x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რატომ ჩაამტვრია ბრიტნი სპირსმა ქუსლით ავტომობილის საქარე მინა?(ფოტო)
image

პოპ-მომღერალი გაბრაზებულია, რადგან მისი ქონება მის თვალწინ ქრება.


იმისდა მიუხედავად, რომ ბრიტნი სპირსი მხიარულად ერთობა, აქვეყნებს აღვირახსნილ ვიდეოებს ინტერნეტში, მისი საქმეები საკმაოდ ცუდად მიდის.


ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ბრიტნიმ მამასთან სასამართლო პროცესი წააგო.



ბრიტნის თქმით, სასამართლო პროცესებს, რომელიც 2021 წლიდან გრძელდება, უნდა დაეხსნა იგი მამის, ჯეიმი სპირსის წინააღმდეგ წინა სასამართლო დავების სამართლებრივი ხარჯებისგან.


თუმცა სასამართლომ გადაწყვეტილება მამამისის სასარგებლოდ გამოიტანა და ახლა მან მამას დაახლოებით 2 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს.


ჭორები ვრცელდება, რომ მზაკვარმა ადვოკატმა, რომელმაც მომღერალი კიდევ ერთ სამართებლივ საქმეში ჩათრია, დაარწმუნა იგი სრულ წარმატებაში.


"ეს წარმატება" ბრიტნის კიდევ 4 მილიონი დოლარი დაუჯდა.


სასამართლო პროცესის შემდეგ მომღერალს ნერვიული აშლილობა დაემართა, რისი შედეგიც პაპარაცებმა დააფიქსირეს.

image

გაბრაზებულმა ბრიტნი სპირსმა მანქანაში ჩაჯდომის საქარე მინას წიხლები ურტყა და საბოლოოდ ქუსლის ჩაამტვრია.

image

ბრიტნის ნამდვილად აქვს შეშფოთების მიზეზი.


მისი ქონება, რომელიც რამდენიმე წლის წინ 60 მილიონ დოლარს შეადგენდა, პრაქტიკულად აღარ არსებობს.


ბრიტნიმ სიმღერა ჯერ კიდევ ბავშვობიდან დაიწყო, რასაც ასევე ახლდა სასცენო და სატელევიზიო დადგმებში მონაწილეობა. 1997 წელს გააფორმა კონტრაქტი ლეიბლთან Jive Records და 1999 წელს გამოსცა სადებიუტო ალბომი ...Baby One More Time, რომელიც იმ დროისათვის მოზარდი სოლო შემსრულებლის მიერ გამოცემულ ყველაზე გაყიდვად ალბომად იქცა.


მუსიკალურ ინდუსტრიაში პირველი ათწლეულის პერიოდში იგი იქცა მეინსტრიმული პოპულარული მუსიკისა და კულტურის მნიშვნელოვან ფიგურად, რასაც მოჰყვა საჯაროდ გამოტანილი პირადი ცხოვრების დეტალებიც. მისმა პირველმა ორმა ალბომმა აქცია პოპ-ხატად და გაყიდვების რეკორდები დაამყარა, ხოლო სიმღერები „...Baby One More Time“ და „Oops!... I Did It Again“ იქცა #1 საერთაშორისო ჰიტებად. სპირსს მიაწერენ 1990-იანი წლების ბოლოს თინეიჯერული პოპის აღორძინებას. 20 წლის ასაკამდე იგი ყველა დროის ყველაზე გაყიდვად მოზარდ შემსრულებლად იქცა, რამაც „პოპ-პრინცესის“ სტატუსიც შესძინა.

0
128
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0