვისაც სიმართლე და გასამართლება უხარია", - წერია ვიდეოს კომენტარებში, რომელსაც "ფეისბუკ" გვერდი, ბერი ნიკოლოზი ავრცელებს. ვიდეოში ბერი ნიკოლოზ-ნარიმანი ამბობს" წადი აქედან" რამდენიმ დღით ადრე გავრცელდა მდუმარე ბერი ნიკოლოზის განცხადება, სადაც ის წერს, რომ უნიტაზი გამოსაცვლელია: "განცხადება ყველას! უნიტაზი დაპატარავდა, გახდა გარშოკის ხელა!!! სასწრაფოდ მოსატანია და დასაყენებლია ახალი უნიტაზი!!! დიდი, მაღალი, კარგი, ახალი და ა.შ. დადებითი თვისებების, უნარების მქონე!!! მოიტანეთ უნიტაზი, მოიყვანეთ ოსტატი და დააყენეთ ახალი!!! ძველი აღარ ვარგა!!! +++ მონაზონი ნიკოლოზი!!! +++ბერი ბაგრატიონი +++7 მაისი 2024 წლისა!!!" "მეფე (პატრიარქსაც უწოდებენ)ნარიმანის მრევლს მიაჩნია, რომ მისი ნათქვამი პირდაპირ არ უნდა გაიგოთ, მისი აზრით ამ განცხადებაში ამიერიდან უკვე ყოფილი მდუმარე ბერი მთავრობის გამოცვლას გულისხმობს. 'წერილთა წერილი გამოაკრა მეფემ!
გამოაცხადა სიცრუის ეპოქის დასასრული და სიმართლის ეპოქის დასაწყისი!
სალოსურ ენაზე, რომელიც ენათა ენაა!' 1092 2-ს მოსწონს
|