x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქალმა ოთხი ჩვილი ფოლგაში გაახვია და მაცივარში გაყინა
image

აშშ-ში ქალმა ოთხი ახალშობილი ბავშვი გაყინა, თუმცა ციხეს გადაურჩა.


შეერთებულ შტატებში 69 წლის ქალი, რომელმაც ოთხი ბავშვი გაყინა, პატიმრობას გადაურჩა .. ამის შესახებ NBC News წერს.


ახალშობილი ბავშვების ნაშთები 2022 წელს ქალაქ ბოსტონში, ამ ქალის ბინაში. ეს მაშინ მოხდა, როცა სახლის მეპატრონის ძმა და მისი მეუღლე ბინას ალაგებდნენ.



ცოლ-ქმარმა მაცივარშიფეხსაცმლის ყუთები აღმოაჩინეს, სადაც ფოლგაში გახვეული ჩვილების ცხედრები ელაგა.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბავშვების დედა იყო 69 წლის ალექსის ალდამირი, რომელიც ბინაში ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანამდე ცხოვრობდა.


სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით ირკვევა, რომ ქალს მხოლოდ ერთი ორსულობა ჰქონდა: 1982 წელს შეეძინა ბავშვი, რომელიც გააშვილა.ბავშვის და მაცივარში შენახული ჩვილების მამა ერთი და იგივე კაცია.


ალდამირის ყოფილმა კოლეგებმა განაცხადეს, რომ ის ყოველთვის ზორბა ქალი იყო და იშვიათად იღებდა შვებულებას. არცერთ მათგანს არ შეუმჩნევია მისი ორსულობა.


სასამართლო სამედიცინო ექსპერტებმა ვერ დაადგინეს, რამდენ ხანს იყო გაყინული ცხედრები. მათ ასევე ვერ დაადგინეს მათი გარდაცვალების მიზეზი. ორ ბიჭს და ორ გოგონას არ აღენიშნებოდათ შესამჩნევი დაზიანებები ან პრობლემები შინაგან ორგანოებზე. თუმცა, მათ მუცელში რძის ან ჩვილ ბავშვთა ხელოვნური საკვების კვალი ვერ აღმოაჩინეს.

image

ალდამირის დაკითხვამ შედეგი არ გამოიღო. პროკურორმა კევინ ჰეიდენმა განაცხადა, რომ ის "დაბნეული ჩანდა და არ ესმოდა სად იყო ან ვის ესაუბრებოდა".


ალდამირის სიგიჟის გამო, მის წინააღმდეგ სისიხლის სამართლის საქმე არ აღიძრა..


„ჩვენ ვერასდროს გავიგებთ, დაიბადნენ თუ არა ეს ოთხი ბავშვი ცოცხლად და ვერასდროს გავიგებთ ზუსტად რა დაემართა მათ ან რატომ მალავდა ქალი ორსულობას“, - დასძინა ჰეიდენმა.

0
277
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
277
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0